თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2014, 12:39
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2357,
კომენტარები: 12
ინტერვიუ რაიან გიგზთან
გიგზის ინტერვიუ ოფიციალურ საიტთან
ინტერვიუ რაიან გიგზთან
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა რაიან გიგზს ჩამოართვა ინტერვიუ, სადაც უელსელმა "ეშმაკუნების" წინასასეზონო ტურნეზე ისაუბრა.

რა უპირატესობა აქვს წინასასეზონო შეკრებას, როდესაც ის ამერიკაში ტარდება?

ასეთი უპირატესობები ძალიან ბევრია. ჩვენს ბიჭებს ძალიან უხარიათ ამერიკაში წასვლა. ვარჯიშების და საინტერესო მატჩების გარდა, ბიჭებს საშუალება მიეცემათ დაათვალიერონ ქალაქების ღირსშესანიშნაობები და გერთნონ.

შეამჩნიეთ ის, რომ ბოლო დროს ამერიკაში ფეხბურთისადმი ინტერესი გაიზარდა?

დიახ ეს ნამდვილად ასეა. ფეხბურთი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ამ ქვეყანაში. 11 წლის წინ, როდესაც პირველად წავედი ამერიკაში გუნდთან ერთად, მცირე ყურადღება დაგვითმეს. ახლა კი პრესის და ტელევიზიების ინტერესი გაიზარდა, და იმაში ეჭვიც არ გვეპარება, რომ სტადიონი, რომელზეც ვითამაშებთ, სავსე იქნება მაყურებლებით. ამერიკაში მართლაც უფრო და უფრო უყვარდებათ ფეხბურთი.

შეიცვალა თუ არა ამერიკული ფეხბურთის დონე?

დიახ, და ეს კარგად ჩანს MLS-ის გუნდებიდა. მათთან თამაში უფრო რთული გახდა ვიდრე ეს ადრე იყო.

რას გაიხსენებდით 2003 წლის ამერიკის ტურნედან?

ძალიან მომეწონა ის წინასასეზონო შეკრება. დილით ვვარჯიშობდით, ხოლო შემდგე დრო გვქონდა რომელიმე ადგილობრივ კაფეში ერთი ფინჯანი ყავა დაგველია. ტურნეს დროს ბევრი ისეთი ქალქი მოვინახულეთ, რომელშიც ადრე ბევრი ჩემი თანაგუნდელი არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ ამერიკა ამჯერადაც თბილად მიგვიღებს.

წყარო:http://redevils.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
24 ივნისი 2014 20:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ერთ დღეზე ორი ინტერვიუ :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: nika1997
25 ივნისი 2014 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
მაგარი არის რა გადაეკიდეთ ამ ქლევერლის რას გინდათ ? ვერ გავიგეეე ანხეთ თუ მაგრად არ ათამაშდეს და იანგი არმევსება მარა პეგბურთელაი და პატივს ვცემ მაინც

მაგარი არის რა გადაეკიდეთ ამ ქლევერლის რას გინდათ ? ვერ გავიგეეე ანხეთ თუ მაგრად არ ათამაშდეს და იანგი არმევსება მარა პეგბურთელაი და პატივს ვცემ მაინც
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top