თბილისი:
მანჩესტერი:
23-06-2014, 17:15
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2296,
კომენტარები: 11
ვან გაალი: "მინდა ბრაზილიას თავი ავარიდო"
ვან გაალი მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრობს.
ვან გაალი:
ჰოლანდიელ მწრთვნელს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სურს, რომ თავი აარიდოს ბრაზილიას შემდეგ ეტაპზე და იმედოვნებს, რომ მასპინძლები მოახერხებენ პირველი ადგილის დაკავებას ამ საღამოს. მას ასევე სჭირდება ილესთან გამარჯვება, რათა ნარინჯისფერებმაც დაიკავონ პირველი ადგილი.

"მე ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი ძალიან ძლიერია. ორივეს შანსები 50-50ზეა. ჩილე საოცრად მებრძოლი და ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია. მაგრამ მე ვხედავ დიდ შანსებს, იმიტომ რომ ესპანეთის მსგავსად ისინი ძირითადად შეტევაზე არიან კონცენტრირებულნი. ეს ასევე არის ნაკრები, რომელსაც ყოველთვის სჯერა მათი შესაძლებლობების. ამანაც შეიძლება მოგვცეს რამდენიმე შესალებლობა, რომლიდანაც სარგებელს მივიღებთ,"–აცხადებს ვან გაალი.

როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, სურს თუ არა მას ბრაზილიას თავი აარიდოს მისი პასუხი ასეთი გახლდათ:

"რათქმაუნდა. მე თუ მექნებოდა არჩევის საშუალება, მე არ ვითამაშებდი ბრაზილიის წინააღმდეგ, მაგრამ არც ხორვატია ან მექსიკაა უარესი ოპონენტი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, მასპინძელ ქვეყანას ყოველთვის აქვს უპირატესობა."

ვან გაალმა ასევე განაცხადა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს ფორვარდებმა და კმაყოფილია მათი თამაშით.

"მე ვფიქრობ, რომ ფორვარდები, რომლებმაც მომხიბლეს კარგად თამაშობდნენ ევროპაშიც - სუარესი, მესი, ბენზემა, მიულერი და ჩემებიც, რობენი და პერსი, ისინი ნამდვილად თამაშობენ საოცრად. და მე გაოგნებული ვარ, რადგანაც ამხელა წნეხმა, ემოციებმა და პასუხისმგებლობამ მათ ხელი არ შეუშალა და დაანახეს მსოფლიოს იმის დანახება, რაც მათი ნამდვილი მოვალეობაა."

ვან პერსი, რომელმაც სამი გოლის გატანა უკვე მოახერხა, გამოტოვებს ფინალურ თამაშს, რადგანაც მან ორივე თამაშში მიიღო ყვითელი ბარათი.

ManUtd.com
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Martial
24 ივნისი 2014 02:35
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
დღეს ვან გაალმა კლასი გვაჩვენა. მოიესი ნეტა თუ უყურებდა ამ თამაშს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top