თბილისი:
მანჩესტერი:
22-06-2014, 14:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3303,
კომენტარები: 12
ნარინჯისფერი რევოლუცია
ვან გაალი და შესაძლო ტრანსფერები.
ნარინჯისფერი რევოლუცია
ბლოგი - Theatre of Dreams - წარმოგიდგენთ მასალას ჰოლანდიური პასპორტის მქონე ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც ლუი ვან გაალს სავარაუდოდ შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადმოჰყვეს.

ლუი ვან გაალი არის ადამიანი, რომელიც დამაჯერებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომაც, როცა ის რამეს ამჩნევს ფეხბურთელში, აუცილებლად აძლევს შანს მაღალ დონეზე, რაც მკვეთრად განასხვავებს სხვა მწვრთნელებისგან. გამომდინარე ერედივიზში მისი გამოცდილებიდან და ადგილობრივი ჩემპიონატისადმი მაღალი დონის დამოკიდებულებიდან, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ცოტა ხანში ჰოლანდიელი ფეხბურთელები დაიმატოს. ქვემოთ შემოგთავაზებთ მოთამაშეთა სიას, რომელთაც დიდი შანსი ექნებათ "რკინის ტიტასგან" შეთავაზება მიიღონ.

იორდი კლასი - "ფეიენოორდი"


ნარინჯისფერი რევოლუცია


ვან გაალი ყურადღებას საერთოდაც არ აქცევს წონასა და სიძლიერეს, როცა მოედნის ცენტრისთვის ფეხბურთელებს არჩევს. ის უპირატესობას ანიჭებს პასების სიზუსტეს და რა თქმა უნდა დისციპლინას, რომელიც ტაქტიკას სრულიად შეესაბამება. ამის დამამტკიცებელ საბუთად შეგვიძლია მოვიყვანოთ 18 წლის ჩავი, რომელიც "ბარსელონაში" სულაც არ გამოირჩეოდა თავისი აღნაგობით, თუმცა სწორედ ცენტრში თამაშობდა. "ფეიენოორდის" ახალგაზრდულ გუნდში იორდის ზედმეტსახელი "ჰოლანდიელი ჩავი" გახლდათ. მას განსაკუთრებული უნარი ჰქონდა - ზუსტად გადასცემდა პასებს პარტნიორებს, მაგრამ ამისდა მიუხედავად მისი აღნაგობის გამო იორდის მომავალი არაერთხელ დამდგარა ეჭვ ქვეშ.

"ექსელსიორიდან" არენდით გადმოსვლის შემდეგ, რონალდ კუმანმა (ვან გაალის ყოფილმა ასისტენტმა) მას შანსი "ფეიენოორდის" ძირითად შემადგენლობაშიუ მისცა და როგორც ბოლოს გამოჩნდა ჰარლემელმა ბიჭმა არ დააღალატა. მისმა პასებმა, დისციპლინამ და სხვებისდა გასაკვირად ფიზიკურმა შეურყევლობამ იორდი როტერდამული კლუბის მნიშვნელოვან ფიგურად აქცია. კლასი იმდენად გასაოცარი იყო, რომ ვან გაალმა იგი ნაკრებშიც კი გამოიძახა. 2012 წლის 7 სექტემბერს მან თავისი პირველი მიწვევა მიიღო სანაკრებო დონეზე და მიუხედავად უსაზღვრო ზეწოლისა, თურქეთთან მატჩში მაინც შეიტანა თავისი წვლილი.


ნარინჯისფერი რევოლუცია


მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ახლა ის "ფეიენოორდის" მარგალიტია, ხოლო "იუნაიტედს" სწორედ ასეთი ტიპის ფეხბურთელი სჭირდება. 22 წლის ვუნდერკინდით ვან გაალი შესაძლოა მართლაც დაინტერესდეს. იორდი კლასი კომფორტულად გრძნობს თავს მოედნის ცენტრში, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ზემოთ ასვლაც შეუძლია. მოედნის მისებრი ხედვა ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ჰოლანდიისა და ეკვადორის დაპირისპირებაში, როცა იორდიმ შესანიშნავი პასი გადააწოდა რობინ ვან პერსის. "ფეიენოორდის" კაპიტნის ერთადერთი ნაკლი მისი სიმაღლეა (169 სმ), რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს იპლ-ს ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელებთან. ნათელია ერთი რამ - 22 წელი შესანიშნავი ასაკია, რომ პროგრესს მიაღწიო.

დერილ იანმაატი - "ფეიენოორდი"

ნარინჯისფერი რევოლუცია


უკანასკნელი წლების მანძილზე, "ფეიენოორდის" აკადემიამ უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი ნახა, რომელთაც მოგვიანებით დატოვეს კლუბი. ნამდვილად უღირდათ გრანდებს, რომ ეს ფეხბურთელები შეეძინათ. 24 წლის იანმაატის შემთხვევაში კი სხვაგვარადაა. მას შემდეგ რაც "ფეიენოორდის" აკადემიიდან გამოუშვეს, იანმაატმა "ადო დენ ჰააგში" სცადა ბედი, სადაც დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა. "ადოში" გატარებული ერთი წლის შემდეგ, იგი "ჰერენვენში" გაყიდეს იმ მიზნით, რომ "ვესთ ბრომვიჩში" წასული ჯანი ზაივერლონი შეეცვალა. 2008/09 წლის სეზონი იანმაატისთვის ცუდი გამოდგა, რადგან ხშირად იღებდა ტრავმებს და მოედანზე მხოლოდ ათჯერ გამოჩნდა.

მაგრამ, მას შემდეგ რაც იანმაატმა "ფეიენოორდის" აკადემია დატოვა და გამოჯანმრთელდა როტერდამული კლუბის ძალიან მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. 2010 წელს დერილი "ფეიენოორდს" დაუბრუნდა თავისუფალი აგენტის სტატუსით და მაშინვე დაამტკიცა, რომ ესოდენ ცნობილი გუნდის ძირითად ფეხბურთელად ყოფნას იმსახურებს და იმასაც მიაღწია, რომ ლუი ვან გაალმა ზემოხსენებულ კლასთან ერთად თურქეთის ნაკრებთან შეხვედრაში ისიც მოიწვია.

ნდობის უსაზღვრო რაოდენობა იანმაატმა სრულად გამოისყიდა. ფიზიკურად ძლიერი, დრიბლინგის მცოდნე და გარღვევის უნარის მქონე ლეიდსენდამელმა ფეხბურთელმა დაამკიცა, რომ ის მარჯვენა ფლანგზე თამაშისთვისაა დაბადებული. მას აქვს ტემპი, რაც მნიშვნელოვანია წინ თამაშისთვის, თუმცა ხშირად უშვებს შეცდომებს დაცვაში. ახალგაზრდა ჰოლანდიელით არა მარტო ვან გაალი, არამედ "იუვენტუსიცა" და "ნაპოლიც" ძლიერ მოიხიბლნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ვან გაალს გარკვეული სიმპატიები გააჩნია შეტევაში კარგად მოთამაშე მცველებისადმი და იქიდანაც, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მსგავსი ოსტატები ნაკლებად ჰყავს, სავსებით რეალურია, რომ ახალმა ბოსმა თავისი აჟამინდელი ქვეშევრდომის ტრანსფერი მართლაც განახორციელოს.

მემფის დეპაი - "პსვ"


ნარინჯისფერი რევოლუცია


ახალი კრიშტიანუ რონალდუ. ამ ზედმეტსახელს იღებთ მხოლოდ მაშინ, თუ პორტუგალიელი ხართ, გამოიყურებით როგორც მოდელი, ხართ ფიზიკურად ძლიერი, გაქვთ საგოლე ალღო, ყუმბარისებური დარტყმა ან გასაოცარი ტექნიკა და სისწრაფე. მემფის დეპაის ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაკუთვნებ პირველ ორ კატეგორიას, მაგრამ დანარჩენ ოთხს "სპარტას" აღზრდილი სრულად აკმაყოფილებს. წელს მემფისს 20 წელი შეუსრულდა და უკვე ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტოპ-კლასის ფეხბურთელი გახდეს.

"პსვ"-ს მძიმე სეზონის მიუხედავად, იგი ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო ეინდჰოვენურ კლუბში. 32 შეხვედრაში 20 გოლის გატანით (7 მათგანი საჯარიმოს გარედან გაიტანა), დეპაი ყველა მოწინააღმდეგის პოტენციურ საფრთხედ იქცა, ხოლო საგოლე მომენტების შექმნის მიხედვით იგი მხოლოდ დუშან ტადიჩს ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა. გარდა სასწაული პოტენციალისა, ის ასევე ახდენს თავისი მაჩვენებლების გაუმჯობესების პოტენციალსაც.

ნარინჯისფერი რევოლუცია


ნარინჯისფერი რევოლუცია


Voetbal -თან ინტერვიუში ის გამოტყდა, რომ ისეთი ადამიანებისგან სწავლობს, როგორებიც არიან ლუი ვან გაალი, რობენი და რობინ ვან პერსი. მეფისს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საბოლოოდ არასდროს ყოფილა კმაყოფილი თავისი თამაშით. "ჩემი რანგის ფებხურთელს სეზონში 30 გოლი უნდა გაჰქოდენს" - განუცხადა მან ერთ-ერთ ჰოლანდიურ გამოცემას. დეპაიმ ერთხელ საკუთარი რონალდუს შეადარა და თანაც ამტკიცებდა, რომ ყველაფერს აკეთებდა ფორმაში ყოფნისათვის: "ჩვეულებად მქონდა დღეში 200 ვარჯიშის გაკეთება, რათა ფორმაში ვყოფილიყავი და ამ სეზონში პრაქტიკულად ყოველ დღე ვვარჯიშობდი ვარჯიშების დაწყებამდე."

მისი ოსტატური დრიბლინგის, ძლიერი მარჯვენა ფეხისა და საქმისადმი სწორი მიდგომის შემხედვარე ასკვნი, რომ დეპაი სწორ გზას ადგას სამომავლო ვარსკვლავობამდე. გარდატეხის ასაკის გახსენებისას არაერთხელ აღნიშნავთ, რომ მენტალიტეტი ყოველთვის არ სდევდა თან მემფის დეპაის. ახლა კი მას პირადი დიეტოლოგიც ჰყავს (მას საკუთარი ჯიბიდან უხდის) და როგორც ჩანს მყარად მიიწევს მიზნისკენ. ოდესღაც მემფისმა "მანჩესტერ იუნაიტედი" დაასახელ სწორედ იმ კლუბად, რომლის გამოც "პსვ"-ს დატოვებდა, რადგან ის ძირითადში ადგილის მიღების შანსს ხედავს. ხოლო მისი ტემპი, ძალა და მიზანდასახულობა ზედგამოჭრილი იქნებოდა "მანჩესტერ იუნაიტედისადმი". "იუნაიტედში" მყოფი პირების, ვან გაალისა და ვან პერსის გამო სწორედაც რომ სავარაუდოა ამ ტრანსფერის განხორციელება.

manutd8.com
სიახლეები, სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Esi
23 ივნისი 2014 00:14
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
აედან მარტო მემფისი
0
№12
ავტორი: RedGirl
23 ივნისი 2014 17:18
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
RojoDiablo,
გილოცავ :*

იმედია შედგება მემფისის ტრანსფერი. ვან გაალის იმედი მაქვს, მთავარია ოთხეულში მოვხვდებით და ახალგაზრდები არენდით ვინც არიან უნდა დაბრუნდნენ აუცილებლად. შოუ არ დათმოს რა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top