თბილისი:
მანჩესტერი:
12-06-2014, 18:39
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2548,
კომენტარები: 12
იანუზაი გიგზს ჩაანაცვლებს
ბელგიელს ნდობას უცხადებს "იუნაიტედი"
იანუზაი გიგზს ჩაანაცვლებს
ყველამ კარგად ვიცით უკვე, რომ რაიან გიგზი მომდევნო სეზონში "იუანაიტედში" როგორც ფეხბურთელი აღარ ითამაშებს, შესაბამისად 40 წლის ფეხბურთელის 11 ნომრიანი მაისურის მორგება სხვა ფეხბურთელს მოუწევს.
რაიან გიგზმა მას შემდეგ გამოაცხადა მისი გუნდიდან წასვლის შესახებ, რაც ლუის ვან გაალი გამოაცხადეს "იუანაიტედის" მწვრთვნელად, შესაბამისად 963 მატჩის ავტორი მანჩესტერული კლუბის რიგებში გადაინაცვლებს მწვრთვნელთა ბანაკში და ის ასისტენტის როლს შეითავსებს.
მიუხედავად იმისა, რომ რიგ კლუბებს აქვს ტრადიცია ნომრის "გაყინვის" "იუნაიტედი" ამ ტრადიციას არ იყენებს და არ აპირებს 11 ნომრის შენახვას. სწორედ ამიტომ, ადნან იანუზაი რომელიც სადებიუტო სეზონს ატარებდა კლუბში მიიღებს 11 ნომრიან მაისურს და მისთვის ამ ნომრით თამაში 2-მაგად და 11-მაგად საპასუხისმგებლო იქნება.
მაგალითსთვის, "ვესთ ჰემის" ლეგენდას ბობი მურს ექვს ნომრიანი მაისური აპტონ პარკზე დარჩა და 6 ნომერი მხოლოდ და მხოლოდ ისტორიას შემორჩა. ასევე იტალიური "მილანის" 3 და 6 ნომრიანი მაისური არის "გაყინული", შესაბამისად სან სიროს ლეგენდების ფრანკო ბარესის და პაოლო მალდინის საპატივსაცემულოდ.
თუმცა, "იუნაიტედი" ამ ტრადიციას არ იყენებს, სწორედ ამიტომ 11-ნომრიანი მაისური მუდმივად გადაეცემა სხვა მოთამაშეს, ისევე როგორც 7 ნომრიანი მაისური არ არის "გაყინული", რომელიც ბრაინ რობსონის, ერიკ კანტონას, დევიდ ბექემის და კრისტიანო რონალდუს ნომრები იყო ამ კლუბში.

წყარო: Telegraph
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: zatara
13 ივნისი 2014 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ჩვენთან ნომრებს არ ყინავენ... ჩვენთან ღირსეულ ნომრებს ღირსეულ ფეხბურთელებს აცმევენ და პასუხისმგებლობას ადებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№12
ავტორი: vano17
14 ივნისი 2014 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
dzalian kargia,ianuzai imedis momcemia da momavali,varskvlavia 11nomriani maisuri,martlac rom did stimuls micems da mteli msoflios agmochena iqneba,yvela turnirze smile
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top