თბილისი:
მანჩესტერი:
12-06-2014, 17:57
ავტორი: washington,
ნანახია: 4452,
კომენტარები: 14
"რომ არა ბონი პიპიტა, შესაძლოა უეინ რუნი მომკვდარიყო"
ამ პატარა სათამაშომ ასე, რომ ვთქვათ რუნი (მინიმუმ) ტრავმისგან იხსნა. ეს სათამაშო მაიმუნი, ინგლისელი თავდამსხმლის შვილის საკუთრებაა, კერძოდ "კაის". გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინა დღეს კაიმ ერთ-ერთ პარკში სათამაშო, თოფის სროლითა და პატარა კუბიკების ჩამოგდებაში მოიგო...
ამ პატარა სათამაშომ ასე, რომ ვთქვათ რუნი (მინიმუმ) ტრავმისგან იხსნა. ეს სათამაშო მაიმუნი, ინგლისელი თავდამსხმლის შვილის საკუთრებაა, კერძოდ "კაის". გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინა დღეს კაიმ ერთ-ერთ პარკში სათამაშო, თოფის სროლითა და პატარა კუბიკების ჩამოგდებაში მოიგო. ბავშვს სათამაშოს არჩევანი დიდი ჰქონდა. თუმცა მალევე აარჩია ეს "ბონი პიპიტა" და თან ძალიან შეუყვარდა. მეორე დღეს რუნი ვარჯიშზე მიდიოდა, გზას თავისი შვილი პირად დამცველთან ერთად უკვალავდა, კაის სათამაშო სასტუმრო ოთახში დარჩა, შუა გზაში გაახსენდა, წინა დღეს თავისით მოგებული სათამაშო, რის მიხედვითაც გაჩერებული ტაქსი უკან გააბრუნეს და სათამაშოს წამოსაღებად პირადი აგენტი გაუშვეს სასტუმროში.

უეინ რუნიმ გაიხსენა, რომ საღამოს მისი პირადი დამცველი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ის ტაქსი, რომელშიც უნდა ჩამჯდარიყვნენ ავარიაში მოყვა. თურმე აგენტს ტაქსის ნომერი თვალში მოხვდა RED-777, რის ფონზეც ადვილად დაამახსოვრდა. სამწუხაროდ ავარია იმდენად მძიმე გამოდგა, რომ მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო უკან მჯდომი ახალგაზრდა ბიჭი სასწრაფო დახმარებით რეანიმაციაში გადაიყვანეს. მოკლედ, რომ არა ეს სათამაშო მაიმუნი არავინ იცის რა მოხდებოდა, რუნი კი შვილს მადლობას ყველა სურვილის ასრულებით უხდის. ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ სათამაშო მაიმუნს სახელი უეინმა და კაიმ დაარქვეს, - "ბონი პიპიტა". ლონდონში "პიპიტას" იღბლიანებს უწოდებენ, ხოლო "ბონის" მექსიკაში "გამორჩეულს". ანუ ეს სათამაშო მათთვის "გამორჩეულად იღბლიანია".

წყარო: dailymail.co.uk
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
12 ივნისი 2014 20:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: Ferdinand5
ise es maimuni auqcionze unda gaitano da imdenad gayidi mtel saqartvelos iyidi


ეს ამბავი მოუყევი და მეტი რეკლამა არც დასჭირდება :D
0
№12
ავტორი: red devil
12 ივნისი 2014 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რუნიმ უნდა თქვას ბედი მქონიაო :D
0
№13
ავტორი: RedTeen
13 ივნისი 2014 09:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
სად გადარჩაა.. . derpstare
0
№14
ავტორი: Ferdinand5
14 ივნისი 2014 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
arsad ar iyideba eseti satamasho neta sad
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top