"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის შეეშვას პოგბას, რადგან ტურინელებმა მის სანაცვლოდ 60 მილიონი მოითხოვეს. სულ ორი წლის წინ პოგბამ ვერ მიიღო შანსი "ოლდ ტრაფორდზე" ფეხის მოკიდების და ამიტომ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "იუვენტუსში" წავიდა სათამაშოდ, სადაც ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა.
ამ დროისთვის, პოლი, რომელიც 21 წლის გახლავთ, ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა ფეხბურთელია ევროპული გრანდებისთვის. ფრანგი ნახევარმცველით "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალიც არის დაინტერესებული.
მაგრამ როგორც გამოცემა The Guardian გვამცნობს, ტურინელები მზად არიან პოლი გაუშვან მხოლოდ დიდი თანხის - 60 მილიონის სანაცვლოდ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "წითელ ეშმაკუნებს" სხვა ტრასფერზე გადართვა მოუწევთ.