სულ რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა მატჩი "ნორვიჩსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის. ყველა "წითელი ეშმაკების" დამაჯერებელ მოგებას ელოდა თუმცა მატჩის სიუჟეტი სულ სხვაგვარად განვითარდა.
პირველ ტაიმში გუნდებს ისეთი არაფერი უჩვენებიათ. მეორე ტაიმში თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ "იუნაიტედი" მოწინააღმდეგეს გადაუვლიდა, თუმცა მე-60-ე წუთზე პილინგტონის გატანილი გოლის შემდეგ აზრი ყველას შეეცვალა.
"იუნაიტედმა" არც გაშვებული გოლის შემდეგ დაიწყო ლამაზი ფეხბურთის ჩვენება და მატჩის ბოლო წუთამდე "ქამბექის" იმედზე დარჩა. საბოლოო ჯამში მანჩესტერმა ეს თამაში წააგო. ახლა ვისაუბროთ დამარცხების მიზეზებზე.
უკვე ბევრგან თვალი მოვკარი სადაც ამბობენ, რომ გიგზი აღარაა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. ერთმხრივ გეთანხმებით, რადგანაც ის უკვე დაბერდა და ვეღარ თამაშობს, როგორც ადრე. თუმცა გიგზმა ამ მატჩში თავისი მოვალეობა შეასრულა.
ცენტრში იყო კარიკი - გიგზის წყვილი. კარიკი უფრო დაცვაში თამაშობდა, ხოლო გიგზს წინ პასების გაკეთება ევალებოდა. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში რაიან გიგზმა 2-ჯერ გაიყვანა ვან პერსი კარგ პოზიციაზე, თუმცა ამ უკანასკნელმა ამ მომენტების გამოყენება ჩვენდა სამწუხაროდ ვერ შეძლო.
დაცვაში "იუნაიტედი" პირველი თამაში არაა რაც ასე თამაშობს, თუმცა ისმის კითხვა: რა გააკეთა თავდასხმამ ? არაფერი, სრულიად არაფერი. ეშლი იანგი რაღაც გაურკვეველი მოძრაობებით ცდილობდა მეტოქის მოტყუებას. ვალენსია შედარებით კარგად გამოიყურებოდა.
კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გუნდი უეინ რუნის გარეშე ის "მანჩესტერი" არაა რაც მასთან ერთად. გუნდს დღეს აკლდა ფეხბურთელი, რომელსაც ყველგან შეუძლია თამაში, სადაც კი გუნდს დასჭირდება. ფეხბურთელი, რომელსაც ბრწყინვალედ შეუძლია თანაგუნდელების მოტივირება და თამაშში გადამწყვეტი როლის შეტანა.
ვან პერსი ერთგვარ ლიდერად ითვლებოდა რუნის არ ყოფნის დროს თუმცა მან ჩვენი იმედები ნამდვილად ვერ გაამართლა ამ მატჩში. ძალიან გასაკვირი იყო სერ ალექს ფერგიუსონის გადაწყვეტილება, რომელიც მან მატჩის მიწურულს მიიღო. მხედველობაში მაქვს ვალენსიას გაყვანა, იანგის მარჯვენა ფლანგზე გადაყვანა და გიგზის მარცხენა გარემარბად დაყენება.
ასეთ მატჩებში, როდესაც გუნდი მე-80-ე წუთზე 1-0 აგებს საჭიროა სისწრაფე და სიხისტე, რაც არ გამოჩნდა. ნათელი იყო, რომ გიგზი ვეღარ უმკავდებოდა მარცხენა გარემარბის მოვალეობებს. სერ ალექსს შეეძლო გიგზის ნაცვლად ქლევერლის შემოყვანა ხოლო შემდეგ ვან პერსი გაეყვანა და მის ნაცვლად დენი უელბექი შემოეყვანა. ასეთ შემთხვევაში გუნდს უფრო სწრაფი ფეხბურთელები მოემატებოდა და შეიძლებოდა მატჩი სხვაგვარად დასრულებულიყო. ფერგიუსონმა უკვე დაგვამასხოვრა თავი თავისი ექსპერიმენტებით, მორიგმა უკვე აღარ გაამართლა. ამიტომ ჯობია შეეშვას გუნდი მეტოქის არ დაფასებას და ასეთი მატჩები პირველივე ტაიმში მოაგვაროს.
ამ მატჩის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ისმება: რა შეუძლია გუნდს უეინ რუნის გარეშე ? ამ მატჩის მიხედვით არაფერი. რა თქმა უნდა ამ მატჩის წაგება არ არის კატასტროფა. წინ თითქმის მთელი სეზონია. შემდეგი მატჩი "იუნაიტედს" გალათასარაისთან აქვს, სწორედ ამ მატჩში უნდა გამოჩნდეს მანჩესტერული სულისკვეთება. იმედია ეს ასეც იქნება.
მხოლოდ ერთი დაიმახსოვრეთ: თქვენ ხართ მსოფლიოში საუკეთესო გუნდის გულშემატკივარი. GGMU.