თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2012, 14:25
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2663,
კომენტარები: 12
ფერგიუსონი:"ჩიჩარიტო ინსტიქტს ენდობა"
სერ ალექსმა ჩიჩარიტოს ინსტინქტი შეაქო
ფერგიუსონი:
სერ ალექსმა თქვა, რომ საზაფულო შესვენებამ დადებითად იმოქმედა ჩიჩარიტოზე და შესანიშნავად დაიწყო მიმდინარე სეზონი. იუნაიტედის თავკაცი თვლის, ახლა იმკის თავის შედეგს. ზაფხულის შესვენებამ ფიზიკურადაც გააძლიერა მექსიკელი:" ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ჩიჩარიტოს ფაქტობრივად არ ჰქონია დრო დასასვენებლად, ასე ფეხბურთის ტამაში რთულია." ფერგიუსონი თვლის, რომ ძალების არარაციონალურმა განაწილებამ იქონია უარყოფითი შედეგი მაიკლ ოუენის კარიერაზე:"ეს ძალიან რთული პროცესია იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ფიზიკურად ძლიერდებიან. ვფიქრობ, მაიკლ ოუენი უკეთესი ფეხბურთელი იქნებოდა, რომ ჰქონოდა უფრო მეტი დრო დასვენებისთვის და ფიზიკურად გაუმჯობებისათვის.

"მახსოვს ის დრო როცა ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები იღებდა მონაწილეობას ტურნირში მალაიზიაში. ჩვენი გუნდიდან წასულები იყვნენ ჯონ კერტისი და რონი უოლვორკი. როცა ისინი დაბრუნდნენ ერთი თვით დავასვენეთ. ლივერპულმა კი შეუსვენებლად ჩართო მაიკლი ჩემპიონატში და მომდევნო წელს მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდა. მას საერთოდ არ შეუსვენია. ის ტექნიკურადაც ვერ ვითარდებოდა. შემდეგ პირად საუბარში დამეთანხმა ამ ყველაფერზე. თუ თქვენს გუნდში თამაშობენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, მათ აუცილებლად უნდა მისცეთ დრო დასვენებისთვის. ერთადერთი დრო სადაც ამის გაკეთება შეგძლიად არის ზაფხული. ფეხბურთელს ზამთარში ვერ გაუშვებთ შვებულებაში."

"მაიკლი უდიდესი ინგლისელი ფეხბურთელია. ალბათ არც ისე ლამაზია, ახლა იმ მიზეზების გარჩევა, თუ რატომაა ის დღესდღეისობით ჩრდილში. ყველა წესი სწორად რომ დაეცვათ მაიკლი ტექნიკურადაც ძალიან ძლიერი იქნებოდა ვიდრე იყო, მაგრამ შევთანხმდეთ, ის შესანიშნავი ფეხბურთელია." სერ ალექსმა ისაუბრა იმაზე, რომ ხავიერ ერნანდესი გვაჩვენებს თავის საუკეთესო თვისებებს:" თავისი ქმედებით მოედანზე ვამჩნევ, რომ ჩიჩარიტო ინსტინქტურად მოქმედებს. ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით, როცა ის პირველად ჩავრთეთ სამქეში. მისი გოლები ბოლო მატჩებში ამ ყველაფერს ამტკიცებს. მეორე და მესამე გოლები ასტონ ვილას კარში ჩიჩარიტოს სავიზიტო ბარათებია. ბევი ფეხბურთელი თამაშობს კარგად შეცვლაზე. ოლე გუნარი მაქსიმალურად იყო კონენტრირებული მომენტებზე და თავის საუკეთესო შედეგს გვაჩვენებდა. ჯერ ჩიჩარიტოს და ოლეს მაინც ვერ შევადარებ ერთმანეთს.

წყარო:Redevils.Ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Amanda Seyfried
17 ნოემბერი 2012 18:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ინსტიქტში ჩიჩარიტო ძაან winked
0
№12
ავტორი: Gavita
18 ნოემბერი 2012 00:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ჩიჩა <3 ამის იმედი სულ მაქვს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top