თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2014, 12:48
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2465,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "ჩვენ ისტორიას შევქმნით"
ვან გაალმა უკვე მოაგვარა საკითხები თუ ვინ დარჩება და ვინ მოვა კლუბში...
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი ახლა ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად არის და მთელი ყურადღება მუნდიალზე აქვს გადატანილი, თუმცა მან მაინც მისცა ინტერვიუ ჰოლანდიურ ტელევიზიას, სადაც მის ახალ როლზე საუბრობს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე გადაინაცვლებს. მას მოგებული აქვს ტიტულები "აიაქსით", "ბარსელონათი", "ალმკაარით" და "ბაიერნით". საქმე ისაა, რომ ლუი არც "იუნაიტედის" შემხთვევაში აპირებს ამბიციების ჩაწყნარებას...

"პირველი მიზანი ის არის, რომ დავაბრუნო კლუბის თავის ადგილზე რაც შეიძლება მოკლე დროში, რადგან მათ ყოველთვის პირველი ადგილი ეკავათ სერ ალექსის ხელმძღვანელობის დროს." აცხადებს ვან გაალი. "ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ პრემიერ ლიგაში მემუშავა. ასე რომ, მუშაობა "მანჩესტერ იუნაიტედში", ანუ მსოფლიოს უდედიდეს კლუბში, მე ძალიან მეამატება."

"მე ვყოფილვარ ოლდ ტრაფორდზე მწვრთვნელის ამპლუაში და ვიცი თუ რაოდენ საოცარი ატმოსფერო სუფევს იქ. ვიცი, თუ როგორი მგზნებარე და ჩახედული გულშემატკივარი ჰყავს ამ "იუნაიტედს". ამ კლუბს აქვს დიდი ამბიციები და აგრეთვე დიდი ამბიციები მაქვს მეც. ერთად, მე მჯერა რომ ისტორიას შევქმნით."

ვან გაალმა ასევე გამოთქვა სურვილი, ინგლისში ჩამოსვლისთანავე სერ ალექსსთან შეხვედრისა და განაცხადა რომ იგი მისთვის თვალის გასწორება სულ არ აშინებს.

"ჩვენ უეჭველად დავლევთ სადმე ერთად." აგრძელევს ვან გაალი. "ჩვენ ეს რამდენიმეჯერ გაგვიკეთებია მანამდეც. ერთმანეთს კარგად ვუგებთ და სულაც არ ვფიქრობ რომ ის მე პრობლემებს შემიქმნის, რადგან მე ვარ ის, ვინც ყველაზე მეტ წნეხს აკისრებს საკუთარ თავს."

გეგმები

ვან გაალმა დაადასტურა, რომ მას უკვე ჰქონდა მოლაპარაკებები გუნდის შემადგენლობასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ფულზე არ გვილაპარაკია. ჩვენ ვილაპარაკეთ ფეხბურთელებზე. ვნახავთ შევძლებთ თუ არა მათ გადმობირებას. ასევე ვილაპარაკეთ მათზე, ვინც გუნდი უნდა დატოვოს."

შეგახსენებთ, რომ ვან გაალი დღეს დაინიშნა "იუნაიტედის" მწვრთვნელად 3 წლის ვადით. ინგლისელმა ფორვარდს, უეინ რუნის ვერავინ დაასწრო ახალ ბოსს მისალმებოდა.

28 წლის ფორვარდმა თავის Twitter-ზე დაწერა: "ძალიან სასიხარულია, რომ ვან გაალი დაინიშნა "იუნაიტედის" მწვრთვნელად. მასთან მუშაობას მოუთმენლად ველოდები."

უეინ რუნიმ აგრეთვე მიულოცა მის ყოფილ თანაგულნდეს, რაიან გიგზს, რომელმაც მრავალწლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ახლა ვან გაალის ასისტენტად წარმოგვიჩენს თავს.

"ვულოცავ ასევე რაიან გიგზს საუცხოო საფეხბურთო კარიერის დასრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ახალ სამუშაოს კარგად გაართმევს თავს." განაცხადა რუნიმ.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: tupaca
20 მაი 2014 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Van gaali is kacia romelmac TQVA tavis droze Rom holandias ori pexburteli yavs me Da kruipio :D ase Rom ambiciebshi nagdad yvelas ujokravs, mis samwvrtnelo talantshi Da gamarjvebulis mentalitetshic echvi ar mepareba, aba shen ici lui ;)
0
№12
ავტორი: red devil
20 მაი 2014 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
იმედია გიგზი ბევრ რამეს ისწავლის ვანგაალისგან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top