თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2014, 16:04
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2484,
კომენტარები: 11
Mirror: ნანი და ჩიჩარიტო ვან გაალს უახლოეს დღეებში დაუკავშირდებიან
ვან გაალი ნანისა და ჩიჩარიტოს ელოდება...
Mirror: ნანი და ჩიჩარიტო ვან გაალს უახლოეს დღეებში დაუკავშირდებიან
ინგლისური პრესის თანახმად ლუი ვან გაალი, რომლის წარდგენის თარიღი ჯერ კიდევ არაა ცნობილი "იუნაიტედის" ორ ფეხბურთელს, ლუიშ ნანისა და ხავიერ ერნანდესს შეხვდება.

ჩიჩარიტოს ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ "მანჩესტერში" ბედნიერია და აქ რჩება, თუმცა მექსიკელს რა თქმა უნდა აინტერესებს ახალი მწვრთნელის გეგმა მასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პორტუგალიელ ვინგერ ნანის, მასთან მდგომარეობა ცოტა რთულადაა, რადგანაც წყაროების თანახმად აგენტმა უკვე შეუთანხმა პირადი კონტრაქტის პირობები ტურინის "იუვენტუსს", თუმცა ეს რაიან გიგზის თავკაცობის დროს.

პრესა წერს, რომ ვან გაალის მოსვლა გადააფიქრებინებს ნანის და პორტუგალიელი კლუბში დარჩება.

ნანით ასევე დაინტერესებულია "მონაკო", "ვალენსია", "ატლეტიკო" და "ტოტენჰემი", ხოლო ჩიჩარიტოსადმი დიდ ინტერესს ჯერ-ჯერობით მხოლოდ "ინტერი" იჩენს.

შეხვედრა უახლოეს დღეებში უნდა შედგეს, რადგანაც პორტუგალიის და მექსიკის ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩიჩარიტო მექსიკის ნაკრების 23 კაციან განაცხადში მოხვდა, ხოლო ნანი პორტუგალიის ნაკრების გაფართოებულ 30 კაციან განაცხადში.
სტატიები, ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ელენე
19 მაი 2014 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
ჩიჩა ძალიან მიყვარს და მისთვისვე იქნება უკეთესი, თუ წავა. ნანის რაც შეეხება, არ ვიცი, ვნახოთ ვან გაალი რას იტყვის. :/
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top