მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა,რომ სულ მალე ლუი ვან გაალი ოფიციალურად დაინიშნება "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად,მისი წარდგენა კი მომავალი კვირისთვის იგეგმება.მრავალი გამოცემა უკვე იუწყება იმის შესახებ თუ ვინ იქნება ჰოლანდიელი სპეციალისტის მთავარი სამიზნეები სატრანსფერო პერიოდის დროს.
როგორც ცნობილი გამოცემა "The Guardian" იტყობინება ვან გაალი შეეცდება "ბაიერნიდან" ჰოლანდიელი გარემარბის არიენ რობენის გადმობირებას."მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ნამდვილად წარმოადგენს პრობლემას ის პოზიცია,რომელსაც რობენი იკავებს.ლუიშ ნანის,ეშლი იანგის და სხვა ვინგერების არასტაბილური თამაში გახდა იმის მიზეზი,რომ გუნდს სწორედ ამ პოზიციაზე ჭირდება გაძლიერება.
გუშინ კი გამოცემამ "The Metro" გაავრცელა ინფორმაცია,რომლის თანახმადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ბუნდესლიგის ჩემპიონებს 25 მილიონს შესთავაზებენ არიენ რობენისთვის ხოლო ჰოლანდიელის ანაზღაურება კვირაში 160,000 ევრო იქნება.