მანჩესტერ იუნაიტედის თავკაცი სერ ალექსი უელბეკს ურჩევს მოითმინოს და მომავალში ადგილს პირდება ძირიტად შემადგენლობაში. შარშანდელი შესანიშნავი სეზონის შემდეგ დენის სულ უფროდაუფრო მეტი მატჩის დაწყება უწევს სათადარიგოთა სკამზე:" რობინ ვან პერსის მოსვლის და რუნის გამოჯანმრთელების შემდეგ ფორვარდის პოზიცია ფაქტიურად დაიხურა. გადავწყვიტე გამოცდილებას დავყრდნობოდი. ასევე მინდოდა, რომ თავდასხმაში სხვა ალტერნატივაც მქონოდა. დენიმ უნდა იგრძნოს თავი ისე, რომ შეაქვს თავისი წვლილი რაღაც დიდის შექმნაში. ახლა თავდასხმაში უფრო გაშლილად ვთამაშობთ და იქ დენის ადგილი მოიძებნება. ის კარგად უტევს ფლანგიდან, რაც არაერთხელ გვაჩვენა. მაინც ვფიქრობ, რომ ის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე უკეთესია. დენი თავის საუკეთესო ფეხბურთს მაინც ეროვნულ ნაკრებში აჩვენებს. მას ჩვენთან ძალიან იშვიათად ეძლევა შანსი ითამაშოს ცენტრალურ თავდამსხმელად. ჩვენ მას ფლანგებზე ვიყენებთ, რაც ვფიქრობ არასწორია. თავისი თამაშით ნაკრებში გვაჩვენებს, რომ ნამდვილი ცენტრალური თავმდასხმელია.
ასეთი მრავალფეროვანი თავდამსხმელები მაშინ ჰყავდა იუნაიტედს, როცა მათ ტებლი მოიგეს, ამ დროს ძირითადისთვის ერთმანეთს ეპაექრებოდნენ ენდი კოული, დუაით იორკი, ოლე გუნარ სოლსკიაერი და ტედი შერინგამი:"ტედი ყოველთვის უკმაყოფილო იყო, როცა სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა და ამის შემდეგ რამდენიმე დღე გაბრაზებული იყო. მთავარია ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ თავიანთი წვლილი შეაქვთ საქმეში. 1999 მათ გაიგეს, რომ ერთი მიზნისთვის იბრძვიან. ყველა მათგანმა ძალიან მნიშვნელოვანი გოლები გაიტანეს იმ სეზონში. ტედი და ოლე გახდნენ ნამდვილი ლეგენდები, მას შემდეგ რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანეს. ტედიმი ინგლისის თასის ფინალშიც გაიტანა. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა კლუბის წარმატებაში." სერ ალექსი აღნიშნავს, რომ დენის კიდევ ბევრის გაკეთება, როუწევს, რომ დაემსგავსო 1999 წლის ლეგენდებს!