ხუან ფერნანდო კუინტერო ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი, რომლის მიმართაც დიდი დაინტერესებაა, იტალიური და ინგლისური კლუბების მხრიდან. სერ ალექს ფერგიუსონი აპირებს შეიძინოს კოლუმბიელი 19 წლის ფეხბურთელი, რომელიც ახლა "პესკარაშია" ლოანის წესით. მისი მთავარი კლუბი კი "ატლეტიკო ნასიონალია". პოზიციით ის ნახევარმცველია და ამ პოზიციაზე ის საკმაოდ კარგად თამაშობს. სერ ალექსმა უკვე გაგზავნა სკაუტები, რომ დააკვირდნენ ამ პერსპექტიულ ფეხბურთელს და ფერგი ალბათ ზაფხულში გადაწყვეტს შეიძინოს თუ არა კუინტერო. თუ ხუან ფერნანდო კუინტერო კარგ თამაშს აჩვენებს, მას შეეძლება შეურთდეს სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს "ოლდ ტრაფორდზე", რომლებიც არიან: რაფაელი, ანდერსონი, ანხელო ენრიკესი და ანტონიო ვალენსია. "იუნაიტედის" გარდა კოლუმბიელს, "ინტერი" და "იუვენტუსი" აკვირდება, როგორც ჩანს კუინტერო ნამდვილად კარგი მომავლის ფეხბურთელია.