თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2014, 15:12
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2746,
კომენტარები: 12
გუშინ ნიკ პაუელი დააკავეს!
რატომ გამოტოვა ნიკ პაუელმა ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა?
გუშინ ნიკ პაუელი დააკავეს!
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ინგლისელმა ნიკ პაუელმა,რომელიც ამჟამად "უიგანის" ღირსებას იცავს არენდის წესით,გამოტოვა გუშინდელი ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა "ქუინს პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგ ამის მიზეზი კი ის უსიამოვნო შემთხვევა იყო,რაც ნიკს მშობლიურ ქალაქში შეემთხვა.

როგორც ცნობილი გამოცემა "Daily Mail" იუწყება კვირას 19 წლის ნიკ პაუელი მის მშობლიურ ქალაქთან დააკავეს,მიზეზი კი სისხლში ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის აღმოჩენა გახდა.მას დაშვებულ დონეზე მაღალი რაოდენობით ჰქონდა მიღებული ალკოჰოლი და ამ მდგომარეობაში მართავდა საჭეს.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით ნიკ პაუელს 14 თვით ჩამოართვეს მართვის მოწმობა და 5,000 ფუნტით დააჯარიმეს.

მიმდინარე სეზონში პაუელმა "უიგანის" მაისურით 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12-ჯერ მოახერხა მეტოქის კარში გოლის გატანა მომავალი სეზონიდან კი ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას დაიცავს.

წყარო: MANUTD.RU
სტატიები, ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
13 მაი 2014 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
ციტატა: lukadzandzava
ჩემი აზრით ეს მომავალი რონალდუ და არ უნდა გაიფუჭოს თავი

და რაში გავს რონალდოს ეს? ჯერ ერთი სულ სხვა პოზიცის და სტილის ფეხბურთელებია და მერე მეორეც ამის ასაკში რონალდო დაფრინავდა და ჩემპიონშიპში არ გამოდიოდა
0
№12
ავტორი: Jubo
13 მაი 2014 23:11
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ერთი დალია რა გაუხურეთ ისწავლის და მეორედ აღარ იზამს რა:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top