თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2014, 00:56
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2315,
კომენტარები: 12
რას წერს ფერდინანდი საკუთარ გვერდზე
სულ რამდენიმე წუთის წინ ფერდინანდის ბედი საბოლოოდ გაირკვა...
რას წერს ფერდინანდი საკუთარ გვერდზე
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიო ფერდინანდმა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა კლუბის დატოვება. რიოს ოფიციალური ფეისბუქის გვერდი გვატყობინებს, რომ თავად ფერდინანდი ამ საკითხზე ბოლო რამდენიმე თვეა ფიქრობს.
"მე ვფიქრობდი დიდი ხნის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც 12 გასაოცარი სეზონი ჩავატარე ოლდ ტრაფორდზე, მინდა განვაცხადო ამ კლუბის შესახებ, რომ ის არის საუკეთესო მსოფლიოში. გადავწყვიტე, რომ ეს არის სწორედ საუკეთესო პერიოდი გადასვლისთვის. მე შევუერთდი "მანჩესტერ იუნაიტედის" იმის იმედად, რომ მივიღებდი მრავალ ტიტულს, პრიზს თუ ჯილდოს, და ვერასდროს, ჩემს ვერცერთ ყველაზე გიჟურ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდა ჩემი კარიერა აქ. მქონდა მრავალი დაუვვიწყარი მომენტი ამ კლუბში, ასევე ვთამაშობდი დიდი ფეხბურთელების გვერდით და გავიჩინე ძალიან ბევრი მეგობარი. პირველი პრემიერ ლიგის მოგება და მოსკოვის ფინალი, მუდამ იქნება ჩემთვის აღსანიშნავი ფაქტი სამუდამოდ." - დაასრულა რიო ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რომ რიო ფერდინანდს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მისი ბოლო განცხადებებიდან ნათლად ჩანდა, რომ მას კარიერის გაგრძელება სურდა, იქნებოდა ეს ოლდ ტრაფორდი, თუ სხვა კლუბი.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
13 მაი 2014 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დიდი მადლობა ყველაფრისთვის რიო მაგრამ უკვე დრო იყო წასულიყავი
0
№12
ავტორი: ელენე
14 მაი 2014 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
აბა ჰე, რიო! ყველაფრისთვის მადლობა. ♥
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top