მას შემდეგ რაც "იუნაიტედმა" წარუმატებელი სეზონი ჩაატარა აქციების ფასმა კლება დაიწყო, კერძოდ კი კლუბის ამჟამინდელი ფასი 1,65 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. სხვათაშორის მესამე ადგილზე მყოფმა "ბარსელონამ" გადაასწრო "იუნაიტედს" და მეორე ადგილი დაიკავა, მათი თითო აქციის ფასი 23 ცენტით გაძვირდა.
ცნობისთვის "ბაიერნმა" ძალიან დიდი პროგრესი განიცადა ამ მხრივ და გუნდის ფასმა საგრძნობლად აიწია. მათი თითო აქციის ფასი 41 ცენტით გაძვირდა და ახლა უკვე კლუბის სრული ღირებულება 1,1 მილიარდ ფუნტ სტერლინგს უტოლდება.
რაც შეეხებათ სხვა პრემიერ ლიგის კლუბებს, ისინი 5-ე 6-ე და 7-ე პოზიციებს იყოფენ, ყველაზე კარგი პროგრესი კი "სიტიმ" განიცადა, რადგან მისი აქციების ფასმა აიწია 25 ცენტით და ახლა უკვე კლუბის სრული ღირებულება 508 მილიონ ფუნტ სტერლინგს უდრის.
10-ეულში 8-ე და 9-ე პოზიციას იტალიური ორი გრანდი იკავებს, "მილანი" და "იუვენტუსი" შესაბამისად 504 და 501 მილიონი ფუნტ სტერლინგით.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2004 წლის შემდეგ პირველად იკავებს ორი ესპანური კლუბი პირველ 2 ადგილს. პირველი 10-ეული კი ასე გამოიყურება:
1. "რეალ მადრიდი" 2მილიარდი ფუნტი სტერლინგი.
2. "ბარსელონა" 1,9 მილიარდი ფუნტი სტერლინგი.
3. "მანჩესტერ იუნაიტედი" 1,65 მილიარდი ფუნტი სტერლინგი.
4. "ბაიერნი" 1,1 მილიარდი ფუნტი სტერლინგი.
5. "არსენალი" 767 მილიონი ფუნტი სტერლინგი.
6. "ჩელსი" 511 მილიონი ფუნტი სტერლინგი.
7. "მანჩესტერ სიტი" 508 მილიონი ფუნტი სტერლინგი.
8. "მილანი" 504 მილიონი ფუნტი სტერლინგი.
9. "იუვენტუსი" 501 მილიონი ფუნტი სტერლინგი.
10. "ლივერპული" 407 მილიონი ფუნტი სტერლინგი.
"სქაისპორტი"