"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელ ფორვარდს უეინ რუნის სურს "წითელი ეშმაკების" ლეგენდალური ფეხბურთელის სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი გააუმჯობესოს,როგორც ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ასევე "მანჩესტერ იუნაიტედში.რუნის ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით უკვე 32 გოლი აქვს გატანილი,მაგრამ კიდევ 17 გოლის გატანაა საჭირო,რათა სერ ბობის მაჩვენებელი გააუმჯობესოს.ხოლო რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედის" რეკორდს,უეინ რუნის ჯერ კიდევ 64 გოლით ჩამორჩება ლეგენდალურ ჩარლტონს.
"ორივე რეკორდი ინგლისშიც და "იუნაიტედში" ეკუთვნის სერ ბობი ჩარლტონს,ეს დიდი გამოწვევაა ჩემთვის.ის ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და რათქმაუნდა "მანჩესტერ იუანიტედის" ლეგენდა,რომელსაც გუნდში ყველა პატივს სცემს.მე რათქმაუნდა მსურს მისი რეკორდი გავაუმჯობესო,როგორც კლუბში ასევე სანაკრებო დონეზე.ამის შესახებ ფიქრი მე ძალიან დიდი სტიმულს მაძლევს.მსურს იქამდე ვითამაშო,სანამ არ გავაუმჯობესებ სწორედ სერ ბობის რეკორდებს.მინდა გავხვდე ისეთი ფეხბურთელი,როგორნიც რაიან გიგზი და პოლ სქოულზი არის,უბრალოდ ეს მე მიზნად მაქვს.თუ შევძლებ და კიდევ 10 წელი ვითამაშებ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით - ეს დიდებული იქნება." - განაცახდა უეინ რუნიმ.
"ჩემი აზრით ერთ მშვენიერ დღეს მე შევიცვლი პოზიციას და თავდასხმიდან ნახევარდაცვაში გადავინაცვლებ.მე ნამდივილად შემიძლია ამის გაკეთება,მაგრამ ვფიქრობ ამისთვის ჯერ მზად არ ვარ.მე ცენტრ ფორვარდი ვარ და რათქმაუნდა მიზიდავს გოლების გატანა.ვგრძნობ,რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ გოლს გავიტან.თუ სავალდებულო იქნება ნახევარდაცვაში თამაში,რათქმაუნდა მე მზად ვარ და უკვე რამოდენიმე თამაშიც ვითამაშო ნახევარმცველის პოზიციაზე,მაგრამ მთავარი ჩემი მიზანი მაინც გოლების გატანაა." - დაასრულა რუნიმ.