თბილისი:
მანჩესტერი:
2-05-2014, 16:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2604,
კომენტარები: 13
შოლი რჩევას იძლევა
შოლის ზრით ვან გაალის მოსვლას თავისებური უარყოფითი მხარე აქვს.
შოლი რჩევას იძლევა
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი, მეჰმეთ შოლი "მანჩესტერ იუნაიტედს" აფრთხილებს, რომ ვან გაალის კლუბში მოსვლას შესაძლოა თავისებური უარყოფითი მხარეები აღმოუჩნდეს.

ჭორების თანახმად უახლოეს დღეებში "იუნაიტედი" 62 წლის ვან გაალთან გააფორმებს კონტრაქტს, რომელიც თავის დროზე შოლთან ერთად "ბაიერნში" მუშაობდა. მეჰმეთმა განაცხადა, რომ ვან გაალი მიზანს აღწევს, მაგრამ ამას არაერთგვაროვნად აკეთებს.

"ის ძალიან მომთხოვნი და მკაცრია. ამიტომაც მოთამაშეებს შეუძლიათ მას მიჰყვნენ, ან ისინი ბორტს იქით და მას ახალი მოთამაშეები მოჰყავს."

"ძალიან კარგია ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობაში. ვფიქრობ ყველგან ჰქონდა პრობლემა დიდ მოთამაშეებთან და პერსონალთან"

"შემიძლია გითხრათ, რომ ზოგიერთი მოთამაშე, როგორიცაა მაგალითად უეინ რუნი შეიძლება ფიქრობდეს, რომ მას აღარაფერი ესწავლება. ამიტომაც რთული იქნება მათთვის როცა მწვრთნელი ეტყვის: "ახლა ეს სრულიად სხვაგვარად უნდა აკეთო. ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდი უნდა შეიცვალოს"

"დიდი ვარსკვლავებისთვის რთულია მასთან მუშაობა, მაგრამ ახალგაზრდებისათვის იგი შესანიშნავია. ის დიდებულია საფეხბურთო მოედანზე და სურს, რომ ფეხბურთელები მუდმივად სწავლობდნენ"
- ციტირებს შოლის სიტყვებს The Guardian.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: chudikone
3 მაი 2014 00:45
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
არამგონია გონიერ ფეხბურთელს დარიგება სწყინდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№12
ავტორი: დავითი
3 მაი 2014 01:24
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
ყველა ამას იძახის რო ძალიან მძიმე ხასიათი აქვს.... ეს ნაშენები იმპერია არ დაგვინგრიონ ამ შიგნაკრავებმა...
0
№13
ავტორი: VaRdo
3 მაი 2014 01:26
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჩვენ დავბრუნდებით!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top