თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2012, 15:52
ავტორი: Forrest,
ნანახია: 3116,
კომენტარები: 11
სერ ალექს ფორვარდების ეიმედება
ფერგი დარწმუნებულია , რომ რუნი და ვან პერსი ერთად თამაშს შეძლებენ და თითოეული სეზონში 20 გოლს გაიტანს
სერ ალექს ფორვარდების ეიმედება
სერ ალექსი დარწმუნებულია , რომ ”წითლების” ფორვარდები სეზონში 20 გოლზე მეტს გაიტანენ. ჯერჯერობით კლუბის ბომბარდირი ვან პერსია , რომელიც წელს იქნა შეძენილი ”არსენალიდან”. მოწინააღმდეგის კარი ჯერ არ აუღია რუნის , რომელმაც ტრავმა მიიღო და ერთი თვე გაუცდა. ასევე ფერგის ეიმედება დენი უელბეკის და ხავიერ ერნანდესის.

პირველივე მატჩში შევამჩნიე , რომ ვან პერსის ფორმა არაჩვეულებრივი იყო და მე მხოლოდ ისღა მრჩებოდა , რომ მომავლისთვის კარგზე მეფიქრა ” - აღიარა ფერგიმ. ” ყოველ ვარჯიშზე მე ვამჩნევ , რომ ის უმატებს და ნელ - ნელა თავდაჯერებულობა ემატება. ვარჯიშების შემდეგ ის თეორიულ მასალასეც ეცნობა. ყველა ფეხბურთელს სჭირდება წინასასეზონო მზადება , მაგრამ ვან პერსის მხოლოდ 20 წუთი მოუწია თამაში , როდესაც მისი ყოფილი კლუბი ”არსენალი” გერმანულ ”ჰამბურგს” ეთამაშებოდა. მე ვთვლი , რომ ვან პერსი ნამდვილი პროფესიონალია.

ფერგის ასევე ჰკითხეს რუნი-ვან პერსის დუეტზე : ” რა თქმა უნდა მათი ერთად თამაში შესაძლებელია. რომელიმე მათგანი მოცილებით უკან დადგება. თითქმის ყველას გუნდში , ჩიჩარიტოს გარდა შეუძლიათ თამაში მძლავრ შეტევებზე. მე ვერ ვიტყვი იმას , რომ რუნი მხოლოდ გოლის გატანაზე ფიქრობს. მან წინა წელს 32 გოლი გაიტანა , მაგრამ შარშანწინ მან ბევრი საგოლე მომენტი შეუქმნა დიმიტარ ბერბატოვსა და ჩიჩარიტოს.

რუნი ცოტახანში დაიწყებს გოლების გატანას. მას ერთი თვე გაუცდა და რამოდენიმე მატჩის ჩატარება უნდა ფორმის აღსადგენად. მის სპორტულ მიღწევებს თუ გადავავლებთ თვალს , დავინახავთ , რომ ის თავის ფორვარდულ პროფესიონალურობას ანვითარებს. რაც შეეხება რობინს მან შესანიშნავად დაიწყო სეზონი და გაიტანა 7 გოლი. დარწმუნებული ვარ , რომ ველბეკიც და ჩიჩარიტოც გაიტანენ ბევრ გოლს.” - დაასრულა ფერგიმ.

წყარო: Manutd.Ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: A.J.44
23 დეკემბერი 2013 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
არდია ?კაიააააააა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top