თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2014, 17:40
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2893,
კომენტარები: 13
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აეწყოს გუნდი იანუზაის გარშემო
ადნან იანუზაი - მომდევნო ვარსკვლავი ?!
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აეწყოს გუნდი იანუზაის გარშემო
ადნან იანუზაი ერთ-ერთი ნათელი წერტილია დღევანდელ "მანჩესტერში," გუდში, რომელმაც მსუბუქად რომ ვთქვათ, საშინელი სეზონი ჩატარა. დევიდ მოიესის კლუბში მოღვაწეობის თვეები, ფანებს დიდხანს არ ემახსოვრებათ, სამაგიეროდ ამ უკანასკნელს ყოველთვის გაიხსენებენ, მაშინ როდესაც იანუზაი გაბრწყინებას მოიგონებენ. ვინც არ უნდა ჩაიბაროს სამომავლოდ გუნდი, იდეალური იქნება თუ კი მთელ სისტემას, ადნან იანუზაიზე ააწყობს. მე მინდა ხუთი მიზეზი იმისა თუ რატომ იქნება ეს გამართლებული, ნებისმიერი მწვრთვნელისათვის.

1. ტრადიცია

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აეწყოს გუნდი იანუზაის გარშემო

ბასბის ჩვილები და სერ ალექსის დიდებული ერა. ორივე მათგანი აგებული იყო ახალგაზრდების პროფესიონალიზმზე. რა თქმა უნდა ადნანი იმდენი ხანი არ არის გუნდში, რამდენიც ველბეკია, მაგრამ მან დიდი გავლენა იქონია "იუნაიტედის" ახალგაზრდებზე და შეუძლია იყოს ამ დიადი ტრადიციის შთამომავალი.

2. თამაშის ხარისხი

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აეწყოს გუნდი იანუზაის გარშემო

მოგეხსენებათ, რომ იანუზაი მართლაც საუცხოო მოთამაშეა. მისი მიმდინარე სეზონი ძალიან საიტერესოდ შეგვიძლია ჩავთვალოთ. მან სწორედ იმ დროს გაიბრწყინა, როდესაც გუნდს დახმარება სჭირდებოდა. დამეთანხმებით, რომ გუნდი უფრო ეფექტური ჩანს, როდესაც ახალგაზრდა ბელგიელი მოედანზეა. დევიდ მოიესს ხშირად ჰქონდა სიტუაციები, როდესაც იგი განწირული იყო წასაგებად, სწორედ აქ ჩანდა ის, რომ ადნანს გააჩნია იმაზე მეტი შესაძლებობები, ვიდრე მისი ასაკისთვის არის იდეალური. რატომღაც სეზონის მეორე ნახევარში მას უფრო იშვიათად ვხედავდით მწვანე მინდორზე, მაგრამ 19 წლის ბიჭუნა მართლაც რომ მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ მისი გუნდისთვის და უფრო წარმატებულ სეზონ(ებ)ს უწინასწარმეტყველებენ.

3. ტემპერამენტი

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აეწყოს გუნდი იანუზაის გარშემო

როგორც ჩანს, იანუზაი წნეხს კარგად უმკლავდება. უფრო კონკრეტულად, მოედანზე მისი ტემპერამენტი მართლაც რომ აღსანიშნავია. მან უეცრად შეაბიჯა "დიდ სცენა" და როგორც გამოჩნდა, სრულად არ აშინებს მას ამხელა პასუხისმგებლობა. სიმართლე ისაა, რომ უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი ოლდ ტრაფორდზე უხერხულად გრძნობენ თავს და ვერ ახდენენ თავიანთი ძალების დემონსტრირებას.
მან სამი ყვითელი ბარათი მიიღო სიმულაციისთვის და ყვითელ პრესას ახალი სალაპარაკო თემა გაუჩინა. იმისდა მიუხედავად, რომ მის მიმართ განუწყვეტლივ უხეშობდნენ 10 წლით უფროსი მცველები, ის მაინც სიმამაცით აგრძელებდა თამაშს.

4. ესთეტიკა

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აეწყოს გუნდი იანუზაის გარშემო

"იუნაიტედის" ფანები ყოველთვის დადებითად შეაფასებენ ახალგაზრდა ვინგერს. ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა პარალელი ჯორჯ ბესტთან, რაიან გიგზსთან და კრიშტიანო რონალდუსთან გაავლოს. იანუზაი მართლაც ესთეტიური ფეხბურთელია. მას უყვარს თამაშის თავის თავზე აღება და მცველების მოტყუება. სეზონში, რომელიც უმეტესად ჩაწოდებებზე კეთდებოდა აქცენტი, ბელგიელი შეუდარებელი იყო. გუნდი, რომელიც აეწყობა ამ უკანასკნელზე ნამვილად იქნება კარგი საყურებელი, რადგან თავად იანუზაი გახლავთ ამ სტილის ფეხბურთელი.

5. შესაფერისი ფეხბურთელები მის გარშემო

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აეწყოს გუნდი იანუზაის გარშემო

ყველაზე დიდი ძალა რაც ახლა "იუნაიტედს" გააჩნია, ეს შეტევის პოტენციალია. ხუან მატა, შინჯი კაგავა, უეინ რუნი, რობინ ვან პერსი, დევი უელბეჯი და ხავიერ ერნანდესი არიან ის ფეხბურთელები, რომლებთანაც იანუზაი მშვენიერ ურთიერთობას დაამყარებს (მოედანზე). ისინი აგრეთვე კარგად ჯდებიამ იმ სქემაში, რომელიც იანუზაის გარშემო თამაშს ითვალისწინებს. ასევე ადგილი მის პოზიციაზე თავისუფალი გახლავთ და მას შეუძლია გახდეს ის ფეხბურთელი, რომლისთვისაც წნეხი უბრალოდ აღარ იარსებებს.
როგორც მიმდნარე სეზონში დავინახეთ, "იუნაიტედს" მართლაც აქვს პრობლემები, თუმცა მოიესის გადადგომამ გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველი კვლავ დაუბრუნა. ვინც არ უნდა ჩაიბაროს გუნდი, უნდა შექმნას გარანტია, რომ გუნდის წამყვანი ფეხბურთელი სწორედ ადნან იანუზაი იქნება მომდევნო სეზონების განმავლობაში.

სტატია მომაზადა: პოლ ანსორი
თარგმნა: დაჩი ქიზიყურაშვული
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
28 აპრილი 2014 07:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაი ბიჭია მეიმედება.
0
№12
ავტორი: bugsy
28 აპრილი 2014 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
xo magaria mara dzaan adrea jer amistvis ro gundi amaze aewkos :|
0
№13
ავტორი: Macklemore
29 აპრილი 2014 00:05
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ამაზე გუნდის აწყობა ჩემი აზრით სისულელეა, მაგრამ თუ სწორად განვითარდება გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდება მალე!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top