გუშინ გაიმართა ამხანაგური დაპირისპირება შვედეთის ეროვნულ ნაკრებსა და ინგლისის ნაკრებებს შორის.ინგლისის ნაკრებში გამოძახებულნი იყვნენ "წითელი ეშმაკების" სამი ფეხბურთელი ეშლი იანგი,ტომ ქლევერლი და დენი უელბეკი.სამივე ფეხბურთელმა შეხვედრა პირველი წუთიდანვე დაიწყეს.ამ მატჩის დენი უელბეკმა მოახერხა თავის გამოჩენა,მაგრამ საბოლოოდ ინგლისის ნაკრები 4:2 დამარცხდა.
მატჩის 36' წუთზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდმა დენი უულბეკმა თავისი მე-5 გოლი გაიტანა ინგლისის ნაკრებში.მას გოლი ეშლი იანგმა გაატანინა,რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა ფლანგე და ჩაწოდების შემდეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა დენიმ.ამ გოლით უელბეკმა ანგარიში გაათანაბრა,ამის შემდეგ თავი სტივენ ქოლქერმა გამოიჩინა,მაგრამ სწორედ მეორე ტაიმში გაიფორმა ზლატან იბრაგიმოვიჩმა "პოკერი" და თავისი 4 გოლის წყალობით შვედეთს მოაგებინა.
61' წუთზე ინგლსისი ნაკრებმა ორი ცვილება განახორციელა.მოედნიდან გაიყვანეს ეშლი იანგი და ტომ ქლვერლი ხოლო მათ მაგიურად დანიელ სტარიჯი და ჯეკ უილშერი გამოვიდნენ მოედანზე.
გუშინდელი დღე ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულ ანხელო ენრიკესითვის.მიუხედავად იმისა,რომ ჩილეს ნაკრებმა სერბეთთან მარცხი განიცადა შეცვლაზე შემოსულმა ანხელო ერნიკესმა თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა თავის ეროვნულ ნაკრებში.
ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ დარენ ფლეტჩერმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე.საბოლოოდ შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა გამარჯვება.ხოლო რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ფეხბურთელს რობი ბრედის,მან ისევ ითამაშა ირლანდიის ეროვნული ნაკრების მაისურით.ნაკრებში გამოძახებული იყო ასევე ანდრეს ლინდერგაარდი,მაგრამ მას დანიის ეროვნულ ნაკრებში არ მოუწია თამაში თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.