თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2014, 08:52
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2353,
კომენტარები: 11
რაიანი მატჩის წინ
გიგზის მატჩისწინა პრესკონფერენცია.
რაიანი მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რაიან გიგზმა "ნორვიჩთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. უელსელმა გუნდში არსებულ ბოლო ინფორმაციებზე ისაუბრა.

შემართება

"მე ჩემს მოთამაშეებს ვუთხარი, რომ მათი მჯერა. მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა გულშემატკივრებმა იუნაიტედით იამაყონ. მოვუწოდე, რომ უნდა ეთამაშათ მაღალ დონეზე. ისინი ვარჯიშზე შესანიშნავნი იყვნენ და ნორვიჩის წინააღმდეგ სრულ მზადყოფნაში არიან."

"მე მოუთმენლად ველი ამ მატჩს. ვიცი, რომ გულშემატკივარი მხარს ბოლომდე დაგვიჭერს. გუნდი დღევანდელი მატჩისათვის მთელი კვირა კარგად მუშაობდა."


მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნვაზე

"მთელმა კვირამ გიჟურ რიტმში ჩაიარა. როდესაც ედმა მე შემომთავაზა სეზონის ბოლომდე იუნაიტედი გამეწვრთნა მე სიტყვის გარეშეც დავეთანხმე. მე ჩემი მთელი კარიერა ამ კლუბს შევალიე. მე ძალიან ვამაყობ, რომ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეზე დამნიშნეს, მაგრამ სიმართლე გითხრათ ვნერვიულობ. მე კონცენტრირება ჯერ-ჯერობით დღევანდელ მატჩზე მაქვს გადატანილი და თამაშის დაწყებას მოუთმენლად ველი."

"ცხადია, პირველ რიგში მე სერ ალექსის რჩევებს გავითვალისწინებ. მასთან დიდი ხანი ვმუშაობდი, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია და მასზე კარგი დამრიგებელი მე არსად მეგულება."

ნიკი ბატი და პოლ სქოულზი

"ნიკს დიდი გამცოდილება აქვს. იგი მწვრთნელად რეზერვისტთა გუნდში მუშაობდა. როდესაც მე დავურეკე და ვუთხარი, რომ გუნდის გაწვრთნაში უნდა დამხმარებოდა, იგი ძალიან გაოცდა. ნიკი ძალიან ბედნიერი იყო. ამის შემდეგ პოლსაც დავურეკე. ვიცი, თუ რას ნიშნავს იუნაიტედი მისთვის. ჩვენ გვსურს ყველაფერი გავაკეთოთ, რათა კლუბმა ძველი დიდება დაიბრუნოს. იმედია დარჩენილი მატჩების მოგებას და ევროტურნირებში მონაწილეობას შევძლებთ."

ფეხბურთელები


"ფეხბურთელები მატჩის დაწყებას მოუთმენლად ელიან, ისინი ბოლომდე მომზადებულნი არიან. როგორც ვთქვი ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა გულშემატკვირებს სიამოვნება მიანიჭონ. ჩვენ ამ სეზონში ჩავარდნები გვქონდა, მაგრამ ყველაფერს აღმოვფხვრით და დარჩენილ მატჩებშიც გავიმარჯვებთ."

Redevils.ru
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
გიგზი ვერ გაგაჩავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top