თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2014, 09:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2314,
კომენტარები: 13
"იუნაიტედი" კავანის არ ეშვება
შანსი გამოჩნდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დევიდ მოიესის გაშვების შემდეგ, კლუბს მიეცა შანსი ედინსონ კავანისთვის იბრძოლოს.

ამჟამად "წითელი ეშმაკები" ახალი მწვრთნელის ძებნაში არიან და სრულიად შესაძლებელია, რომ მათ სამი თვე მოუხდეთ ლოდინი, ვიდრე იპოვნიან. როგორც მაგალითად ლუი ვან გაალის შემთხვევაში.

მთელი ამ დროის განმავლობასი კი სულაც არ აპირებს "იუნაიტედი" გულხელდაკრეფილი ჯდომას. აღმასრულებელ დირექტორს, ედ ვუდვორდს სურს ისეთი ფეხბურთელების შეძენა, რომელზე უარს არც ერთი მწვრთნელი არ იტყვის.

ამგვარად "იუნაიტედმა" ფაქტიურად უკვე მოახერხა ლიუკ შოუს შეძენა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მცველია და რომლის საფასურიც 30 მლნ. ფუნტია.

The Guardian - ის მტკიცებით "იუნაიტედი" კავანისთვისაც იბრძოლებს. ვუდროვრდისთვის ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ხელმისაწვდომი იქნება 60 მლნ. ფუნტის სანაცვლოიდ.

გამოცემის თანახმად "იუნაიტედმა" კიდევ ერთ ფეხბურთელთან შეათანხმა ტრანსფერი, თუმცა მისი სახელი არ მჟღავნდება. "იუნაიტედის" სახელს აქტიურად უკავშირდება ცესკ ფაბრეგასი, ტონი კროოსი, მარკო როისი და ვილიამ კარვალიუ.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
24 აპრილი 2014 19:04
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
VaRdo,
მე გეუბნები რომ 100-120 მილიონის ირგვლივ დახარჯავენ, თუ დახარჯეს, ახალგაზრდებს პლიუს 3-4 გამოცდილი ფეხბურთელი უკვე 8 ახალი ფეხბურთელი გამოდის პირველ გუნდში და არ არის საკმარისი ცვლილება? კლევერლი და იანგი წავლენ გუნდიდან მაგათ გახსნას არავინ იძახის.
0
№12
ავტორი: love united
24 აპრილი 2014 19:47
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ნახევარი გუნდი შესაცვლელია და იმ პოზიციის ფეხბურთელის ყიდვა, რომელიც ასე თუ ისე ძლიერი გვყავს, თან ასეთ თანხად არასწორია. კი მევასება კავანი მაგრამ ძაან გაბერილი თანხაა.
0
№13
ავტორი: Manchester United 14
24 აპრილი 2014 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კავანის თუ იყიდიან პოგბა არ მინდა კავანიში ნანი და ვანპერსი ჩართონ როისი იყდონ ნანის მაგივრად როისი ვან პერსის მაგივრად კავანი ძან მაგარი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top