როგორც მოგეხსენებათ, რაიან გიგზი "იუნაიტედის" მთავარი მწრთვნელის დროებითი შემცვლელია, რადგანაც მოიესმა კლუბი დატოვა. მან სამშაბათს პირველი ვარჯიში ბატთან, ნევილთან და სქოულზთან ერთად ჩაატარა.
ამ სეზონში, ბატი "იუნაიტედის" 19 წალმდელ კლუბს წრთვნიდა და 21 წლამდელთა ტექნიკური მწრთვნელი იყო. სქოულზი კი მას ახალგაზრდების ჩემპიონთა ლიგაში დაეხმარა.
გიგზმა, ბატმა, ნევილმა და სქოულზმა ერთად საერთო ჯამში 2453 თამაში ჩაატარეს "იუნაიტედისთვის". ამასობაში კი გიგზს კიდევ შეუძლია თამაშის ჩატარება, რადგანაც ოფიციალურად ის კიდევ "იუნაიტედის" მოთამაშეა. ამიტომაც, გამორიცხული არ არის რომ რაიანი "ნორვიჩთან", "სანდერლენდთან", "ჰალ სიტისთან" და "საუთჰემპტონთან" ვიხილოთ.