"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული მცველი ალექს ბიუტნერი აცხადებს, რომ ნამდვილად არ ეგონა თუ ამხელა სათამაშო დრო ექნებოდა.
"მე იმაზე მეტი ვითამაშე ვიდრე მოველოდი. ამ გუნდის ახალწვეულებს შანსი ეძლევათ ძირითადში მოხვედრის, მუშაობა ასეთ საოცარ ფეხბურთელებთან, - ფანტასტიურია. ყოველ დღე ვგრძნობ, რომ უკეთ და უკეთ ვთამაშობ".
მიუხედავად ახალ გუნდში გადასვლისა, ალექს ბიუტნერი კვლავ თვალს ადევნებს ყოფილი გუნდის, "ვიტესის" თამაშს. იგი ახლა მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება.
"მე არ ვარ გაკვირვებული რადგან წინა წელს ყველამ დაინახა ამ ფეხბურთელების პროფესიონალიზმი. მე არ ვამბობ, რომ ჩემპიონები გახდებიან, მიუხედავად ამისა ბოლომდე იბრძოლებენ. მანჩესტერში ყოფნის დროს ვცდილობ მათ ყველა თამაშს ვუყურო ტელევიზორით"._განაცხადა ბიუტნერმა.