თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2014, 22:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2943,
კომენტარები: 16
უკომენტაროდ
"იუნაიტედი" მოიესის თაობაზე კომენტარს ერიდება.
უკომენტაროდ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა უარს ამბობს დევიდ მოიესის შესაძლო გაშვების შესახებ განცხადების გაკეთებაზე.

კვირას განცდილი მარცხის შემდგომ მალევე გამოჩნდა ჭორები იმის თაობაზე, რომ გლეიზერების ოჯახის მოთმინება უკვე ამოიწურა და ისინი უკვე აპირებენ მოიესის გაშვებას, რომელსაც მოსვლის დღიდანვე არ იწონებდნენ.

მაგალითად The Telegraph თავის სტატიაში, რომლის თარგმანის ავტორიც მარიამი გახლავთ ამტკიცებს, რომ მოიესის გაშვება შესაძლოა მომდევნო შეხვედრის გამართვამდე მოხდეს. მომდევნო შეხვედრა კი შაბათს გაიმართება "ნორვიჩის" წინააღმდეგ და გუნდს დროებით ამ მატჩში და სეზონში დარჩენილ ყველა შეხვედრაში რაიან გიგზი უხელმძღვანელებს. მოიესთან ერთად კლუბს მთელი თავისი სამწვრთნელო შტაბი დატოვებს.

ცნობილმა გამოცემამ BBC - მ გამოკითხვა ჩაატარა "იუნაიტედში" მოიესის შესაძლო წასვლის თაობაზე, მაგრამ კლუბის მესვეურები თავს იკავებენ პასუხის გაცემისგან. მოსალოდნელია, რომ ოფიციალურმა გაცნხადებამაც არ დააყოვნოს.

Sky Sports კი საერთოდ ამტკიცებს, რომ მოიესის განთავისუფლება უახლოეს 24 საათში მოხდება.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester United 14
21 აპრილი 2014 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
Ryan97,
მაგათაც არ ჯერათ შეიძლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№12
ავტორი: Gigs11
22 აპრილი 2014 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ვთქვათ მოვიდა კლოპი რამეს შეცვლის/? ამ სასტავით რამეს გააკეთებს ?კაით მოიკვანა ჰუმელსი როისი ვსო? ჰუმელსი დაიმტვრა ? აღარა დაცვა იგივე დაცვა არა? რომელსაც მოისი აყენებს ან როისი მოვა და წავიდა გოლები ვიგებტ ყველაპერს ამის იმედი გაქვთ ? მოიესმა მაინც იცის რა ხდება სინამდვილეში და რაგაცას მაინც გააკეთებს მაგრამ ფანების გამო არ დატოვებენ მოვა კლოპი და არაფერი რომ არ გამოუვიდეს რას შვებით მერე ხო მოითხოვთ ახალ მწვრთნელს. მოიყვანენ ახალ მწვრთნელს ისიც არ გაამართლებს და დავემსგავსებით რეალს ბარსელონას იმ გუნდებს რომელსაც დავცინოდით ხალხო გამოფხიზლდით :D მოეის დრო უნდა, რომ იყავით მიჩვეული მოგებებს უნდა დაიცადოთ 26 წელი იკო ფერგიუსონი. მეცინება რა თქვენ არ ხარტ მანჩესტერის ფანები მე ლივერპულის ფანების მშურს იმ ადამიანების რომლებიც ამ წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ და ეხლა არიან გახარებული და თქვენ 1 წლის გამო კაცი იმფაკტამდე მიიკვანეთ :) მანჩესტერის ფანი თუ ხარ უნდა დაუჭირო მხარი მაგრამ ..
0
№13
ავტორი: red devil
22 აპრილი 2014 09:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მოიესის გაშვებას რო ითხოვთ ვინ მოგყავთ? კლოპი თქვენი აზრით გადმოვა? რა გარანტია აქ რო რამდენიმე თამაშის ჩაგდების შემდეგ მის გაშვებასაც არ მოითხოვთ? სიმეონე გადმოვა თქვენი აზრით? არა რადგან ძალიან მაგარი სასტავი ყავს და არ მიატოვებს მაგ გუნდს. ვან გაალი? კაი ვთქვათ და გადმოვიდა, თქვენ იმედი გაქვთ რო ამ სასტავით რამეს იზავს? გავა 2-3 წელი და წასვლას მოინდომებს. მერე რას ვშვებით ვეძებოთ ახალი მწვრთნელი? მოიესი ტყუილად არ აურჩევია ბაბუს მე მჯერა მისი.
0
№14
ავტორი: RojoDiablo
22 აპრილი 2014 09:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
red devil,
Gigs11,
აქ მარტო შემადგენლობაზე არაა ლაპარაკი ბიჭებო. გუნდს თუ აკვირდებით არანაირი ტაქტიკა არ ააჩნია. მე ვერ ვხედავ ვერავითარ კომბინაციას. რაზეც ალბათ დავას არ დავიწყებთ, რომ მწვრთნელი აგებს პასუხს. მოვიდა კლოპი და რას იზამს? რას იზამს და გუნდს ათამაშებს მაინც. ამ სასტავითო რომ იძახით რა დორტმუნდს თავზე საყრელად ჰყავს ფეხბურთელები? იქ ძირითადის მეტი სკამი არ ვარგა. მაგრამ კაცი რაებს აკეთებს შეხედეთ. ესაა სწორედ უნდარი, რიომ შეგეზლოს მინიმუმით მაქსიმუმი გააკეთო. მოიესს ყველა უჭერდა მხარს, მაგრამ საბაბი უნდა გქონდეს მომავალშიც დაუჭირო. ამ მხარდაჭერას რა აზრი ექნება თუ შედეგი არ იქნება? მითხარით ერთი თქვენ მზად ხართ 3-4 წელი გაპარტახებული იუნაიტედი აიტანოთ? მე არა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: Manchester United 14
22 აპრილი 2014 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
წადი მოიეს ყველა მოისვენებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№16
ავტორი: RedGirl
22 აპრილი 2014 10:41
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
RojoDiablo,
რა ბოდიში :დ პირიქით :დ საჭირო იყო და გამოიყენე და როცა დაგჭირდება რა პრობლემაა.

ხო რაც შეეხება ამ სტატიას. რაც თავი მახსოვს ბოლო წამამდე იუნაიტედი განცხადებებს არ აკეთებს ხოლმე და იმედი მაქვს რომ ახლაც ასეა. წავიდეს მოიესი კაცო ისიც დაისვენებს და ჩვენც. დაიწყოს ისევ საშუალო გუნდის გაწრთვნა და მოვიდეს ჩემი კლოპი :დ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top