თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2012, 23:54
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 3244,
კომენტარები: 27
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა და "იუნაიტედის" მიზნები მის დროს
სრულიადში იხილეთ იმ ფეხბურთელთა სია რომლის გადმობირებასაც "იუნაიტედი" ზამთარში შეეცდება.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა და
1. ტომ ინსი

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა და "იუნაიტედის" მიზნები მის დროს


ამ მართლაც, რომ უნიჭიერესი ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერ კიდევ ზაფხულში დაინტერესდა. ტომ ინსმა ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებშიც მოასწრო თამაში. მიმდინარე სეზონში ტომმა უკვე მოასწრო ექვსჯერ გამოეჩინა თავისი თავი. სწორედ ასეთმა შედეგიანობამ მიიპყრო სერ ალექსის ყურადღება. თვითონ სერ ალექსი არ აკეთებს ჯერ-ჯერობით არანაირ კომენტარს და მხოლოდ ფეხბურთელზე დაკვირვებით შემოიფარგლება. ასევე დავამატებ იმასაც, რომ ტომი ინგლისელ მესად შერაცხეს. აქვე ვიდეო ტომ ინსზე.





2. უილფრედ ზაჰა


ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა და "იუნაიტედის" მიზნები მის დროს


"იუნაიტედის" ერთ-ერთი დაინტერესებაა ინგლისელი ამომავალი ვარსკვლავი უილფრედ ზაჰა. ზაჰა "კრისტალ პალასის" შემადგენლობაში თამაშობს და უკვე ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებშიც მოასწრო თამაში. გასულ წელს, როდესაც "იუნაიტედი" ინგლისის თასზე "კრისტალ პალასს" ხვდებოდა ზაჰამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სწორედ აქიდან დაიწყო სერ ალექსის ინტერესი ამ ფეხბურთელის მიმართ. შემდეგ ზაჰას შედეგიანობამ უფრო გააღვივა ეს ინტერესი და სერ ალექსი ამ ფეხბურთელის გადმობირებას ზამთარში შეეცდება.



3. ჯეიმს როდრიგესი


ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა და "იუნაიტედის" მიზნები მის დროს


"პორტუდან" ფალკაოსა და ჰალკის წასვლის შემდეგ ეს ფეხბურთელი გუნდის ლიდერი გახდა. ალბათ ყველას გემახსოვრებათ ბრწყინვალე გოლი, რომელიც ჯეიმსმა პსჟ-ს გაუტანა. სერ ალექსი დიდი ხანია რაც ამ ფეხბურთელით დაინტერესდა და მას ნანის შემცვლელად მოისაზრებენ. ჯეიმსა მიმდინარე სეზონშიც მოახერხა თავის 3 ჯერ გამოჩენა. ასევე მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა.



4. კრისტიან ერიქსენი


ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა და "იუნაიტედის" მიზნები მის დროს


დანიისა და "აიაქსის" ფეხბურთელი დიდი ხანია, რაც სერ ალექსის ინტერესის ქვეშ იმყოფება. გასულ წელს სერ ალექსს ეს ინტერესი უფრო გაუღვივდა, როცა ერიქსენმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა ეუროპის ლიგაზე "იუნაიტედის" წინააღმდეგ. "აიაქს" კი სურს, რომ კრისტიანმა კონტრაქტი გაახანგრძლივოს და გუნდში დარჩეს. თუმცა თავად კრისტიანს სურს ახალი გამოწვებები და დიდი ალბათობით ზამთარში ერიქსენი "ამსტერდამის აიაქსს" დატოვებს და კლასით უფრო მაღალ გუნდში გადაბარგდება.



5. უესლი სნეიდერი


ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა და "იუნაიტედის" მიზნები მის დროს


ამ ფეხბურთელით "იუნატედი" ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაინტერესდა, თუმცა მაშინ სნეიდერმა უარი განაცხადა გადმოსვლაზე. ამ თემაზე კვლავ არ წყდება ჭორები და შინჟი კაგავას ფიზიკური სისუსტის გამო სერ ალექსს სურს შეიძინოს ერთი ძლიერი და კარგი გამთამაშებელი. სნეიდერი კი ბრწყინვალე ვარიანტია. თავისი ფორმის პიკი სნეიდერს 2010 წელს ჰქონდა. თუ ეს ტრანსფერი შედგა მაშინ დიდი კითხვის ნიშანი დაისმება შინჟი კაგავას ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე.



რა თქმა უნდა არის სხვა დაინტერესებებიც თუმცა მთავარი დაინტერესება მაინც ზევით მოცემული ხუთი ფეხბურთელია.
სიახლეები, სტატიები
27 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
15 ნოემბერი 2012 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
იბრაჰიმოვიჩმა გადაუარა ინგლის საღოლ ბოლო მაგარი თსლ ბურთი გაიტანა ჰოჯსონი გასაგდებია ნაკრებიდან
0
№12
ავტორი: I_K_A
15 ნოემბერი 2012 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
Malboro463,
+1

როდრიგესიც მინდა მარა ერიქსენი მინდა რატომღაც მაგრად, მაგარი სწრაფია მარცხნივ ეგ დადგებოდა მარჯვნივ ვალენსია და რავი, დარტყმაც საკაიფო აქვს.
0
№13
ავტორი: UTD-Rule
15 ნოემბერი 2012 08:21
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მთავარია დაცვაში გავძლიერდეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№14
ავტორი: Giorgi Kuloshvili
15 ნოემბერი 2012 09:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
აუ როდრიგესი ვიყიდოთ რა
0
№15
ავტორი: Jubo
15 ნოემბერი 2012 11:13
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
სნეიდერი კიდე ცოცხალია? facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№16
ავტორი: Shako Jones
15 ნოემბერი 2012 12:07
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
კაროჩე სნეიდერის გარდა ნებისმიერი რა :)) ყველა ძაან მაგარი ტალანტია განსაკუთრებით ჯეიმს როდრიგეზი და ერიქსენი !!! ინსი ისეთი ჯადოქრის შვილიააა.... იქნებ ურჩიონ მანჩესტერი
0
№17
ავტორი: Zizou
15 ნოემბერი 2012 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
რა სნეიდერიო ჩემი :(
ფელაინი
0
№18
ავტორი: demetre losaberidze
15 ნოემბერი 2012 14:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 9
ტომ ინსის გარდა ყველა მაგარი შენაძენი იქნება
0
№19
ავტორი: Amanda Seyfried
15 ნოემბერი 2012 14:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
სნეიდერი არამგონია რაღაც
0
№20
ავტორი: love united
15 ნოემბერი 2012 17:44
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რავიცი მცველი და ვინგერი გვჭირდება ყველაზე მეტად...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top