თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2014, 12:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2955,
კომენტარები: 12
რას წერს სერ ალექსი
სერ ალექსის ავტობიოგრაფიის ნაწილი.
რას წერს სერ ალექსი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერ ვერ-გვერდზე გავრცელდა ნაწილი სერ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიიდან:

როი კინი ენერგიული იყო, ფლობდა ინსტინქტს და სტრატეგიულად აზროვნებდა. გასახდელში ის იყო მთავარი. მე არ მიხდებოდა ფიქრი მოტივაციის დონეზე, რომელიც გასახდელში უნდა გაჩენილიყო - ამაზე პასუხისმგებელი როი იყო. ყველა მენეჯერი მოხარულია ასეთი დახმარბით, რომელიც მოთამაშისგან მოდის.

მიუხედავად ამისა, 2005 წლის ნოემბერში როი კლუბიდან წავიდა და ჩვენი ურთიერთობაც გაფუჭდა. მისი წასვლით გამოწვეულ მოვლენებთან ახლოს ვიტრიალებ, მაგრამ ჯერ მინდა გესაუბროთ თუ რა როლი ჰქონდა მას იმ დროის "იუნაიტედში".

თუ როი კინი თვლიდა, რომ შენ 100%-ით არ იხარჯები, ამისთვის მოგხვდებოდა. ბევრს განუცდია საკუთარ თავზე ირლანდიელის გაცოფება, მაშინ როცა ისინი როის აზრით არასაკმარისად ირჯებოდნენ. მე არასდროს ვთვლიდი ამას ცუდ ხასიათად. მთელი ჩემი პერიოდის განმავლობაში, გუნდი ძლიერი პიროვნებების ირგვლივ შენდებოდა: ბრაიან რობსონი, სტივ ბრიუსი, ერიკ კანტონა - თითოეული მათგანი მეც და კლუბსაც საკუთარ სულისკვეთებას გვახვევდნენ.

იმ დროს, როცა მე ვთამაშობდი, მწვრთნელები იშვიათად მივარდებოდნენ ხოლმე ფეხბურთელებს თამაშის შემდეგ. როგორც წესი, თავად მოთამაშეები იშვერდნენ თითებს, შხაპის მიღების დროსაც კი. მაშინ იწყებოდა დადანაშაულებები და კომენტარები.

როცა მოთამაშე ვიყავი, ხშირად ვეჩხუბებოდი მცველებსა და მეკარეს. მათ გაშვებულ გოლში ვადანაშაულებდი. ვიცოდი, რომ თუ შეტევაში ცუდად ვიმოქმედებდი, ყველა იმ მოთამაშისგან მომხვდებოდა, რომელსაც ადრე მე "ვურტყამდი". თუ კი შენიშვნის მიცემის არ გეშინია, მზად იყავი საპასუხო ლექციისთვისაც. ახლა კი მწვრთნელები საფინალო სასტვენის შემდეგვე აკეთებენ კომენტარს თამაშის შესახებ. თუ კი რამის მიტანა გსურს მოთამაშეებამდე, ამისთვის სპეციალური დრო არსებობს: 10-15 წუთი მატჩის შემდგომ.

დრამასა და კამათს როისთან ვერ ასცდებოდი. როი და რუუდ ვან ნისტელროი ხშირად აწყობდნენ კამათს და მათი გაშველება გვიხდებოდა. რუუდს გამბედაობა მაინც ჰყოფნიდა, რომ როისთვის ეთქვა:"ბევრი ამასაც კი ვერ გააკეთებდა". მას შეშინების ნიჭი ჰქონდა. კინის ფეთქებადი ხასიათი მას საშიშ ადამიანად აქცევდა: თუ ხასიათზე არ იყო, ფრთხილად! სილურჯეებს ვერ ასცდები.

მე ვთვლი (და კარლუშ კეირუშიც მეთანხმება), რომ როი ასე მას შემდეგ იქცეოდა, რაც მიხვდა, რომ წლებს თავისი მიაქვს. ამაში დარწმუნებულები ვართ. გვესმოდა რა, რომ ძალები ტოვებდა როის, ჩვენ ვცდილობდით სხვა დავალებები მიგვეცა მისთვის მოედანზე, რითად მისი და გუნდის დახმარება გვსურდა.

მას აღარ უნდა ერბინა მთელი მოედნის ირგვლივ და შეტევაშიც აღარ უნდა ჩასულიყო. ყოველთვის, როცა თანაგუნდელი მიიღებდა ბურთს, როის მაშინვე მისი გამორთმევა სურდა და თვითონ დაუფლება. ეს საქებარი ხასიათია. "იუნაიტედის" რელიგია ისაა, რომ ყოველთვის, როცა ვინმე ბურთს მიიღებდა, მთელი გუნდი მის მხარდასაჭერად წინ გარბოდა. როის ასაკი ნიშნავდა, რომ ეს ვალდებულებები მას მოეხსნა, მაგრამ იგი ამას ვერ შეეგუა.

ვფიქრობ, გონებაში იღებდა კიდეც იმას, რასაც ვეუბნებოდით, მაგრამ ამას არ აღიარებდა. როი მრავალი წადილის კაცი იყო. წასვლამდე ერთი სეზონით ადრე გამოჩნდა, რომ მან დანებება დაიწყო. როი ვეღარ ასწრებდა დაცვაში ჩამოსვლას. ის სხვა მოთამაშე გახდა, რაც კარგად აიხსნება მის მიერ გადატანილი უამრავი ოპერაციით. მის წელზე წლების ბრძოლის კვალი იყო და ამას უბრალოდ არ შეეძლო ადრე თუ გვიან თავი არ ეჩინა.

თამაშებში როი უძლეველი იყო, მაგრამ 30 წლის ასაკში ყველაფერი იცვლება და გიჭირს იმის გაგება, თუ რა შეიცვალა, რას აკეთებ არასწორად. ბუნებას ვერ შეედავები. რაღაც მომენტში მივხვდით, რომ როი სხვა ფეხბურთელად გადაიქცა.

ჩვენ მას ნახევარდაცვის ცენტრში დარჩენა ვთხოვეთ. იქიდან თამაშის მართვა შეეძლებოდა. ვფიქრობ ყველაფერი ესმოდა, მაგრამ სიამაყე არ აძლევდა იმის აღიარების უფლებას, რომ ყველაფერი უნდა შეცვლილიყო.

სწორედ მისი სიამაყე იყო ის ძირითადი მიზეზი კონფლიქტისა, რომელიც მისი "სელტიკში" გადასვლის შემდეგ გაჩნდა. ის თავს პიტერ პენად მიიჩნევდა. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ზღაპარია. რაიან გიგსი ყველაზე ახლოს მივიდა მითიურ უასაკო არსებასთან, მაგრამ მას ტრავმები არ აწუხებდა. როის კი აწუხებდა. უმეტესწილად მისი ფიზიკური ფორმის დაკარგვა ბარძაყის ტრავმის ბრალია.

პირველი სერიოზული დაპირისპირება ჩვენს შორის 2005 წლის წინასასეზონო მზადებაზე მოხდა. მაშინ სავარჯიშოდ პორტუგალიაში გავემგზავრეთ. მგზავრობა მოიფიქრა და ორგანიზება გაუწია კარლუშ კეირუშმა და მისი დახმარებით ვალე-დო-ლობოში დავბანაკდით, რომელიც იდეალურად შეგვეფერებოდა. არამიწიერი სილამაზე, სავარჯიშო დარბაზი და პატარა სახლები - ყველაფერი იდეალური იყო.

პორტუგალიაში ჩავედი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში დავისვენე. კლუბში მომუშავეები და ფეხბურთელები ვილებში განათავსეს. სამწუხაროდ ჩემი ჩამოსვლა ცუდი ამბებით მიიღეს:კარლუშს უკვე აღარ შეეძლო როის ატანა.

ვიკითხე თუ რა ხდებოდა. კარლუშმა ამიხსნა, რომ როიმ უარი განაცხადა ვილებში ცხოვრებაზე, რადგან მათში არსებული საცხოვრებელი დონე დასაშვებზე დაბალი მიაჩნდა. კარლუშმა მითხრა, რომ პირველ სახლზე იმიტომ თქვა უარი როიმ, რომ მასში კონდიცირება არ იყო. მეორე სახლთან მიმართებაშიც იგივე. მესამე სახლი კი ჩემი აზრით დიდებული იყო. როიმ კი უარი განაცხადა. ის მოითხოვდა, რომ მისთვის სხვა სოფელში - კვინტო-დო-ლაგოში მიეცათ ცხოვრების უფლება, სადაც მისი ოჯახი ისვენებდა.

პირველ ღამეს სასტუმროს ეზოში ბარბექიუ მოვაწყვეთ. ყველაფერი მშვენივრად იყო. როი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ რაღაცის გარკვევა სურდა.

"როი, ახლა არა. ხვალ დილით გავარკვიოთ" - ვუთხარი მას.

ვარჯიშის შემდეგ კი ცალკე გავიყვანე. "რა მოხდა, როი? სახლები ვნახე და მწყობრშია."

როი აფეთქდა და პრეტენზიების გრძელი სია მაჩვენა, რომელშიც კონდიცირების პრობლემაც იყო ნახსენები. შემდეგ კი კარლუშზე გადავიდა:"აქ რატომ ვაწყობთ შეკრებებს" და ა.შ. მთელი კრიტიკა. ამ დღიდან ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა გაფუჭდა. ტურის დროს ვამჩნევდი, რომ მარტო ყოფნა ერჩია. იმედგაცრუებული ვიყავი. კარლუში მთელი ძალებით ცდილობდა, რომ ეს მგზავრობა მოეწყო.

პორტუგალიიდან დაბრუნების შემდეგ როი ოფისში მოვიხმე. მინდოდა კარლუშის მისამართით მისგან ბოდიში მომესმინა. ის გაუტეხელი აღმოჩნდა.

საუბრის შემდეგ როიმ განმიცხადა:"თქვენ შეიცვალეთ"

მე ვუპასუხე:"რა თქმა უნდა შევიცვალე, რადგან დღეს, სულაც არაა გუშინ. დღეს სამყარო უკვე სხვანაირია. ჩვენი ფეხბურთელები 20 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. ამბობ, რომ მე შევიცვალე? იმედი მაქვს. ცვლილებების გარეშე ვერ გავუმკლავდებოდი.

ის მპასუხობს:"თქვენ სხვა ადამიანი ხართ"

სერიოზული კამათი წარმოიშვა. ნამდვილი სკანდალი. გავაფრთხილე, რომ ასეთი ქმედება დაუშვებელი იყო. "შენ კაპიტანი ხარ. საკუთარ თავზე არ იღებ პასუხისმგებლობას. შენთვის არ დაგვიძალებია ქოხში ცხოვრება, შენ მშვენიერი სახლი შემოგთავაზეს."

ცუდი გრძნობა არ მტოვებდა. აქ ნამდვილად შევწყვიტეთ დალაგებული ურთიერთობა. შემდეგ იყო კლუბის ტელეარხთან ინტერვიუში მომხდარი ინციდენტი, როცა როიმ ახალგაზრდები დაადანაშაულა არაკომპეტენტურობაში. ჩვენი ინტერვიუები რიგის მიხედვით იყო, ყველას თავისი რიგი ჰქონდა. მაშინ გარი ნევილის ჯერი იყო. ორშაბათი იყო. როცა პრეს-მდივანმა მითხრა, რომ როი და გარი ერთად აძლევდნენ ინტერვიუს, ამას დიდი ყურადღება არ მივაქციე.

როგორც მოგვიანებით გავიგე, იმ დღეს როის გადაუწყვეტია ამხანაგების განსჯა და ისინი ცუდ თამაშში დაუდანაშაულებია. სახლში ყოფნისას დამირეკეს და მირჩიეს ინტერვიუზე მეყურებინა.

ინტერვიუში როიმ კირან რიჩარდსონს "ზარმაცი მცველი" უწოდა, გაუკვირდა თუ "რატომ ამყარებენ დიდ იმედებს შოტლანდიაში დარენ ფლეთჩერზე" და განსაჯა რიო ფერდინანდი:"თუ შენ 1000 ფუნტს გიხდიან "ტოტენჰემთან" ჩატარებული 20 წუთის გამო, სულაც არ ნიშნავს, რომ სუპერვარსკვლავი ხარ"

კლუბის პრეს-სამსახური მაშინვე დევიდ გილს დაუკვაშირდა. უნდა გადამეწყვიტა თუ რა მექნა ჩანაწერთან დაკავშირებით. ვითხოვე ვიდეოს ჩემს ოფისში მოტანა.

ჩანაწერის ნახვის შემდეგ შოკირებული ვიყავი. უბრალოდ დაუჯერებელია. არავინ დაინდო: დარენ ფლეთჩერი, ალან სმიტი, ვან დერ სარი - როი ყველას გადასწვდა.

იმ კვირაში თამაშები აღარ იყო და დუბაიში ჩვენ საფეხბურთო სკოლას უნდა ვწვეოდი. დილით გარი ნევილი დამიკავშირდა და გასახდელში შესვლა მთხოვა. მე ჩავედი და როისგან მობოდიშებას ველოდი. სკამზე დავჯექი. გარიმ განმიცხადა, რომ ვარჯიშებით უკმაყოფილონი არიან. ყურებს არ ვუჯერებდი. "რა-რა?" - ვკითხე. როი გავლენიანი პირი იყო გასახდელში და მან მდგომარეობა გამოიყენა, რომ სიტუაცია თავის სასრგებლოდ შემოეტრიალებინა. "დიახ, კარლუშ კეირუში შესანიშნავი მწვრთნელია. დიახ, ხშირად იმეორებს ერთსა და იმავე დავალებას, მაგრამ სწორედ ასე ხდებიან ფეხბურთელები დიდებულები - განმეორების გზით"

გავცხარდი. ყველაფერი ვუთხარი, რასაც მათზე ვფიქრობდი. მოგვიანებით ჩემთან როი შემოვიდა. ვუთხარი, რომ უნდა რცხვენოდეს ასეთი საშინელი ინტერვიუს გამო. მან მითხრა, რომ ვიდეო ფეხბურთელებისთვის მეჩვენებინა და მათ გადაეწყვიტათ, გავუშვა თუ არა ეთერში. დავეთანხმე და მთელი გუნდი ჩემთან შემოვიდა. დევიდ გილი შენობაში იყო, მაგრამ უარი თქვა ჩემს ოფისში პატარა სანახაობაზე. გადაწყვიტა თავად მე მომეგვარებინა ყველაფერი. მაყურებლებს შორის კარლუში და თანამშრომლები იყვნენ.

ამის შემდეგ როიმ იკითხა, სურს თუ არა ვინმეს ვიდეოს კომენტირება? ედვინ ვან დერ საარმა თქვა, რომ დიახ, არსებობენ ასეთებიც. მან აუხსნა როის, რომ არავითარი უფლება არ ჰქონდა ამხანაგების განსჯისა. მაშინ როი ედვინს მივარდა."საერთოდ რამე თუ იცი "მანჩესტერ იუნაიტედზე"? ვან ნისტელროიმ კი მხარი ვან დერ საარს დაუჭირა. მაშინ როი მასზე გადაერთო. შემდეგ კარლუშზე. მაგრამ ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოიტოვა, სპეციალურად ჩემთვის.

"შენ საკუთარი ცხოვრება კლუბის ცხოვრებაში აურიე, ყველაფერი კი მაგნერით დაიწყო" (ჯონ მაგნერი - ირლანდიელი ბიზნესმენი და ინვესტორი, რომელიც კლუბის აქციების დიდ რაოდენობას ფლობდა. ფერგიუსონის ახლო მეგობარი.) - დაიწყო მან. ამ დროს მრავალმა მოთამაშემ გამომექომაგა. სკოულზი, ვან ნისტელროი და ფორჩუნიც მათ შორის იყვნენ.

როი კინი არაფერში იყო ისე ძლიერი, როგორც ლაპარაკში. მას ყველაზე მახვილი ენა აქვს მთელს მსოფლიოში. მას შეუძლია ყველაზე თავდაჯერებული ადამიანიც კი გატეხოს რამდენიმე წამში, ასეთი ენა აქვს მას. მასთან კამათის დროს როგორღაც შევამჩნიე, რომ მისი თვალები პატარავდებოდნენ სიბოროტისგან.

მას შემდეგ რაც როიმ ოფისი დატოვა, გაბრაზებული ვიყავი. კარლუშმა ეს შეამჩნია. გამოტყდა, რომ ჯერ არასოდეს ენახა მსგავსი რამ. მან მომხდარს უწოდა "ყველაზე ცუდი სანახაობა პროფესიონალური საფეხბურთო კლუბის ცხოვრებაში". "უკვე დროა წავიდეს, კარლუშ" - ვუთხარი მე. "100%-იანია, მოიშორე იგი" - იყო პასუხი.

გავფრინდი და შემდეგ ოთხშაბათამდე მიუწვდომელი ვიყავი. დუბაიდან დევიდ გილს დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ როი უნდა გავიყვანოთ გასაყიდად. სიტუაციის განხილვის შემდეგ იგი დამთანხმდა, რომ სხვა გამოსავალი არ იყო. მან მითხრა, რომ გლეიზერებთან დაკავშირება იქნებოდა საჭირო. ამერიკელები დაეთანხმნენ ჩვენს გადაწყვეტილებას. დევიდ გილმა პირობა მისცა კინს, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე გადაუხდიდა ხელფასს და გამოსამშვიდობებელ მატჩსაც მოუწყობდა. მეც დავეთანხმე. ვერავინ იტყვის, რომ როის უსამართლოდ მოვექეცით.

დაბრუნებისას გავიგე, რომ გლეიზერები პარასკევს მეწვევიან და რომ დევიდ გილმა მაიკლ კენედისთან მოაწყო შეხვედრა (როი კინის "აგენტი", სინამდვილეში ადვოკატი - პირდაპირი თარგმანი). ჩვენ მაიკლი და როი მოვიხმეთ და არსებული სიტუაცია აღვუწერეთ.

მოგვიანებით როიმ განაცხადა, რომ ის იმედგაცრუებული იყო იმ ფაქტით, რომ ის "იუნაიტედიდან" არ გავაგდე. მე ხომ მასთან მოვრჩი. არ მჭირდებოდა კიდევ ერთი ომი, მე მასთან საერთოდ აღარ მსურდა საქმის დაჭერა.

სავარჯიშო მოედანზე ჩავედი და ყველაფერი მოთამაშეებს ვუთხარი. მათ სახეზე შოკი იკითხებოდა.

ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო ეტაპი იყო მაშინ როცა კრიზისში იყო კლუბი, როცა სწრაფი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო ფაქტებზე დაყრდნობით. არსებული მდგომარეობიდან გამოსვლა იყო ნათელი, როგორც დღე, როცა ნებისმიერი სისუსტის გამოჩენა და თავდაუჯერებლობა ახალ პრობლემას წარმოშობდა: გასახდელში როი კიდევ უფრო მეტად დასჯიდა მოთამაშეებს, უფრო დაარწმუნებდა მათ საკუთარ სიმართლეში. ასე არ შეიძლება. მისი ქმედებები დაუშვებელი იყო.

ჩვენ მდიდარი ისტორია გვქონდა. ყველაზე მეტად მახსენდება 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, როცა როი სახლში მიკ მაკკარტისთან ჩხუბის შემდეგ დაბრუნდა.

ჩემი 60 წლისთავზე ჩემმა ძმამ, მარტინმა აღსანიშნავად წამიყვანა. ვახშმის დროს ტელეფონი მე არ მქონდა, მაგრამ მარტინს ჰქონდა. რამდენიმე ხანში დაურეკეს. მაიკლ კენედი რეკავდა - ჩანდა ჩემთან დარეკვა სურდა. მითხრა, რომ საიპანში სკანდალი მოხდა. "დაელაპარაკეთ. თუ კიდევ ვინმეს მოუსმენს, ეს თქვენ ხართ" გაურკვევლობაში ვიყავი. ვერ წარმომედგინა რას შეეძლო მაიკლის აფორიაქება. მან როისა და მიკ მაკკარტის კამათის შესახებ მომითხრო. მან როის ტელეფონის ნომერი მომცა, მაგრამ მე ვერ დავურეკავდი, ასე, რომ შევთავაზე თავად როის დაერეკა ჩემთვის.

როგორც კი მისი ხმა გავიგე, მაშინვე ვკითხე თუ რაზე ფიქრობდა. როი გაცოფებული იყო მაკკარტიზე. ვუთხარი: "დამშვიდდი. მომისმინე, ასე ვერ მოექცევი საკუთარ შვილებს. ოჯახზე იფიქრე. შედეგი საშინელი იქნება. დაივიწყე ჩემპიონატის ფინალი - მთელი წელი შენზე ილაპარაკაბენ"

იცოდა, რომ მართალი ვიყავი. ვათქმევინე, რომ ერთი ერთზე დალაპარაკებოდა მაკკარტის და დაპირებოდა, რომ ითამაშებდა. როი დამთანხმა, მაგრამ როცა იგი დაბრუნდა, მიკი უკვე აძლევდა ინტერვიუს, რომელშიც ხაზი გაუსვა, რომ უკან დასახევი გზა არ არსებობს. როისთვის ყველაფერი დაკარგული იყო.

მე ვიცავდი როის როგორც შემეძლო, რადგან ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი იყო და ჩვენში გარკვეული სტანდარტები არსებობდა. ცუდ ბაზაზე ვარჯიში, სპეციალური ფორმის გარეშე - საკმარისი მიზეზია უკმაყოფილებისათვის და ვინ უნდა განაცხადოს პრეტენზია, თუ არა მან - კაპიტანმა? პრობლემა ისაა, რომ მან ძალიან შორს შეტოპა.

კორეაში არსებული პირობები საუკეთესო ნამდვილად არ იყო, მაგრამ კინის რისხვას საზღვარი არ ჰქონდა და დასაშვებზე შორს იყო.

მე ყოველთვის ვიცავდი ჩემს ბიჭებს და როიც არ იყო გამონაკლისი. ეს ჩემი სამუშაოა. ამ მიზეზით არ მოვიხდი ბოდიშს, იმაზე, რომ ვამართლებდი ყველას, თუნდაც დამნაშავე ყოფილიყო. იყო ისეც, რომ ვფიქრობდი: "ღმერთო, რაზე ფიქრობდი?" კეიტი ბევრჯერ აფასებდა ჩემი სამუშაოს ამ ასპექტს. მე ხომ უბრალოდ არ შემიძლია ჩემებს მხარი არ დავუჭირო. უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, რომელიც სახალხო უკმაყოფილებას არ გამოიწვევდა. მიხდებოდა დაჯარიმება და დასჯაც, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენში რჩებოდა და გასახდელის კედლებს არ სციდლებოდა. ნამდვილად ვიცი, რომ არასოდეს დამირღვევია ერთი პრინციპი: ყოველთვის დაიცავი. არა, არ დაიცვა, უკეთესია განსჯის მხარეს განარიდო.


თანამედროვე ფეხბურთში ფეხბურთელებსაც ისევე დიდი გავლენა აქვთ, როგორც მწვრთნელებს. ჩემს ახალგაზრდობაში არ შეიძლებოდა მწვრთნელის მისამართით ცუდის თქმა, თუნდაც ხუმრობით. ფეხბურთელების მწვრთნელების სიკვდილამდე ეშინოდათ. დროთა განმავლობაში დიდებასთან ერთად მოთამაშეებმა გავლენაც მოიპოვეს, რომლის გამოყენებასაც არ ერიდებოდნენ მწვრთნელების წინააღმდეგ. ჯამში კი ფეხბურთელი იღებდა როგორც პუბლიკის, ასევე თავად კლუბის მხარდაჭერასაც. ფეხბურთელი ყოველთვის იწუწუნებს, სანამ მსმენელი ეყოლება. მწვრთნელი კი - არასოდეს. მწვრთნელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.

ვფიქრობ, როი აცნობიერებდა, რომ სულ უფრო ახლოსაა კარიერის დასასრული და ამიტომაც თავი მწვრთნელად მოჰქონდა. მან საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომელიც მწვრთნელს ეკისრება, თუმცაღა მწვრთნელი არასოდეს გააკრიტიკებს თავის მოთამაშეს ტელევიზიით.

როის შეჩერებით, ჩვენ იგი პატივისცემის დაკარგვისგან ვიხსენით. ჩემს ოფისში მომხდარმა ფაქტმა წადილი გააღვივა და უკან დასახევი გზა არ არსებობდა.

რასაც ვერ მოვითმენ, ეს კონტროლის დაკარგვაა. კონტროლი ყოველთვის ჩემი მშველელი იყო. კინთან მომხდარი ფაქტი დევიდ ბექჰემს მახსნებს: როგორც კი სცადა კლუბის მართვა, მივხვდი, რომ მისი საქმე წასულია. მოთამაშეებს ძლიერი, მკაცრი მწვრთნელები მოსწონთ.

მოთამაშეებს ძლიერი მწვრთნელი სურთ. ამაში ჯილდოს ელემენტი არსებობს. მოთამაშე ყოველთვის ფიქროს: 1. გაგვხდის კი ჩემპიონებს? 2. შექმნის კი იგი ჩემგან საუკეთესო ფეხბურთელს. 3. ერთგული იქნება თუ არა ის? ეს ყველაფერი ერთობ მნიშვნელოვანია მოთამაშისთვის. თუ სამივე კითხვაზე პასუხია "დიახ", ფეხბურთელები ყველაფერს მოითმენენ. თამაშების შემდეგ სასტიკი ქმედებებიც მქონია და მათით ნამდვილად არ ვამაყობ. სახლში ვბრუნდებოდი იმის შიშით, თუ რა იქნებოდა მომავალში. იქნებ ბიჭებმა ჩემთან საუბარი შეწყვიტონ. შესაძლოა განაწყენებულნი იყვნენ, ან ზურგს უკან ისაუბრონ. სულაც არა:ორშაბათს ისინი უფრო მეტად იქნებიან დაშინებულნი, ვიდრე მე. მათ გაბრაზებული მნახეს და ყველაფრისთვის მზად იქნებოდნენ, რომ ჩემს სახეზე ასეთი სანახაობა არ ენახათ.

როი - ჭკვიანი ბიჭია. ის საინტერესო წიგნებს კითხულობდა. მასთან საუბარი საინტერესოა და კარგ ხასიათზე ყოფნისას ის სულის კომპანიონიც შეიძლება იყოს. ხანდახან ჩემთან ფიზ-მომზადების მწვრთნელი შემოდიოდა მეკითხებოდა თუ როგორ ხასიათზე იყო როი. ამაზე იყო დამოკიდებული გასახდელის მთელი ატმოსფერო. ასე ახდენდა გავლენას კინი მთელ ჩვენს საფეხბურთო ცხოვრებაზე.

როი სავსე იყო წინაღობებით. ცვალებადი ხასიათი ნიშნავდა, რომ ერთ დროს იგი ანგელოზიც იყო, მეორე წუთს კი - მკვლელი. მეორე პიროვნებაზე გადასვლა უცებ ხდებოდა.

კინის წასვლა შესაძლოა კარგიც კი იყო კლუბისთვის. ბევრს მისი ეშინოდა და კაპიტნის წასვლამ ისინი ჩრდილიდან გამოიყვანა და საშუალება მისცა ეჩვენებინათ, თუ რა შეეძლოთ. ჯონ ო'ში და დარენ ფლეთჩერი ასეთი მოთამაშეები იყვნენ. 2005 წლის ნოემბერში ჩვენ პარიზში ვეთამაშებოდით "ლილს" და ბევრს მოთამაშეს ტრიბუნებიდან უსტვენდნენ. ყველაფერი - იმ ინტერვიუს შედეგი იყო. ფლეთჩერი და ო'ში ყველაზე მეტად დაისაჯნენ.

გასახდელში უფრო მეტი სიმშვიდე გაჩნდა. მოთამაშეთა სახეზე სიმსუბუქე იგრძნობოდა. აღარ იყო საჭირო საკუთარი თავის მისამართით კრიტიკის მოესმენა. კინის გავლენა უკვე არ არსებულამდე დაეცა და მისი წასვლა ძლიერ არ დაეტყო კლუბს. ადრე რომ წასულიყო უფრო რთული იქნებოდა. "სელტიკისა" და "რეინჯერსის" მატჩამდე კარლუშს ვუთხარი: "დღეს კინი გაიბრწყინებს".

როიმ თამაშში შესვლა ვერ მოახერხა. პასიური იყო. მოედანზე არ არსებობდა მკაცრი და მომთხოვნი კინი. მას მოსწონდა "სელტიკ პარკი". ჩემთან საუბარში იგი იკვეხნიდა კლუბის ინფრასტრუქტურით. ჩვენს შორის ომი ჩაცხრა. 2 თვის შემდეგ ჩემს ოფისში კარლუშთან ერთად კლუბის საქმეებს განვიხილავდი. უცებ კლუბის თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ როი მოვიდა. არც კი ვიცოდი რა მეფიქრა.

"მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემი ქცევების გამო" - თქვა როიმ. შემდეგ აღწერა, თუ რა კარგად გრძნობდა თავს "სელტიკში" და როგორ მიიწევდა წინ მისი სამუშაო. მაგრამ იმ მატჩის შემდეგ ვიცოდი, რომ დიდხანს არ გაჩერდებოდა იქ.

ყველაფერი იცვლებოდა, მაგრამ როი ამას ვერ აცნობიერებდა. "მანჩესტერ იუნაიტედს" ერთი განსაკუთრებულობა აქვს: ყოველთვის შეგვიძლია ახალი მოთამაშეებიის გამოყვანა, ახალი ვარსკვლავური სახელები და როის წასვლისას უკვე გვქონდა სათადარიგო ვარიანტები: ფლეთჩერი უფრო გამოცდილი ხდებოდა, კლუბში პარკ ჯი სუნგი მოვიდა, თამაში დაიწყო ჯონი ევანსმაც.

ხშირად ხდება ისე, რომ ძირითადის ფეხბურთელები ვერ ამჩნევენ კლუბის განახლებას. ისინი საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ. გიგსი, სკოულზი და ნევილი გამონაკლისები იყვნენ. რიო და ვეს ბრაუნიც. დანარჩენები უბრალოდ ვერ ხედავდნენ. მათ იციან, რომ მათი დავალება - თამაშია. მაგრამ მე უფრო მასშტაბური ცვილელებებიც ვნახე. ეს პერიოდი არ იყო მდიდარი ტიტულებით. როცა დიდი ცვლილებებს ახდენ, უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ მათ დიდი დრო სჭირდებათ და თასებიც მოიცდის.

არ შემეძლო იმედი მქონოდა, რომ სამ-ოთხ წელიწადს მომცემდნენ ასეთი ცვლილებებისთვის, რადგან ეს "მანჩესტერ იუნაიტედია", აქ ასეთ დროს არავის აძლევდნენ. უნდა მებრძოლა და არ შემშინებოდა: შემადგენლობაში ახალგაზრდები უნდა ჩამერთო, გამოუცდელი მოთამაშეები უნდა გამომეცადა. ამის არასოდეს მეშინოდა. ეს ჩემი მოვალეობა კი არა, საქმის ნაწილი იყო. მე მიყვარდა ჩემი სამუშაო. მე მასში ვეფლობოდი. მე ასევე "სენტ-მირენსა" და "აბერდინში" ვმუშაობდი. როცა მსგავსი პრობლემები წარმოიშობოდა, ჩვენ ახალგაზრდებს ვენდობოდით.

რაც შეეხება ახალწვეულებს, აქ კარლუში უპირატესობას ანდერსონს ანიჭებდა. ერთხელ დევიდ გილი "სპორტინგში" ჩავიდა, რათა ნანი ეყიდა, შემდეგ კი "პორტუშიც" შეიარა და ანდერსონი შეისყიდა. ეს იაფი დაგვიჯდა, მაგრამ ყველას გავაგებინეთ, რომ ეს იყო "იუნაიტედის" სული - ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით ახალგაზრდა საჩუქრებს. კარგი დაცვის ხაზი გვყავდა ფერდინანდის, ვიდიჩისა და ევრას სახით. დაცვაში საიმედონი ვიყავით. შეტევაში კი უეინ რუნი იზრდებოდა. ტრავმების გამო კლუბი ლუის საჰამ დატოვა. გარკვეული დრო დაჰყო ჩვენთან ჰენრიკ ლარსონმა, რომელმაც ყველას გაოცება მოახერხა.

გარკვეული დროის შემდეგ როიმ თავისი კბენანი განაახლა. გაზეთში განცხადება ვნახე, რომელშიც იგი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ყველა კავშირს უარყოფდა. ის ამტკიცებდა, რომ ჩვენ იგი დავივიწყეთ. როგორ შეიძლება იმის დავიწყება, რაც როიმ კლუბისთვის გააკეთა? პრესა მას თითქმის მწვრთნელად მიიჩნევდა მისი გავლენისა და გამარჯვების წყურვილის გამო. მეკითხებოდნენ კიდეც, იქნება თუ არა როი მწვრთნელი. მისი სამწვრთნელო კარიერის განვითარებიდან ვასკვნით, რომ მისი სტილი ძლიერაა დამოიდებული კლუბის მდგომაროებაზე. კინს მოთამაშეების შესყიდვა სურდა: ვერ ითმენდა ვიდრე კლუბს თავისებურად არ ააშენებდა.

2011/12 წლების სეზონში კრიტიკის ახალი ზღვა მივიღე ჩვენი ყოფილი კაპიტნისგან. მაშინ როიმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გადაუარა, მას შემდეგ, რაც "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაზელმა" ჩატოვა. ჩემს პასუხში მას "სატელევიზიო კრიტიკოსი" ვუწოდე. თუ კინს დააკვირდებით "სანდერლენდისა" და " იპსვიჩის" საჭესთან, შეამჩნევდით თუ როგორ უთეთრდებოდა წვერი და უშავდებოდა თვალები. ვიღაც აღფრთოვანებული იყო კინის კრიტიკით. ისინი ფიქრობდნენ: როგორც იქნა, ვიღაცას არ ეშინია სერ ალექსის განსჯა. როგორც კი კინმა ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, მივხვდი, რომ ძირითადად "იუნაიტედს" მიაქცევდა ყურადღებას.

რაც შეეხება ახალგაზრდების კრიტიკას, აქ ყველაფერი ნათელია. ის არ გააკრიტიკებს უეინ რუნის, რადგან მან შესაძლოა პასუხი გასცეს. ძირითადის ფეხბურთელებს ყველაფერი ესმოდათ. თავის დროზე ფლეთჩერმა და ო'შიმ თავისი დოზა მიიღეს და ფანებიც პარიზში სტვენით შეხვდნენ. ორი კლუბის შემდეგ ნათელი გახდა, რომ კინი ფულის გარეშე ვერ გაძლებდა. "სანდერლენდში", მას კრახი ელოდა. "იპსვიჩშიც" ბევრს იხარჯებოდა, მაგრამ ვერაფერს მიაღწია.

Sunday Times - ისთვის მიცემულ ინტერვიუში დევიდ უელშს განუცხადა, რომ მე საკუთარ თავზე ვფიქრობდი მხოლოდ და ჯონ მაგნერის მაგალითი მოიყვანა. როცა ოფისში ვიკამათეთ, მის თვალებში ელვას ვხედავდი. ისინი გაშავდა. მაშინაც მაგნერზე საუბრობდა.

სწორედ იმ პარასკევს მოვილაპარაკეთ, რომ მეტად აღარ გავიხსენებდით ჩვენს კამათს. მე შევასრულებდი ჩემს დანაპირებს, როის თავად რომ არ დაერღვევინა პირობა. როცა ის "სანდერლენდს" წვრთნიდა, "იუნაიტედი" ბევრ რამეში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ ის შეურაცხყვეს და სახეში გაარტყეს სანამ გააგდებდნენ. კლუბი სერიოზულად ფიქრობდა მასთან სასამართლოზე. როი არ აპირებდა მისი სიტყვების უკან წაღებას. მეჩვენება, რომ მას სასამართლო სურდა, რათა მისი თაყვანისმცემლები აღეფრთოვანებინა. მათთვის ის ჯერ კიდევ გმირი იყო. დევიდ გილს ვურჩიე, რომ სასამართლო არ გაემართა. ვფიქრობ ასე შევინარჩუნეთ კლუბის ღირსება.

redevils.ru
სიახლეები, სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
19 აპრილი 2014 18:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: გიორგი
რაც შეეხება ამ სიახლეს, არ ვიცი რა :დ ბრავო ძმაო დასაფასებელია შენი შრომა და ის რასაც საიტისთვის აკეთებ და ვაფასებთ ყველა


გაიხარე ბრატ გაიხარე. არ შემეძლო ეს მეშოვა და თქვენთვის არ გამეზიარებინა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: lafera`
20 აპრილი 2014 09:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
sagool avtor didia mara girs wakitxvaa
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top