თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2014, 17:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2780,
კომენტარები: 14
260 ათასი კვირაში
კროოსის გადაბირების გასაღები.
260 ათასი კვირაში
"მანჩესტერ იუნაიტედს" იმედი აქვს, რომ ტონი კროოსის შესყიდვის დაჩქარებას მოახერხებს და ამის სანაცვლოდ კლუბი მზადაა გერმანელს 260 ათასი ფუნტი შესთავაზოს - იტყობინება The Guardian.

როგორც ვიცით, კროოსის მოქმედი კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2015 წელს იწურება. მხარეები კი ვერაფრით ახერხებენ ახალი კონტრაქტის პირობების შეთანხმებას და როგორც ამბობენ, ტონი მზადაა "იუნაიტედის" ვარიანტი განიხილოს.

"ბაუერნის" ხელმძღვანელები ადრე აცხადებდნენ, რომ კროოსი არ იყიდება და იგი კიდევ რამდენიმე სეზონს დაჰყოფს გერმანიაში. მოიესიც აღიარებს, რომ კროოსის გადმობირება რთული იქნება, თუმცა შოტლანდიელი არ უარყოფს მის მიმართ ინტერესს.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში კროოსი "იუნაიტედის" მეორე, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება და მას ამ კომპონენტში მხოლოდ უიენ რუნი აჯობებს.

ბოლოს დავამატებ, რომ ამ დღეებში "ბაიერნმა" "აინტრახტის" ფეხბურთელი, სებასტიან როდე იყიდა, რომელიც იმავე პოზიციაზე თამაშობს, რომელზეც ტონი კროოსი. შეიძლება ითქვას მიუნხენელები უკვე მზად არიან კროოსის გაშვებისთვის.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
15 აპრილი 2014 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5889
lefty,
რეალს აქ ფული და ხარჯავს წელიწადში ნახევარ მილიონს აკეთებს
0
№12
ავტორი: Jubo
15 აპრილი 2014 22:30
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
გერმანელს ხო სხვანაირად ვერ იყიდი :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№13
ავტორი: red devil
15 აპრილი 2014 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
გადმოვიდეს და ამის ხელფასი სულ ფეხებზე მკიდია
0
№14
ავტორი: lefty
16 აპრილი 2014 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
დიეგო კოსტას აძლევენ ჩელსში თუ გადავა 235 ათასს და კროოს რა მადა ქონია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top