თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2014, 07:10
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2991,
კომენტარები: 13
დრო მოიესს, თუ კლოპი მის სანაცვლოდ?
ბრიტანული პრესა არ ისვენებს
დრო მოიესს, თუ კლოპი მის სანაცვლოდ?
როგორც ბრიტანული პრესა იტყობინენა, "მანჩესტერ იუნაიტედი" კლოპზე შეაჩერებს არჩევანს, თუ ისინი საბოლოოდ გადაწყვეტენ დევიდ მოიესის გაშვებას.

იმ ჭორების გათვალისწინებით, რომ წითლები ვან გაალს შეხვდნენ რამდენიმე კვირის წინ, მოიესის დარჩენა-არდარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგრამ პრესა მოიესის ყველაზე კარგ შემცვლელად კლოპს მოიაზრებს და მეტიც, თვლის, რომ "იუნაიტედი" სწორედ მას აირჩევს.

რაც დრო გადის მისი რეპუტაცია უფრო და უფრო მაღლდება. მან ფაქტობრივად ააშენა "დორტმუნდი" და სერიოზული პრობლემები შეუქმნა "მიუნხენის ბაიერნს". "იუნაიტედს" კი სჯერა, რომ მისი აგრესიული ფეხბურთი და თამაშის სტილი, ეს სწორედ ის არის რაც ახლა წითლებს სჭირდებათ.

მართალია, მოიესს გამოუყვეს 200 მილიონი, მაგრამ მის მიერ ამ თანხის სწორედ მოხმარება უკვე ეჭვქვეშ დგას. კლოპმა კი სხვა ყველაფერთან ერთად უკვე დაამტკიცა, რომ საჭირო და სწორ ტრანსფერებს აკეთებს. მან შეიძინა როისი, გიუნდოგანი, პიშჩეკი და ჰუმელსი. ამ ფეხბურთელების ხილვა კი ალბათ ყველა გულშემატკივარს სურს საკუთარ კლუბში.

მაგრამ კლოპის მოყვანა "ოლდ ტრაფორდზე" ასეთი მარტივი არ იქნება. მისთვის "ბარსელონაც" იბრძვის, რომელიც როგორც გაირკვა, ტატა მარტინის გაშვებას აპირებს.

Mirror.co.uk
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
15 აპრილი 2014 15:29
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
არ გაუშვებენ დევიდ სმჯერა
0
№12
ავტორი: RojoDiablo
15 აპრილი 2014 17:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჩემი აზრით კლოპი რომ არჩევნაის წინაშე დააყენო "იუნაიტედი" თუ "ბარსელონა", ჩვენ აგვირჩევს, რადგან ვფიქრობ მისი სტილი ინგლისი უფროა ვიდრე ესპანეთი. ასე, რომ ეგ დიდ პრობლემად არ მიმაჩნია. რაც შეეხება რესურსებს არავისზე ნაკლები არავართ. თანაც სად აქაური გამოწვევა და სად ესპანეთის. კლოპს კიდე ურჩევნია სირთულე

მეც დავწერ ახლა რაღაცას და წაიკითხეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: Ika_MANUTD Fan
15 აპრილი 2014 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
magari iqneba es ro movides!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top