თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2014, 20:53
ავტორი: love united,
ნანახია: 3099,
კომენტარები: 12
ვინ არის ბიჭუნა 47 ნომრიანი მაისურით?
"ნიუკასლთან" მატჩში კიდევ ერთი ახალი სახე გამოჩნდა "იუნაიტედის" შემადგენლობაში
ვინ არის ბიჭუნა 47 ნომრიანი მაისურით?
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ვარსკვლავი, ჯეიმს უილსონი მოხვდა გუნდის 18 კაციან განაცხადში "ნიუკასლთან" მატჩში. მან თავისი ადგილი სათადარიგოთა სკამზე დაიკავა და მოედანზე არ გამოჩენილა. უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის ტრავმების შემდეგ უილსონს გუნდში პირველად გამოჩენის საშუალება მიეცა. ასევე გუნდთან ერთად არ იყო დენი უელბეკი, რომელიც მოიესმა ალბათ "ბაიერნთან" შეხვედრის წინ დასვენების საშუალება მისცა. მის ნაცვლად სწორედ 47 ნომრიანი ბიჭუნა აღმოჩნდა შემადგენლობაში.

18 წლის ფეხბურთელმა "იუნაიტედის" 21 წლამდელთა გუნდში დეკემბერში მოიკიდა ფეხი და "ვულვზს" ჰეთ-რიკიც გაუტანა, რითაც გულშემატკივრებს თავი შეაყვარა.

ვინ არის ბიჭუნა 47 ნომრიანი მაისურით?

უილსონი დღეს მატჩისწინა ვარჯიშის დროს


ვინ არის ბიჭუნა 47 ნომრიანი მაისურით?

ჯეიმსმა მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა


ვინ არის ბიჭუნა 47 ნომრიანი მაისურით?

უილსონი 21 წლამდელთა გუნდში კაპიტნის სამკლაურით


უილსონმა, რომელმაც 15 წლის ასაკში თავის სადებიუტო მატჩი აკადემიაში "ევერტონს" გაუტანა , 5-ჯერ შეუგდო ბურთი "ნიუკასლის" 18 წლამდელთა გუნდს წინა სეზონის მატჩში, რომელიც 7-1 დასრულდა. მან ასევე რეგულარული სათამაშო დრო მიიღო ინგლისის 19 წლამდელთა ნაკრებში და პირველი გოლი ისტლენდის გუნდს შეუგდო.

სტეფორდშირში დაბადებული ფეხბურთელი ცნობილია მისი სპეციფიური სათამაშო მანერით, რისი მეშვეობითაც შეუძლია მომენტალურად შეცვალოს სათამაშო ტემპი.

ვინ არის ბიჭუნა 47 ნომრიანი მაისურით?


ვინ არის ბიჭუნა 47 ნომრიანი მაისურით?

უილსონს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ


ვინ არის ბიჭუნა 47 ნომრიანი მაისურით?

იანგთან და ნანისთან ერთად


უილსონი ხშირად თამაშობს მარცხენა ფლანგზე, მაგრამ თავს ყველაზე კარგად მოედნის ცენტრში გრძნობს. მას ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა წინა სეზონში ტერფის ტრავმის გამო. მას შემდეგ რაც დაბრუნდა, 14 გოლის გატანა შეძლო 13 მატჩში. უილსონს შესანიშნავად შეუძლია დასწრებაზე თამაში და ითავსებს ცენტრალური ფორვარდის ფუნქციებსაც.

წყარო:dailymail
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: chudikone
5 აპრილი 2014 22:31
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვახ ვახ.. წარმატებები მხოლოდ და მხოლოდ იუნაიტედში !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№12
ავტორი: Best 7
6 აპრილი 2014 13:52
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მაგარი ვირაცაააა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top