თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2012, 15:01
ავტორი: Rooney,
ნანახია: 3302,
კომენტარები: 23
სიმართლე რონალდუს შესახებ
სიმართლე რონალდუს შესახებ
სიმართლე რონალდუს შესახებ
ჩემი სახელია დენ გასპარი და მე მინდა მოგიყვეთ სიმართლე კრიშტიანუ რონალდუს შესახებ. მე ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. მე მჯერა ბედისწერის და ეს ამის მაგალითია. სუპარვარსკვლავის უკან ადამიანობაც დგას.

მე ვიყავი ბედნიერი, როდეაც პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა, კარლოს კეირუშმა მიმიწვია სამწვრთნელო შტაბში სამუშაოდ, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის. კარლოსთან ერთად ადრეც მქონდა ნამუშავები, ახლა კი ვამაყობდი, რომ პორტუგალიელთა მზადების ნაწილი ვიყავი.

არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, მე მივიღე ზარი ჩემი კარგი მეგობრის, ჯონ მორეირასგან. ჯონი მუშაობდა ვარსკვლავ მეკარეთა აკადემიაში, რომელიც ჩემს მფლობელობაში იმყოფებოდა. ის და მისი ოჯახი ჩემი მეგობრები არიან უკვე მრავალი წელია. მის შვილს, ბრენდონს, რომელიც პროფესიაონალი ფეხბურთელი იყო, მუხლის პრობლემები აწუხებდა. ექიმები ფიქრობდნენ, რომ ეს ფეხბურთის თამაშისას მიღებული ჩვეულებრივი ტრავმა იყო, მაგრამ შემდგომში ბრენდონს ოსტეოსარკომა(ძვლების კიბო) აღმოაჩნდა.

მორეირები რთული გადაწყვეტილების წინაშე იდგნენ, ფეხის ამპუტაცია ან ქიმიოთერაპია, რომლის შემდეგაც იქნებოდა კიბოს გაქრობის შანსი. ბრენდონი ფეხბურთით ცოცხლობდა. მას ფეხბურთის გარეშე არ შეეძლო და იმის წარმოდგენა, რომ მას ერთი ფეხი აღარ ექნებოდა, მისთვის შემზარავი და გამანადგურებელი იყო. საბოლოოდ ოჯახმა ქიმიოთერაპია აირჩია.

მკურნალობის პერიოდში ჯონი ყოველთვის მეკონტაქტებოდა მე და მატყობინებდა ახალ–ახალ ინფორმაციებს ბრენდონის შესახებ. მე განვცვიფრდი როდესაც ჯონმა მითხრა, რომ ნაცვალდ იმისა, რომ თერაპიას კიბო გაექრო, კიბო სხეულის სხვა ადგილებსაც მოედო. მე თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ჯონთან და მის ოჯახთან ერთად ვყოფილიყავი და მაშინვე ტორონტოში გავფრინდი.

ბრენდონი ძალიან კარგი ადამიანი იყო. მე ბრენდონს თანადგომა შევთავაზე, მან კი ბევრად მეტი მომცა, ვიდრე მე შემეძლო მისთვის მიმეცა. ის იყო მშვიდი და მამაცი, მისი მებრძოლი სულმა კი მისი სახლი მშვიდობით გაავსო. მიუხედავად იმისა, რომ მან მნიშვნელოვანი წონა დაკარგა და ჟანგბადზე იყო მიერთებული, ის მაინც არ ნებდებოდა და სულ კარგზე ფიქრობდა. მან სთხოვა ყველას, რომ მხოლოდ კარგზე ეფიქრათ. ის მხოლოდ თექვსმეტი წლის იყო. ეს იყო მისი საჩუქარი ყველა ჩვენგანისთვის.

მამამისმა, ჯონმა მითხრა, რომ ბრენდონმა შექმნა სურვილების ჩამონათვალი. მისი ერთერთი სურვილი იყო "ოლდ ტრაფორდზე" წასვლა და რონალდუს ვარჯიშის ყურება. მაგრამ ის ვითრებიდან გამომდინარე ფიქრობდა, რომ ეს ოცნება ოცნებად დარჩებოდა. ისევე როგორც ძალიან ბევრი ბავშვისთვის მსოფლიოში, ბრენდონისთვისაც რონალდუ იყო კერპი. ის ფიქრობდა, რომ რონალდუ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ბრენდონის ოთახის კედლები სავსე იყო რონალდუს პოსტერებით.

ჯონმა მთხოვა დამერეკა რონალდუსთვის და მეთხოვა დალაპარაკებოდა მის მომაკვდავ ვაჟს. მე ვუთხარი ჯონს, რომ რონალდუსთან ერთად მხოლოდ მხოლოდ ერთი მატჩი მქონდა ჩატარებული პორტუგალიის 23 წლამდელთა ნაკრებში. მე ვფიქრობდი, რომ რონალდუ ჩემს გახსენებას ვერ შეძლებდა, მაგრამ მე ჩემი მაქსიმუმი უნდა გამეკეთებინა. მე ძალინა მინდოდა ბრენდონის ოცნება ამეხდინა. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო და ეს იყო ყველზე მცირედი, რაც მე შემეძლო გამეკეთებინა ჯონისთვის და მისი ვაჟისთვის.

მე დავურეკე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავკაც, კარლოს კეირუშს და ავუხსენი ბრენდონის მდგომარეობა. მე და კარლოსს ბევრ ადგილას გვქონდა ერთად ნამუშევარი და ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენ ძმებისავით ვიყავით. მე ვუთხარი კარლოსს: "მე ბევრს არ გთხოვ, მაგრამ ეს ჩემთვის და ჩემი მეგობრისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს."

კარლოსმა მითხრა, რომ რაც შეეძლო ყველაფერს გააკეთებდა, მაგრამ ვერაფრის პირობას ვერ მომცემდა. მე კი ვიცოდი, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო დამხმარებოდა მე, რათა მე ჩემს მეგობარს და მის ოჯახს დავხმარებოდი, იყო კარლოს კეირუში. რონალდუსთან დასაკავშირებლათ რამდენიმე საფეხბური უნდა გაიარო და რამდენიმე ადამიანს უნდა დაუკავშირდე – აგენტებს, მწვრთნელებს, ადვოკატებს და ასე შემდეგ. შენ კი წინასწარ ვერ გაიგებ, ამას რა დროს დასჭირდება.

კარლოსმა იმ დღესვე დამირეკა და მითხრა, რომ მისია დაწყებულია. მე მჯეროდა, რომ კარლოსს შეეძლო ამის გაკეთება.

მე ვიცოდი, რომ ბრენდონი ერთდროულად "მანჩესტერ იუნაიტედის", "ბენფიკასა" და "პორტოს" ფანი იყო. მე შევეცადე ამ გუნდების წარმომადგენლებისგან გამემხნევებინა ბრენდონი და მასთან "ბენფიკიდან" ხოსე მორეირას, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" კარლოს კეირუშს და "პორტოდან" ვიტორ ბაიას დავარეკინე, რომლებმაც ბრენდონი გაამხნევეს და მას ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდეს.

შაბათ დღეს კარლოს კეირუშმა დამირეკა და მითხრა, რომ რონალდუს ელაპარაკა და ისიც დააყოლა, რომ მას შეეძლო მომდევნო დღეს ბრენდონისთვის დაერეკა. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო.

ბრენდონის სახლი სავსე იყო მისი აღელვებული მეგობრებით, რომლებიც ტელეფონის ზარს ელოდნენ. რონალდუმ პირობა შეასრულა. მან ბრენდონს დაურეკა და ბრენდონის მთელი ოჯახი და მეგობრები ძალიან გაახარა. იმ უიქენდზე, სექტემბერში "მანჩესტერ იუანიტედი" "სტემფრორდ ბრიჯზე" "ჩელსის" ეთამაშებოდა. რონალდუ კი ბრენდონს შეჰპირდა, რომ იმ მატჩში გამოყენებულ მაისურს და ბუცებს მას გაუგზავნიდა. ბრენდონისთვის ეს საუბარი იყო მის ცხოვრებაში საუკეთესო. მან თქვა: "ვერ ვიჯერებ, მე ეხლა ჩემს კერპს ველაპარაკე, მე კრიშტიანუ რონალდუს ველაპარაკე, ჩემზე ბედბიერი ბავში არ არსებობს." რამდენიმე დღის შემდეგ რონალდუმ კიდევ ერთხელ მოიკითხა ბრენდონი.

ბრენდონი მხოლოდ 17 წლის ასაკშიუკანასკნელ, 2008 წლის 3 ოქტომბერს, გარდაიცვალა. რონალდუმ გააგზავნა თავისი ბუცები ხელმოწერით, ჩარჩოში ჩასმული მაისური და ტელეგრამი, სადაც იგი თანაგრძნობას გამოხატავდა. ყველაზე დიდი ადგილი ბრენდონის ოჯახში ტელეგრამმა დაიკავა, სადაც ეწერა: "ნამდვილი ჩემპიონი ის არის, ვინც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძვის, ეს არის ბრენდონის ნამდვილი სახე."

მე ტორონტოში კვლავ ჩავედი, რათა ბრენდონის დაკრძალვას დავსწრებოდი. რონალდუს საჩუქრები ბრენდონს გარშემო ელაგა. ეს გასაოცარი იყო.

თებერვალში მე ტორონტოში კვლავ მომიწია ჩასვლა მეკარეებისთვის სემინარების ჩასატარებლად. ჯონმა მთხოვა, რომ სასეირნოდ გავყოლოდი. მე განცვიფრებული ვიყავი იმით, რაც მე ვნახე, კრიშტიანუ რომალდუს მობრინჯაოებული მაისური და ბუცები. მათ ქვემოთ კი გრავირებული იყო რონალდუს სიტყვები.

კარლოს კეირუშმა მიმიწვია პორტუგალიის ნაკრებში სამუშაოდ და მსოფლიოს ჩემპონატიოს თვის მოსამზადებლად. ნაკრები 2009 წლის 6 ივნისს ალბანეთს ეთამაშებოდა, 10–ში კი – ესტონეთს. მე რათქმაუნდა სიამაყით დავთანხმდი პორტუგალიის სამწვრთნელო შტაბში მუშაობას. გუნდში თამაშობდა 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელიც, კრიშტიანუ ორნალდუ, რომელიც იმ ზაფხულს "მაჩესტერ იუნაიტედიდან" მადრიდს "რეალში" სარეკორდო თანხის სანაცვლოდ გადავიდა.

როდესაც ჯონის ოჯახმა გაიგო, რომ მე პორტუგალიის ნაკრებში მივდიოდი სამუშაოდ, მათ რაღაც მთხოვეს. მათ უნდოდათმ რომ რამდენიმე ნივთზე რონალდუს ხელი მოეწერა და მათ ასევე რონალდუს სამადლობელი წერილი გაუგზავნეს.

მე ტორონტოში ჩავფრინდი, რათა ჯონის ოჯახი მენახა და ის ნივთები წამომეღო, რაზეც მათ რონალდუს ავტოგრაფი უნდოდათ. შემდეგ კი მე ლისაბონში, გუნდის საწვრთნელ ბაზაზე დავბრუნდი. მე რამდენიმე დღე დამჭირდა იქ, რათა რონალდუს მივახლოვებოდი. ერთხელ ლანჩის დროს მე და რონალდუს ერთმანეთის გვერდზე აღმოვჩნდით. მე ვუთხარი რონალდუს, რომ მისთვის რაღაც განსაკუთრებულის მოყოლა მინდოდა და ვთხოვე ჩემთვის რამდენიმე წუთი დაეთმო. ის დამთანხმდა და ჩემს ოთახში შემხვდა.

ეს იყო ემოციური შეხვედრა, როდესაც მე კრიშტიანუს მოვუყევი იმის შესახებ, თუ რამხელა სიხარული მოუტანა მისმა თანადგომამ ბრენდონს, მის ოჯახსა და მეგობრებს. რონალდუ ყურადღებით მისმენდა.

მე მინდოდა ხაზი გამესვა იმისთვის, თუ რამხელა გავლენას ახდენს კრიშტიანუ ისეთ ახალგაზრდებზე, როგორიც ბრენდონია. მან მითხრა, რომ მისთვის ძალიან სასიამოვნო იყო ბრენდონისნაირი მებრძოლის გაცნობა.

ბოლოს მე რონალდუს ვუთხარი ბრენდონის დღიურის შესახებ, რომლის ბოლო სიტყვებიც იყო: "მე რონალდუს ველაპარაკე, ახლა მე მზად ვარ სამოთხეში წასასვლელად."

ეს არის სიმართლე რონალდუს შესახებ.

დენ გასპარი

ინფორმაციის წყარო: Goal.Com
სტატიები, ბიოგრაფიები
23 კომენტარი
№11
ავტორი: JooBoo
12 ოქტომბერი 2012 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 67
საღოლ მაგარიაააა derphappycry
0
№12
ავტორი: GeorgeBest
12 ოქტომბერი 2012 16:00
  • სიახლეები: 1665
  • კომენტარები: 12135
ნუ პინავთ რა ამდენ სიახლეს :|
0
№13
ავტორი: Robin Van Persie )))
12 ოქტომბერი 2012 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
ყოჩაღ ავტორ ძალიან მაგარი სიახლეა რაგცნაირად გულზ მომხვდა და ეხლა უფრო პატივისცემა გამიჩნდა რონალდოსადმი ყოჩაღ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Believe
№14
ავტორი: Beckham 7
12 ოქტომბერი 2012 16:50
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
საღოლ ავტორ უმაგრესია : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№15
ავტორი: Rooney
12 ოქტომბერი 2012 16:55
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
JooBoo,
გაიხარე სპს love
0
№16
ავტორი: Ví Ví
14 ოქტომბერი 2012 21:46
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ეეეჰ არ შიედზლება დავაბრუნო ის დღე როცა რონალდუმ რეალში გადასვლაზე მოაწერა ხელი მივამტვრევდი იქვე ხელს :D :D :D
0
№17
ავტორი: Red Hooligan
17 ოქტომბერი 2012 16:38
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ViVi,
fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№18
ავტორი: Degea1
26 თებერვალი 2013 17:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
sagol avtor
0
№19
ავტორი: I L C
19 აპრილი 2013 22:11
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ეჰ რონიი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№20
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 08:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
რონიიიიიიი <333333333333
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

15 აპრილი 2021, 23:00
იუნაიტედი
გრანადა
ევროპა ლიგა
18 აპრილი 2021, 19:00
იუნაიტედი
ბარნლი
პრემიერ ლიგა
გრანადა15 აპრილი
ბარნლი18 აპრილი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

11 აპრილი 2021, 19:30
ტოტენჰემი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
8 აპრილი 2021, 23:00
გრანადა0
იუნაიტედი2
ევროპა ლიგა
4 აპრილი 2021, 22:30
იუნაიტედი2
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი11 აპრილი
გრანადა8 აპრილი
ბრაიტონი4 აპრილი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top