თბილისი:
მანჩესტერი:
3-04-2014, 08:24
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2484,
კომენტარები: 12
რუნი სიმულაციას უარყოფს!
"იუნაიტედის" ფორვარდი უეინ რუნი აცხადებს, რომ შვაინშტაიგერმა მასზე წესები ნამდვილად დაარღვია.
რუნი სიმულაციას უარყოფს!
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა ფორვარდმა უეინ რუნიმ უარყო ყველა ჭორი, თითქოს მან სიმულაციის მიმართა და ამის საშუალებით გააძევებინა მოედნიდან ბასტიან შვეინშტაიგერი, რომელსაც ამის გამო განმეორებითი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

მეორე ყვითელი ბარათის მიღებისთანავე გერმანელი ფეხბურთელი ცდილობდა მსაჯისთვის ჟესტებით აეხსნა, რომ უეინ რუნი სიმულირებდა. მატჩის შემდეგ ინგლისელ ფორვარდს, ასევე სიმულაციაში ბრალი ხოსეპ გუარდიოლამაც დასდო, მაგრამ უეინ რუნი თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

"ეს ნამდვილად იყო წესების დარღვევა. მან იუხეშა ჩემს წინააღმდეგ. მე არ ვსიმულიანტობდი, ნამდვილად არ მინდოდა ბასტიანს მოედანი დაეტოვებინა. იგი პირდაპირ ბუცებით ჩამისრიალდა და სხვანაირად რომ არ მოვქცეულიყავი და დროულად ფეხი სხვა მიმართულებით არ გამეწია, ნამდვილად დავზიანდებოდი. მსაჯმა წესების დაღვევა დააფიქსირა და მას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა, ეს ჩემი გადაწყვეტილება არ იყო. ის დიდი ფეხბურთელია და ვიმედოვნებ, ასეთ შეცდომებს არ დაუშვებს. ბაიერნს ასევე ხავი მარტინეზიც დააკლდება, მაგრამ მათთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბაიერნი პროფესიონალი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და მათი კარგი შემცვლელი გუნდში აუცილებლად მოიძებნება."-დაასრულა რუნიმ

Fapl.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
3 აპრილი 2014 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რობენი როცა გუნდში გყავს სხვა ფეხბურთელის სიმულიანტობაზე რატო უნდა ილაპარაკო? :@
0
№12
ავტორი: Best 7
3 აპრილი 2014 20:39
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
სად რუნი და სად სიმულიანტობა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top