თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2014, 11:35
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2450,
კომენტარები: 14
რაფაელის მოგონებები
რაფელმა "ბაიერნთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
რაფაელის მოგონებები
რაფაელ და სილვამ გაიხსენა 2010 წლის დაპირისპირება მიუნჰენის "ბაიერნთან".

"ძალიან კარგად მახსოვს 2010 წელს გამართული მატჩი "ბაიერნთან". ჩვენ საუცხოო ფეხბურთს ვთამაშობდით და 3-0 ვიგებდით, მაგრამ შემდეგ წითელი ბარათი მივიღე. იმ დღეს ვერასდროს ვერ დავივიწყებ. მატჩს ძალიან კარგად ვატარებდი, მაგრამ წითელმა ბარათმა ყველაფერი შეცვალა. იმ თამაშმა ბევრი მასწავლა. დიდი იმედი მაქვს, რომ სამშაბათს იღბალი ზურგს არ შემაქცევს." - აცხადებს რაფაელი manchestereveningnews.co.uk-თან.

"ისინი ახლა იმაზე ძლიერები არიან, ვიდრე 2010 წელს იყვნენ. მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. თუ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედზე" დავიწყებთ საუბარს, ეს უდაოდ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ამ კლუბს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ამისთვის კი საკმარისია 1999 წლის ფინალის გახსენებაც. ამ მოგონებას, ჩემი შთაგონების წყაროდ გამოვიყენებ."

"არც ისე დიდი ხნის წინ, ამ მატჩის ჩანაწერს სახლში ვუყურე. შეუდარებელი იყო! გავოცდი სოლსკიაირის თამაშით. როდესაც ის ჩვენს კლუბში იყო, ამ დღეზე ბევრს ვალაპარაკებდი ხოლმე."

"ჩემპიონთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აქ რომ წარმატებას მიაღწიო, 200-300 პროცენტით უნდა იშრომო და გაისარჯო. სამშაბათს ყველას ვანახებთ იმას, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია."

წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
31 მარტი 2014 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5889
ციტატა: Manchester_M
3-0 ის შემდეგ 3-2

2-1 წააგეს გასვლაზე და სახლში 3- 2 მოიგეს
0
№12
ავტორი: RedGirl
31 მარტი 2014 16:58
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
იმედია იქნება ხვალ რა ! ამის ადგილას სმოლინგი კატასტროფაა და მეტი არაფერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№13
ავტორი: GeorgeBest
31 მარტი 2014 17:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცუდად მახსოვს ეს თამაში. არადა ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ იყო, 3–0 და მერე ოლიჩის უაზრო გოლი რაფას წითელი

კოჭლმა გიბსონმაც კი შეაგდო მანდ. ნანი უთამაშებელი რომ არ იყოს შეიძლებოდა გამოყენება
0
№14
ავტორი: Manchester United 14
28 აპრილი 2014 11:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ძან მაგარი ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top