თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2014, 09:15
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2571,
კომენტარები: 11
გიუნდოგანი დილემის წინაშეა
ახალგაზრდა გერმანელი საკუთარ მომავალს რამდენიმე კვირაში გადაწყვეტს.
გიუნდოგანი დილემის წინაშეა
"დორტმუნდის ბორუსიის" ახალგაზრდა ვარსკვლავს ტრავმა აწუხებს უკვე დიდი ხანია, თუმცა ამ ფაქტს მის სატრანსფერო აქტივობაზე გავლენა არ ჰქონია. ამავე კლუბის პრეზიდენტის, ჰანს-იოაკიმ ვაცკეს თქმით, გუნდოგანი მალე დუმილს დაარღვევს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, გერმანელს ტრავმა აწუხებს, მაგრამ დიდი ალბათობით იგი გამოჯანმრთელებას მოასწრებს მუნდიალამდე. დევიდ მოიესი დარწმუნებულია, რომ შეძლებს ილკაის გადმობირებას, რომელსაც 2015 წელს კონტრაქტის ვადა ეწურება. შოტლანდიელს "კოზირის" სახით შინჯი კაგავა ჰყავს, რომელიც დიდი ალბათობით ამ ტრანსფერის ერთ-ერთი ნაწილი იქნება.

მიუხედავად ამ გაუთავებელი ჭორებისა, "დორტმუნდის" თავკაცებს სჯერათ, რომ შეძლებენ გიუნდოგანის, ასევე მარკო როისისა და მატს ჰუმელსის შენარჩუნებას. ვაცკე კი ღიად აცხადებს, რომ სულ მალე გაირვკევა ახალგაზრდა გერმანელის სამომავლო გეგმები.

"არ ვიცი მიიღებს თუ არა იგი (გიუნდოგანი) მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას. მე არ შემიძლია საიმედო პროგნოზის გაკეთება. ასევე არც იმის განსაზღვრა შეგვიძლია, თუ როდის დაბრუნდება იგი. დარწმუნებული ვარ მალე გამოჯამრთელდება, მაგრამ ზუსტი თარიღის დასახელებისგან თავს ვიკავებ. კონტრაქტის ვადის ამოწურვას რაც შეეხება, ვფიქრობ რამდენიმე კვირაში გადაწყვება ყველაფერი გიუნდოგანის კლუბში დარჩენასთან დაკავშირებით." აცხადებს ვაცკე.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
28 მარტი 2014 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5889
red devil,
მოესის წასვლის მჯერა და კლოპის გადმოვსლ არა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top