თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2014, 17:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2566,
კომენტარები: 12
მოიესმა სუსტი მხარე იპოვა
დევიდ მოიესმა "ბაიერნს" სუსტი მხარეები უპოვა.
მოიესმა სუსტი მხარე იპოვა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი, დევიდ მოიესი დარწმუნებულია, რომ მის კლუბს ძალუძს 1/4 ფინალურ შეხვედრაში გერმანული ბარიერის გადალახვა.

"ოლიმპიაკოსის" გადალახვის შემდეგ "წითელ ეშმაკებს" ტურნირის მთავარი ფავორიტი დაუპირისპირდება. ექსპერტების აზრით "იუნაიტედს" არავითარი შანსი არ აქვს "რეკორდმაისტერის" წინააღმდეგ.

მიუხედავად ამისა, მოიესი ჯერ არ ყრის ფარ-ხმალს და აცხადებს, რომ მან სუსტი მხარეები უპოვა გერმანულ გუნდს, რომლის გამოყენებასაც აპირებს.

"მე "ბაიერნს" ცოცხლად ვაკვირდებოდი, მაშინაც ვუყურე მათ თამაშს, როცა ლონდონში ჩამოვიდნენ და რა თქმა უნდა მათ უძლიერესი გუნდი ჰყავთ. მაგრამ მე ვიპოვე მათი სუსტი მხარეები, რომლის გამოყენებასაც ვაპირებ."

"ისინი ტურნირის მოქმედი გამარჯვებულები არიან, მაგრამ ჯერ არავის გამოსვლია ორჯერ ზედიზედ მოგება. ჩვენც შევეცდებით რამით აღვუდგეთ წინ."

"ჩვენ უდაოდ უდიდესი შეხვედრა გველის, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ მეოთხეთფინალში გავედით. თუმცა კი ბევრს მიაჩნდა, რომ "ოლიმპიაკოსთანვე" გამოვვარდებოდით. მართალია რთული წილისყრა გამოდგა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ტურნირზე ვართ და ბრძოლას ვაგრძელებთ."
- ციტირებს მოიესის სიტყვებს The Telegraph.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
22 მარტი 2014 23:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
gilmour,
ხოო ისეთ რაღაცეებს ამბობს ამ ბოლო დროს :დ
0
№12
ავტორი: red devil
23 მარტი 2014 09:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დამამშვიდა :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top