თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2014, 16:45
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2865,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)
გთავაზობთ ხვალინდელი მატჩის პრევიუს
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
ტურნირი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 30-ე ტური
მსაჯი: მარკ კლატენბერგი
თარიღი: კვირა, 16 მარტი 2014 წელი.
მატჩის დასაწყისი: 17:30, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჯონი ევანსი, ხავიერ ერნანდესი
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Rafael, Evra, Ferdinand, Smalling, Jones, Evans, Vidic, Buttner, Giggs, Carrick, Young, Cleverley, Fletcher, Valencia, Kagawa, Nani, Fellaini, Januzaj, Mata, Rooney, Welbeck, Van Persie, Hernandez.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლაზარეთი "ლივერპულთან" მატჩამდე ცარიელია. დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ ნანი თამაშს დაუბრუნდა და დიდი ალბათობით მოედანზე ვიხილავთ. რაც შეეხება ევანსსა და ერნანდეს მათ ტრამვა მოიშუშეს, მაგრამ მათი გამოჩენა მოედანზე კითხვისნიშნისქვეშ დგას.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)
"ლივერპული"

ტრავმირებულები: ხოსე ენრიკე
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ლუკას ლეივა, მამადუ სახო
განაცხადი: Mignolet, Johnson, Agger, Skrtel, Flanagan, Gerrard, Allen, Henderson, Sterling, Sturridge, Suarez, Jones, Sakho, Cissokho, Toure, Lucas, Alberto, Coutinho, Aspas, Teixeira, Moses.

"ლივერპულს" პრობლემები აქვს. ტრამვის გამო ხვალინდელ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს ხოსე ენრიკე. კითხვისნიშნისქვეშაა მამადუ სახოს და ლუკას ლეივას თამაში

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


გუნდების ფორმა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

პოზიცია: მე-6 ადგილი 48 ქულა
ბომბარდირები: ვან პერსი 11 გოლი; რუნი 11 გოლი)

პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ 6 გამარჯვება მოიპოვა. ამ დროისთვის "წითელი ეშმაკები"48 ქულით 6–ე ადგილს იკავებენ ცხრილში, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 1992 წლის შემდეგ. დევის მოიესის შეგირდებმა ბოლო პრემიერ ლიგის მატჩი "ვესტ ბრომვიჩთან" გამართეს და სტუმრად დამაჯარებელი თამაშით 3 ქულაც მოიპოვეს. მანჩესტერელებმა პრემიერ ლიგის ბოლო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" "ფულემის" წინააღმდეგ ფრედ 2–2 დაასრულეს. "იუნაიტედს" ოთხეულთან ამ დროისთვის 9 ქულა აშორებს, თუმცა თანაქალაქელ "სიტის" "ეშმაკებზე" 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. რობინ ვან პერსიმ შეძლო და ტრამვის აღმოფხვრის შემდეგ ბოლო 7 მატჩიდან 6 გოლის გაიტანა. თუ პერსიმ ხვალ "ოლდ ტრაფორდზე" ითამაშა, ეს პრემიერ ლიგაში მისი 250-ე მატჩი იქნება.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

პოზიცია: მე-2 ადგილი 59 ქულა
ბომბარდირები: ლუის სუარესი 24 გოლი; დანიელ სტარიჯი 18 გოლი;

"ლივერპული" საუცხოო ფორმაშია, პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩში მათ 5 გამარჯვება მოიპოვეს და 1 ფრედ ითამაშეს. გუნდი ამ დროისთვის 59 ქულით 2–ე ადგილს იკავებს, რაც მათი საუკეთესო მაჩვენებელია პრემიერ ლიგაში. ბრენდან როჯერსის შეგირდები ზედიზედ 4 მატჩია პრემიერ ლიგაში გამარჯვებულები გამოდიან, ბოლო შეხვედრა 1 მარტს, "საუტჰემპტონის" წინაარმდეგ გამართეს, სადაც 0–3 გაიმარჯვეს. "ლივერპული" 1 ადგილოსან ლონდონის "ჩელსის" 7 ქულით ჩამორჩება და 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული "არისტოკრატებზე". სტივენ ჯერარდი და რობი ფაულერი ამ გუნდების დაპირისპირების საუკეთესო ბომბარდირები არიან. მათ ანგარიშზე 6-6 გოლია.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

ტრამვირებულებზე:

"ნანი დაბრუნდა. როგორც იცით პორტუგალიელს ძალიან მძიმე ტრამვა ჰქონდა და მის აღმოფხვრას ძალიან დიდი დრო დასჭირდა, თუმცა იგი მზადაა სათამაშოდ და დიდი ალბათობით თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებს. იმედია იგი ძველ ფორმას მალევე დაუბრუნდება. ტრამვა ჰქონდათ ასევე ჩიჩარიტოსა და რაფაელს, ისინი დაბრუნდნენ და ვესტ ბრომვიჩთან სათამაშოდ კარგად გამოიყურებოდნენ. ტრამვა საბოლოოდ აღმოფხვრა ასევე ჯონი ევანსმაც."


შეხვედრაზე:

"ლივერპულთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ამ მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ, ეს იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა. ჩვენ სეზონის პირველ ნახევარში მათ უკვე დავუპირისპირდით, ეს იყო ძალიან რთული მატჩი. მათ ფანტასტიური სეზონი აქვთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ჩვენ უპირატესობა გვაქვს. ჩვენ ამ უპირატესობას ბოლომდე გამოვიყენებთ და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ ამ თვეს ძალიან რთული მატჩები გვაქვს ჩასატარებელი და ლივერპულთან გამარჯვება ძალიან გვჭირდება. ჩვენ მხოლოდ ერთი მოტივაცია გვაქვს და ეს - გუნდის პროგრესირებაა. ჩვენ ბოლო კვირაში თუ არ ჩავთვლით ოლიპიაკოსის წინააღმდეგ მატჩს თამაშები კარგად ჩავატარეთ. ჩვენ მუშაობა უნდა გავაუმჯობესოთ და ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უნდა გავაგრძელოთ. მე ვხედავ ვარჯიშზე ბიჭები მონდომებას. მათ ძალიან სურთ საკუთარი ფორმის გაუმჯობესება და პროგრესირება."


რობინისა და უეინის დუეტზე:

"ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. უეინმა გუნდთან ახალ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. უკვე მერამდენეჯერ ვამბობ, რომ უეინისა და რობინის სახით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმის ხაზი გვყავს. ისინი საკუთარი გუნდისა და ნაკრების ლიდერები არიან და გამარჯვებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ასეთი ტიპის ფეხბურთელების ყოლა ყველა გუნდს სურს. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩვენთან თამაშობენ და უფრო მახარებს ის ფაქტი, რომ ისინი იუნაიტედში ბედნიერნი არიან და გუნდისთვის ბოლომდე იხარჯებიან"


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

გუნდები საერთო ჯამში სულ 189–ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქედან "იუნაიტედმა" 75–ჯერ მოახერხა მატჩის მოგება, 51 ფრედ, ხოლო 63 "ლივერპულის" გამარჯვებით დასრულდა. პრემიერ ლიგის ბოლო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" 2012 წლის 25 აგვისტოს გაიმართა, რომელიც "ეშმაკებმა" 2–1 მოიგეს. "წითელი ეშმაკები" ყველა ტურნირზე ზედიზედ 3 მატჩია ამ დაპირისპირებაში გამარჯვებულები გამოდიან. ეს დაპირისპირება (ყველა ტურნირზე) უკვე 20 მატჩია უგოლოდ არ სრულდება. "იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულის წინაარმდეგ გამართულ ბოლო 9 მატჩში 8–ჯერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. პრემიერ ლიგის ეგიდით ამ ორ გუნდს შორის ჩატარებულ მატჩებში 14 წითელი ბარათია ნაჩვენები. ამ გუნდების ბოლო შეხვედრა ლიგის თასზე "ენფილდზე" შედგა, სადაც "ეშმაკებმა" 1–0 გაიმარჯვეს ერნანდესის გოლის წყალობით.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ცოტა რამ ამ დაპირისპირების შესახებ

ამ დაპირისპირებას მთელი ინგლისი და არა მარტო ინგლისი მოუთმენლად ელოდება. ეს ორი ბრიტანული გრანდის დაპირისპირებაა და ამიტომაც ხშირად ამ მატჩს "ინგლისური დერბის" სახელით მოიხსენიებენ. ეს არის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის დაპირისპირება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთის მოყვარულების უმეტესობა ფიქრობს, რომ "ელ კლასიკოა" ყველაზე დაძაბული დერბი. მაგრამ ინგლისში ასე არ ფიქრობენ. სერ ალექს ფერგიუსონმაც განაცხადა ამ დერბის შესახებ, რომ ამ ორი კლუბის დაპირისპირება უფრო დაძაბული და მნიშვნელოვანია ვიდრე "ელ კლასიკო" იმიტომ, რომ აქ განსხვავება მცირეა როგორც ტიტულებში ასევე კლუბებს შორის მანძილში. "ინგლისური დერბის" ორივე გუნდის ფანები საკმაო რაოდენობით დადიან მოედნებზე, როგორც "ენფილდზე" ისევე "ოლდ ტრაფორდზე". რაც კატალონიასა და მადრიდს შორის მანძილის გამო ვერ ხერხდება.


პრემიერ ლიგის ეგიდით ბოლი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ოფიციალური პრომო

მატჩის წინ
14 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
16 მარტი 2014 10:58
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დღეს უეჭვეკად უნდა მოვიგოთ რა...გუშინ ჩელსიმაც წააგო და ამათ დაწევის საშუალება არ უნდა მივცეთ...მირჩევნია რომელიმე ლონდონელი გახდეს ჩემპიონი ვიდრე ეს ნაგავი წითლები ან ის ცისფრები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: I L C
16 მარტი 2014 13:37
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
უეჭველი უნდა მოვიგოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№13
ავტორი: Lev
16 მარტი 2014 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
RojoDiablo, მეც ეგრე ვფიქრობ)))

ოღონდ სიტი ან ლივერპული არ გახდნენ და მზად ვარ ჩელსის და არსენალს ვუბალეშჩიკო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№14
ავტორი: buka oboladze
16 მარტი 2014 15:15
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ეს თამაში თუ მოვიგეთ უკვე 8 ქულა იქნება სხვაობა და ისევ დამიბრუნდება იმედი ოთხეულში შესვლის.. კაროჩე ეს იგრა თუ მოვიგეთ და ოლიმპიაკოსსაც თუ გავცდით მერე უკვე ნამდვილად ავთამაშდებით!!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top