თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2014, 22:10
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2562,
კომენტარები: 12
მოიესი: "ჩინებული თამაში ვაჩვენეთ"
მოიესი შედეგით კმაყოფილია
მოიესი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა "ვესთ ბრომვიჩთან" მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში მოთამაშეების კარგი თამაში აღნიშნა. მოიესი კმაყოფილია დაცვითი და თავდასხმითი ხაზის დღევანდელი მუშაობით
.
"ვფიქრობ, რობინი და უეინი დღეს შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. ასევე მატა და ადნანი, მაგრამ ამასთან ერთად, თავის კარგი დაცვაც გვჭირდებოდა, რაც ჩვენმა მცველებმა მშვენივრად გააკეთეს.
მოედანი მშრალი იყო და პასების გაკეთება ჭირდა, მაგრამ ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და მეტი საგოლე შანსიც გვქონდა, ვიდრე სხვა მატჩებში. დღეს ყურადღება უფრო შემტევ თამაშზე გავაკეთეთ და ვფიქრობ, ეს კარგად გამოგვივიდა.

ჯონსმა და სმოლინგმაც შესანიშნავად ითამაშეს. სმოლინგი სანაკრებო მატჩშიც კარგად გამოიყურებოდა. ფილი ძალიან კარგი მოთამაშეა. წინ დიდი მატჩები გველის, მან კი ერთი თვე გამოტოვა, ამიტომ გვინდოდა მომავალი შეხვედრებისთვის შეგვემზადებინა.
პირველივე ტაიმში, რაფაელმა კარგი გარღვევით ჯარიმა მოგვიტანა. რობინმა ჩინებულად ჩააწოდა და ფილმაც კარგი გოლი გაიტანა."


მოიესმა განმარტა, თუ რატომ შეცვალა მეორე ტაიმში ვან პერსი დანი უელბეკით.
"ვფიქრობ, იმ მომენტში მათ ჯარიმა ეკუთნოდათ, მაგრამ რობინს ყვითელი ბარათი არ დაუმსახურებია. მე ისედაც ვაპირებდი მის მოედნიდან გაყვანას, რადგან ჰოლანდიის ნაკრების მატჩში მან 90 წუთი ითამაშა. ამ გადაწყვეტილების შესახებ, მას ჯერ კიდევ სასტუმროში ვუთხარი." - დაასრულა მოიესმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები, პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: Rosso Diavolo
9 მარტი 2014 09:31
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ძალიან კარგად ვითამაშეთ !!
0
№12
ავტორი: LizarD
9 მარტი 2014 17:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ჯონსის თამაში არ მომეწონა :/ ერთი სტანდარტიდან გატანილი გოლი ბევრი არაფერია. დაცვაში ვერაფერი გააკეთა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top