თბილისი:
მანჩესტერი:
11-11-2012, 13:34
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2282,
კომენტარები: 17
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
მანჩესტერის კარებში გოლის გატანა არ შეიძლება
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან საუბარი ცუდი ამბით დაიწყო-უეინ რუნი ტრავმის გამო იქნა შეცვლილი.

"რუნიმ დარტყმა მიიღო კოჭზე და იგი იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებია. ხვალ გავარკვევთ თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა."

რა თქმა უნდა, ფერგიუსონს არ დავიწყებია მატჩის გმირის-ჰავიერ ერნანდესის შექება, რომელმაც ცვლილებიდან გამოსვლის შემდეგ ორი გოლი გაიტანა და მესამე მოწინააღმდეგე ფეხბურთელს საკუთარ კარში შეაგდებია ბურთი.

"არაერთხელ მითქვამს, რომ ერნანდესი კარგად გამოიყურება ამ სეზონში. მას მოუხდა ზაფხულის არდადეგები, რამაც დიდი როლი ითამაშა. ორი წლის უკან იგი მოვიდა მანჩესტერში და ყველა მოაჯადოვა თავისი თამაშით, თუმცა იგი ახლაც აგრძელებს ამას და ყოველ თამაშში მაოცებს. როდესაც ფეხბურთელს სამი გოლი გააქვს შეხვედრაში, მგონი იმსახურებს კარგ მობყრობას, ამიტომ ჩიჩარიტო შემდეგ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იქნება. ჰავიერი აკეთებს იმას რაც შეუძლია ყველაზე კარგად, მისი სიჩქარე და მოძრაობა მას ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს მოწინააღმდეგეს საჯარიმოში. "

"მინდა ვთქვა, რომ ბრწყინვალე თამაში ჩავატარეთ ვილა პარკზე და კარგი შედეგიც მივიღეთ. ასტონ ვილამ არაჩვეულებრივად ითამაშა და ეს გუნდი მეცოდება კიდევაც, იმის გამო რომ მათი მუშაობა წყალში ჩაიყარა. მაგრამ ჩვენ არასდროს არ ვნებდებით! მათ მიერ გატანილმა მეორე გოლმა, უფრო გააძლიერა ჩვენი ბიჭები და სამი გოლი შევაგდეთ მათ კარში. დაუვიწყარი თამაში იყო."

"ამის მიუხედავად, მე ძალიან უკმაყოფილო ვარ დაცვის თამაშით. მეორე გოლი ჩვენს კარებში მათ კისერზეა. მაგრამ მე გავიფიქრე, რომ თუ ჩვენ სწრაფ გოლს გავიტანთ, მაშინ მთელი შეხვედრის შემობრუნებასაც შევძლებდით. ასეც მოხდა. მაგრამ მთლიან ჯამში, მე კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით. როდესაც მათ უნდათ რაიმე საოცრების გაკეთება, ისინი მიდიან და აკეთებენ ამას. შეტევაში ჩვენ არაჩვეულებრივი თამაში ვაჩვენეთ."

სერ ალექსმა ასევე მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებსაც, რომელთა გარეშეც გუნდი ვერ შეძლებდა გამარჯვებას.

"ჩვენი გულშემატკივრები შეუდარებლები იყვნენ. ვფიქრობ, რომ ბირბინჰემში ჩვენ თავს საკუთარ სახლში ვიგრძნობთ. ყველამ დავინახეთ, რომ გულშემატკივრები ძალებს არ იშურებდნენ თავისი გუნდის მხარში დასადგომათ. მეორე ნახევარმა დაამტკიცა, რომ ჩვენ დანებება არ შეგვიძლია. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ ბურთი და შემდეგ გავიმარჯვოთ იმ შეხვედრაში. ამ სეზონში ეს რვაჯერ გავაკეთეთ. ეხლა უკვე ვინც ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს, ეცოდინებათ რომ მანჩესტერის კარებში გოლის გატანა არ შეიძლება!"

წყარო-manutd.ru
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
11 ნოემბერი 2012 13:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
VaRdo,
საიტს არ ამახინჯებს facepalm ზომები გათვლილია და სიგანეში იმაზე მეტი არ დაყენდება რაც საიტს დაამახინჯებს facepalm ავტომატურად ამცირებს ზომას და კიდევ ერთხელ 3d_3
0
№12
ავტორი: ViDa
11 ნოემბერი 2012 14:00
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
GioO_o,
ორივეს ბანი, ერთ კვირიანი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№13
ავტორი: UTD-Rule
11 ნოემბერი 2012 14:07
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ციტატა: ViDa
ორივეს ბანი, ერთ კვირიანი!

ნუ იქნები ეგეთი მკაცრი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№14
ავტორი: Zizou
11 ნოემბერი 2012 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
მცველებზე იჩალიჩე რა ფერგი თორე ცოდოა ასეთ შეტევას ასეთი სიფარჩაკე დაცვა...ლიგა უნდა ავწიოთ წესლს
0
№15
ავტორი: Amanda Seyfried
11 ნოემბერი 2012 14:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ბაბუ მაგარი კაცი ხარ
0
№16
ავტორი: Red Hooligan
11 ნოემბერი 2012 19:40
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
წელს დაცვა ვერ გამოიყურება კარგად, წინა წელს თავდასმხის გამო წავაგეთ სეზონი და რაღაც მგონია სულ ვერ გადაარჩენს გუნდს თავდასხმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№17
ავტორი: VaRdo
12 ნოემბერი 2012 03:01
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Red Hooligan
წელს დაცვა ვერ გამოიყურება კარგად, წინა წელს თავდასმხის გამო წავაგეთ სეზონი და რაღაც მგონია სულ ვერ გადაარჩენს გუნდს თავდასხმა


წელს ჩვენია ეპლ დამიჯერე :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top