თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2014, 21:49
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2495,
კომენტარები: 13
მოიესი პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს
შოტლანდიელის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
მოიესი  პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა დევიდ მოიესმა "ოლიმიაკოსთან" მატჩის შემდგომ პრესკონფერენცია გამართა.

შოტლანდიელმა "იუნაიტედის" საშინელ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სრულ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.


"ეს იყო უსაშინლესი მატჩი, რაც კი ოდესმე ჩემპიონთა ლიგაზე გაგვიმართავს. ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ. თამაშის ხარისხი ძალიან ცუდი იყო.გუნდმა საკუთარი შესაძლებლობები ვერ აჩვენა. გულახდილად გეუბნებით, დამარცხება ნამდვილად დავიმსახურეთ."


"გაკვირვებული ვარ. არ მოველოდი,რომ მატჩს ასეთ დაბალ დონეზე ჩავატარებდით. შეხვედრის დაწყებამდე ფეხბურთელები ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს, მათ ჰქონდათ არაჩვეულებრივი განწყობა, მაგრამ საბოლოოდ ვერცერთმა მოთამაშემ ვერაფერი აჩვენა."

"მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ "ოლდ ტრაფორდზე" ბოლომდე ვიბრძოლებთ და შევეცდებით სიტუაცია გამოვასწოროთ. ჩვენ შესაძლებლობებს დავამტკიცებთ და ყველაფერს შევძლებთ, რათა მომდევნო ტურის საგზური მოვიპოვოთ."


"ეს მანჩესტერ იუნაიტედია. გუნდი, რომელსაც ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ყავს, მაგრამ დღეს ვერცერთმა ვერაფერი ვერ გააკეთა. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთიანობას ყოველთვის შევინარჩუნებთ."



Manutd.ru
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№11
ავტორი: chudikone
27 თებერვალი 2014 13:42
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მანჩესტერის მეოთხედფინალში გასვლის მჯერა და ამ კაცის არა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№12
ავტორი: Manchester_M
27 თებერვალი 2014 15:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რამე გააეკთოს ამდენმა ბოდიშებმა და თავის ღუნვამ ტვინი წაიგო.
0
№13
ავტორი: ლადო
27 თებერვალი 2014 19:21
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ფეხბურთელები პატივს არ სცემენ და კიდიათ ამას ვხედავ მარტო სტადიონზე...მოეყვანათ კლოპი ძალიან მაგარი ფსიქოლოგია პირველ რიგში და ტიპი იმენა ჟილკააა, რა გუნდი წამოაყენა ფეხზე, დორტმუნდი რა იყო ხოლმე და რა მაგრად დააყენა ფეხზე...მაგარი თამაშის სტილი აქვს კიდევ შემტევი, ეს კიდე ერთ გოლს გაიტანს და ეგრევე დაცვაში დგება გუნდი...ევერტონის ტაქტიკაა...არ გამოვა ასე არაფერი..
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top