თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2014, 15:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2426,
კომენტარები: 13
პერსი თანაგუნდელებით უკმაყოფილოა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი თავდამსხმელი უკმაყოფილებას გამოთქვამს პატრნიოერბის მიმართ.
პერსი თანაგუნდელებით უკმაყოფილოა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი რამდენიმე თავის თანაგუნდელს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი ხშირად იმ პოზიციას იჭერენ, სადაც ის თავად უნდა იდგეს.

სწორედ პერსის ჰქონდა ერთადერთი და ყველაზე უფრო რეალური მომენტი "ოლიმპიაკოსთან" მატჩში, მაგრამ ჰოლანდიელმა ბურთი კარებს გადააცილა.

საბერძნეთში განცდილი მარცხის შემდეგ ვან პერსიმ დაუფარავად გამოხატა უკმაყოფილება თანაგუნდელების მიმართ, თუმცა მათი სახელები არ უთქვამს და ამასთან ერთად დევიდ მოიესიც დაიცვა.

"ჩემი თანაგუნდელები ხშირად იმ სივრცეს იჭერენ, სადაც მე მსურს თამაში. როცა ამას ვხედავ, მიჭირს იმ სივრცეში შეჭრა. ამიტომაც აუცილებლად უნდა ვაკონტროლო ჩემი აჩქარება, პარტნიორების თამაშის მიხედვით. სამწუხაროდ ისინი ხშირად თამაშობენ ჩემს ზონაში. ვფიქრობ, ეს ხელისშემშლელია."

"მწვრთნელიც ისევე თავდაუზოგავად ირჯება, როგორც ჩვენ ყველა. ხანდახან კარგად ვთამაშობთ, მაგრამ არა ყოველთვის. იღბალი არ გვაქვს. ადვილია ვინმეზე ხელის დადება, მაგრამ ემ ასე არ ვიქცევი. ჩვენ თავად უნდა ვეცადოთ კარგად ვითამაშოთ"
- განაცხადა პერსიმ ჰოლანდიურ ტელეარხ NOS-თან ინტერვიუში.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester United 14
26 თებერვალი 2014 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
chudikone,
მართალი ხარ ზოგიერთმა ისიც ვერ გაკეთა belay
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№12
ავტორი: Rosso Diavolo
26 თებერვალი 2014 21:03
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ბიჯო რამოხდა ეს ერთ მომენტზე რო ჩამოახრჩეთ ლამის კაცი!!

მოიესის ტაქტიკის ბრალია ყველაფერი სვარკა ქლევერლი რო დაცვაში აყენია მერე როგორ გინდა რო მოიგო ??
0
№13
ავტორი: Jubo
26 თებერვალი 2014 23:58
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
თავის თავი გააკრიტიკოს პირველ რიგში. არ ბრწყინავდა გუშინ, ერთი-ერთზე რა გოლი ვერ გაიტანა :X
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top