თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2014, 16:54
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 3026,
კომენტარები: 11
დევიდ მოიესი გრანდიოზულ ტრანსფერს ამზადებს
33 მილიონი ჰოლანდიელის სანაცვლოდ
დევიდ მოიესი გრანდიოზულ ტრანსფერს ამზადებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის შეიძინოს კევინ სტროტმანი, წერს Football Direct News.


"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი დევიდ მოიესი, წინა ზაფხულსაც ინტერესდებოდა ჰოლანდიელით. თუმცა, კევინი საბოლოოდ "რომაში" აღმოჩნდა.

მაღალი დონის ნახევარმცველობა კევინმა პირველივე სეზონში დაამტკიცა. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ რუდი გარსიას გუნდი ტიტულისთვის იბრძვის.

დევიდ მოიესი ჰოლანდიელში 33 მილიონის გადახდას აპირებს. შოტლანდიელის აზრით იგი კარგად შეუწყვილდება ტონი კროსს, რომელიც "ბაიერნს" სავარაუდოდ ამ სეზონის ბოლოს დატოვებს.

მაიკლ კერიკი და ფლეჩერი 30 წელს უკვე გადაცდნენ, ანდერსონს და ტომ ქლევერლის კი "იუნაიტედის" ნახევარდაცვის გაკონტროლება არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ ჰოლანდიელის ტრანსფერი საუკეთესო იქნება. კევინმა ამ სეზონში 7 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

წყარო: www.caughtoffside.com
სიახლეები, ახალი ამბები, ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: love united
25 თებერვალი 2014 22:41
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს მაგარი ბიჭია,მაგრამ არამგონია რომამ გამოუშვას.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top