ახლახანს დასრულდა შეხვედრა "ასტონ ვილასა" და "იუნაიტედს" შორის, სადაც პირველივე წუთებიდან უდავო ლიდერად "იუნაიტედი" მოიაზრებოდა. თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ პირველ წუთზე "ასტონ ვილამ" გოლი გაუტანა "იუნაიტედს", ვეიმანის წყალობით და შესვენებაზე ფსიქოლოგიურად კარგი განწყობით გავიდნენ, მათ ეს განწყობა შესვენების შემდეგაც გამოყვათ და 50ე წუთზე იგივე ვეიმანმა დუბლი გაიფორმა. შესვენების შემდგომ შემოსულმა ხავიერ ერნანდესმა 58ე წუთზე უბერებელი პოლ სქოულზის პასით, გოლის გატანა მოახერხა და ანგარიში მინიმუმამდე დაიყვანა. 5 წუთიც არ იყო გასული, რომ ერნანდესის აქტიურობის შემდეგ ვლაარმა, ბელგიელმა მცველმა საკუთარ კარში გაიტანა ბურთი. ანგარიში კი 2-2 გახდა. 87ე წუთამდე სტადონზე აშკარად შტურმის კვალი იყო "იუნაიტედის" მხრიდან და ამან შედეგიც გამოიღო, ვან პერსის ჩაწოდებული და ჩიჩარიტომ დუბლი გაიფორმა. თამაშის შემდეგ მან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ის ძალიან გახარებულია და ყოველთვის ემახსოვრება ეს თამაში. რაც არ უნდა საწყენი იყოს, თავად ჩიჩარიტოს ბოლომდე ეგონა, რომ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, ეს ასე არ ყოფილა.