თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2014, 09:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3027,
კომენტარები: 13
ოთხეულის შანსი ჯერ კიდევ არსებობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" საქმე ერთი შეხედვით ცუდადაა, მაგრამ კარგი ამბებიც არსებობს.
ოთხეულის შანსი ჯერ კიდევ არსებობს
დღეისათვის არსბეული მდგომარეობა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ძალიან მძიმეა, მაგრამ შოტლანდიელი სპეციალისტისთვის, დევიდ მოიესისთვის კარგი ამბებიც არსებობს.

როგორც გამოცემა Daily Star იტყობინება, ყველაფერი რაც საჭიროა იმისთვის რომ გაიგოს "იუნაიტედმა" ჯერ არაფერი დაკარგულა და ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლა კიდევ "ცოცხალია", საჭიროა მხოლოდ უახლოეს წარსულში ჩახედვა.

ბევრმა გულშემატკივარმა, რომლებიც უკვე დაკმაყოფილდნენ დღევანდელობაზე, ხელი ჩაიქნიეს და თვლიან, რომ წელს ყველაფერი დაკარგულია, რომ გუნდი ვერაფერს ვერ მიაღწევს და ჩემპიონთა ლიგაზეც კი ვერ მოხვდება, მაგრამ ერთი შეხედვა წარსულზე ყველაფერს შეცვლის.

კლუბი ამ დროისათვის მე-6 პოზიციაზე იმყოფება და აქტივში 45 ქულა აქვს, შესაბამისად მეოთხე ადგილზე მყოფ "ლივერპულს" 11 ქულით ჩამორჩება. მაგრამ ისტორიაში არსებობს შემთხვევები, როცა სხვა კლუბებს მსგავსი სიტუაციიდან დაუღწევიათ თავი და ევროტურინებზე გაუღწევიათ.

2006 წელს ლონდონის "არსენალმა" მოახერხა და მე-4 ადგილზე დაასრულა სეზონი, მაშინ როცა, 26 ტურის შემდეგ მხოლოდ 41 ქულა ჰქონდათ.
ოთხეულის შანსი ჯერ კიდევ არსებობს


ხოლო 2004 წელს "ლივერპულმაც" შეძლო იგივე, აქ კი საქმე უფრო რთულად იყო. 26 ტურის შემდეგ "მერსეისაიდელებს" მხოლოდ 39 ქულა ჰქონდათ.

ოთხეულის შანსი ჯერ კიდევ არსებობს


2010 წელს "ტოტენჰემმა" მეოთხე ადგილზე დაასრულა სეზონი, მას შემდეგ რაც 26 ტურის შემდეგ 43 ქულა ჰქონდა.

ოთხეულის შანსი ჯერ კიდევ არსებობს


როგორც the Daily Star იტყობინება, ქულების საშუალო მაჩვენებელი, რომელიც შანსს ტოვებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის, 26 ტურის შემდეგ 46 ქულაა, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედი" 4 ქულით ჩამორჩებოდა.

მოიესის და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებისა თუ გულშემატკივართა სამწუხაროდ, ჩემპიონობის მაძიებელ გუნდთა შორის არსებული სიმჭიდროვის გამო ქულების საშუალო მაჩვენებელი, რათა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდე, 68 ქულას უტოლდება, რაც ალბათ საბოლოო გავლენას იქონიებს ოთხეულისთვის ბრძოლაში.

manutd8.com
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: რედი
24 თებერვალი 2014 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
Macklemore,
არ შეიძლება გუნდის ასე გაწირვა:):):) ვერ ვიტან ლივერპულს მაგრამ ვაღიარებ რომ იმ შემადგენლობიც რაც მათ ყავთ ჩვენზე გაცილებით სწრაფ, შემტევ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ:):) ფეხბურთის ყურებასთან დაკავშირებით შენ ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგე
0
№12
ავტორი: Manchester United 14
24 თებერვალი 2014 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ვერ შევალთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№13
ავტორი: Macklemore
25 თებერვალი 2014 03:31
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ციტატა: რედი
Macklemore,
არ შეიძლება გუნდის ასე გაწირვა:):):) ვერ ვიტან ლივერპულს მაგრამ ვაღიარებ რომ იმ შემადგენლობიც რაც მათ ყავთ ჩვენზე გაცილებით სწრაფ, შემტევ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ:):) ფეხბურთის ყურებასთან დაკავშირებით შენ ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგე

მე იმედი ლივერპულის არასტაბილურობის გამო მაქვს. +ამას ჩემი გუნდია მანჩესტერი და მჯერა. რაც არუნდა დირკები იყვნენ ჩვენი მცველები, ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს და მათ ახლა უნდა აჩვენონ თავიანთი გამოცდილება. არარეალური არაფერია სანამ ძალიან მცირე შანსი მაინც არსებობს და შენ თუ შუა სეზონიდან არ გჯერა შენი გუნდის წარმატების, ან ძალიან პესიმისტი ხარ, ან მთელი გულით არ გულშემატკივრობ მანჩესტერს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top