თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2014, 02:31
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2727,
კომენტარები: 17
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
22 თებერვალს "იუნაიტედი" 27-ე ტურის მატჩს გამართავს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ. გთავაზობთ მატჩის პრევიუს
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "სელურსტ პარკი"
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 27-ე ტური
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
თარიღი: შაბათი, 22 თებერვალი 2014 წელი.
მატჩის დასაწყისი: 21:30, (ჩვენი დროით)

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კრისტალ პალასი"
ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ტომასი
განაცხადი: Speroni, Hennessey, Gabbidon, Moxey, Mariappa, Delaney, Dann, McCarthy, Ward, Parr, Murray, Thomas, Jedinak, Dikgacoi, Ledley, O'Keefe, Bannan, Williams, Bolasie, Ince, Puncheon, Gayle, Jerome, Chamakh, Wilbraham.


"კრისტალ პალასიდან" ტომასი ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშიც კითხვისნიშნისქვეშაა. ვინგერის თამაში ტონი პიულისის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.


"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ნანი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჯონსი, ევანსი
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Rafael, Ferdinand, Vidic, Smalling, Jones, Evans, Evra, Buttner, Valencia, Mata, Carrick, Fletcher, Cleverley, Giggs, Young, Januzaj, Rooney, Van Persie, Hernandez, Welbeck.


როგორც მოსალოდნელი იყო გუნდს ფილ ჯონსი და მარუან ფელაინი დაუბრუნდნენ. ბელგიელი ნახევარმცველი "ევერტონთან" მატჩის შემდეგ მოედანზე არ დაბრუნებულა. მარუან ფელაინი მზად იყო წინა ტურში "არსენალის" წინააღმდეგ სათამაშოდ, მაგრამ "იუნაიტედის" თავკაცმა არ გარისკა და გადადო მისი დაბრუნება. 2 თვიანი პაუზის შემდეგ ფელაინი მოედანს უბრუნდება.


გუნდების ფორმა

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

პოზიცია: 15–ე ადგილი, 26 ქულა
ბომბარდირი: შამახი - 6 გოლი;


ტონი პიულისის გუნდი 26-ე ტურის შემდეგ 15-ე ადგილს იკავებს პრემიერ ლიგის ცხრილში და 14–ე ადგილზე მყოფ "სტოკს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. გათამაშების ბოლო 6 მატჩში მათ 3-ჯერ გაიმარჯვეს და 3-ჯერ დამარცხდნენ. "ვესტ ბრომვიჩთან" გამარჯვების შემდეგ (3-1) "კრისტალ პალასი" ცხრილში 2 პოზიციით წინ გავიდა. პრემიერ ლიგის საშინაო მატჩებში გუნდი ბოლოს 21 დეკემბერს "ნიუკასლთან" დამარცხდა(3-0). მას შემდეგ "კრისტალ პალასს" "სელურსტ პარკზე" 4 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. "არწივებმა" ბოლო მარცხი 25–ე ტურში, "არსენალთან" იგემეს (2–0).


"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

პოზიცია: 7–ე ადგილი, 42 ქულა
ბომბარდირი: ვან პერსი - 12 გოლი;

დევიდ მოიესის შეგირდები მეტად რთულ სიტუაციაში იმყოფებიან. გასულ ტურში "არსენალთან" ფრემ ლიგის საგზურის ბოლო იმედებიც მოკლა. "ეშმაკების" მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, გუნდი უკვე მერამდენე ტურია 7–ე ადგილს იკავებს და ვერა და ვერ ახერხებს წინ წაწევას. პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ 2–ჯერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება, რაც გუნდისთვის ძალიან ცუდი შედეგია. "მანჩესტერ იუნაიტედს" 11 ქულიანი სხვაობის შემცირება მოუწევს, იმისთვის, რომ ლიგის საგზურს დაეუფლოს.

"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები

ყველა ტურნირზე გუნდები ერთმანეთს სულ 43–ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან "მანჩესტერ იუნაიტედმა" 27–ჯერ მოახერხა "არწივების დამარცხება", 9 ფრედ ითამაშა, ხოლო 7–ჯერ კი დატმო შეხვედრა.

ბოლო მატჩი "სელურსტ პარკზე" 2005 წლის 5 მარტს გაიმართა, რომელიც ფრედ 0–0 დასრულდა. ბოლო გამარჯვება "არწივებმა" 1991 წლის 11 მაისს მოიპოვეს "იუნაიტედთან" გამართულ საშინაო მატჩებში.

ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში "იუნაიტედმა" 5–ჯერ მოახერხა "არწივების დამარცხება. "კრისტალ პალასმა" "ეშმაკებთან" ბოლო გამარჯვება 2011 წლის 30 ნოემბერს იზეიმეს. წინა ტურის მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" დევიდ მოიესის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დასრულდა.


ოფიციალური პრომო

მატჩის წინ
17 კომენტარი
№11
ავტორი: Berba 9
22 თებერვალი 2014 18:07
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
რომ უნდა მოვიგოთ მაგაზე ხომ 2 აზრი არ არის და დიდი ანგარიშით თუ მოვიგებთ ხო საერთოდ კარგი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№12
ავტორი: davita
22 თებერვალი 2014 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
გავანადგურებთ am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№13
ავტორი: Gio Ghonghadze
22 თებერვალი 2014 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
გავანადგურებთ აბა რა
0
№14
ავტორი: DimaSanaia
22 თებერვალი 2014 20:00
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
უნდა შევჭამოთ დღეს !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№15
ავტორი: Macklemore
22 თებერვალი 2014 20:06
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საღოლ ქონი! 1 დამაჯერებელი გამარჯვება გვჭირდება რო ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნონ! არ იქნება იოლი შეხვედრა, მაგრამ უნდა მოვიგოთ აუცილებლად!
0
№16
ავტორი: Vodafone
22 თებერვალი 2014 20:06
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ესეც თუ ვერ მოვიგეთ და არაფრის ღირსები არ ვართ
0
№17
ავტორი: Lev
22 თებერვალი 2014 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
bigboss2 დანაგრევთ კრისტალ პალასს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top