პარასკევს საღამოს დადასტურდა, რომ უეინ რუნიმ მიაღწია კლუბთან შეთანხმებას და ის ხუთ-ნახევარ წლიანი კონტრაქტის მიხედვით კვირაში 300,000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
წელიწადში მისი ხელფასი 15,6 მილიონი ფუნტ სტერლინგი იქნება.
რუნის შენარჩუნებაზე მუდმივად ზრუნავდა "იუნაიტედი" და ეს სწორედ, რომ სათავისოდ გამოიყენა ინგლისელმა. "ტვიტერი" კი აჭრელებულია რუნის სურათებით, რომ მას ზედმეტი მოუვიდა და ეს ხელფასი არ შეესაბამება მის შესაძლებლობებს.
ასეთი სურათები მრავლად არის ინტერნეტ სივრცეში და მსგავს სურათებს ინგლისელი ჟურნალისტები ავრცელებენ უკვე დიდი ხანია.
რუნის ამ გადაწყვეტილებას თანაგუნდელები დადებითად აფასებენ და კმაყოფილები არიან, რადგან უეინმა გააფორმა ახალი კონტრაქტი.
თუმცა პრესას ნაკლებად აინტერესებს თუ რამდენად კმაყოფილია გუნდი, ან რუნი თანაგუნდელები ამ კონტრაქტით, მათ ახალი საინტერესო თემა მიეცათ სასაუბროდ და ისინი ამ შანს აუცილებლად გამოიყენებენ.
საბოლოო შედეგი კი ასეთია. ფეხბურთელთა უმეტესობას შურს, რომ რუნის ასეთი კარგი კონტრაქტი შესთავაზეს და რომ ის დაფასებულია კლუბის მიერ, ან ინგლისელი ნამდვილად არ იმსახურებდა ამხელა თანხას.
წყარო:
"Bleacherreport.com"