დიდი ხანია მინდა ამ სტატიის გამოქვეყნება, თუმცა ვერ მოვახერხე. სტატია არის რამოდენიმე თვის წინ დაწერილი, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ძალიან აქტუალურია.
მას შემდეგ რაც სერ ალექს ფერგიუსონმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, ჟურნალისტებში არ ცხრება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ და რა გაგებით თქვა შოტლანდიელმა სპეციალისტმა სტივენ ჯერარდის შესახებ შემდეგი სიტყვები : "ჯერარდი არ არის და არასდროს ყოფილა ტოპ კლასის ფეხბურთელი."
მოდით დავუბრუნდეთ 2000 წლის 17 დეკემბრის კვირა დღეს. ხერარდ ულემ დაიწყო შუამდგომლობა "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნიატედს" შორის, რადგან "წითელ ეშმაკუნებს" სურდათ შეეძინათ "ლივერპულის" ამომავალი ვარსკვლავი სტივი ჯი."
"ის არის ფიზიკურად და ტექნიკურად სრულყოფილი ფეხბურთელი." - თქვა ფერგიუსონმა. "მას აქვს არაჩვეულებრივი აღნაგობა და ენერგია. ის კითხულობს თამაშს და უსწრაფეს და უზუსტეს პასებს აკეთებს. მე მაღიზიანებს იმის გაფიქრებაც კი, რომ "ლივერპულს" ყავს ისეთივე სრულყოფილი ფეხბურთელი, როგორიც როი კინია." - დაასრულა ალექსმა.
გადავინაცვლოთ 2004 წლის მაისში. ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც პორტუგალია მასპინძლობდა, სულ მალე უნდა დაწყებულიყო. სერ ალექსმა ინტერვიუ მისცა "Sunday Times" - მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის დააკვირდებოდა ინგლისელ ნახევარცმევლს, რომლის გაფორმებასაც მოგვიანებით ეცდებოდა და რომლისგანაც ბევრს მოელოდა ევროპის ჩემპიონატზე.
მიმაგრებული ფოტო : სტივი ჯი აღნიშნავს პრემიერ ლიგაში გატანილ მეასე გოლს.
მიმაგრებული ფოტო: სტივენ ჯერარდი "მანჩესტერის" წინააღდმეგ 2001 წელს.
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ალექს ფერგიუსონმა შემდეგი სიტყვები თქვა : "ჯერარდი გახდა უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონატისთვის. ის უფრო მნისვნელოვანია, ვიდრე ვიეირა. იმიტომ კი არა, რომ ვიეირას რაიმე ნაკლი აქვს, უბრალოდ სტივენი გაცილებით უფრო მეტს აკეთებს თავისი გუნდისთვის და საკუთარი თამაშის გაუმჯობესებისთვის. მე მას დიდი ხანია ვაკვირდები, ნებისმიერს ენდომებოდა სტივენის საკუთარ გუნდში ხილვა."
მოგვიანებით ფერგიუსონი გამოტყდა, რომ ის სტივენს როი კინის შემცვლელად მოიაზრებდა. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნიატედის" ფეხბურთელმა სტივენს ფერგიუსონის დანაბარები გადასცა : "ჩვენ გვსურს, რომ გადმოხვიდე მანჩესტერში."
ასეთი განცხადებების შემდეგ, დამეთანხმებით უცნაურია სერ ალექს ფერგიუსონის აზრის ცვლილება სტივენის შესახებ. რა მოხდა , რატომ აღარ ფიქრობს შოტლანდიელი, რომ სტივი ჯი ტოპ ფეხბურთელია? რამ განაპირობა ეს? - იქნებ იმან, რომ სტივენმა თავისი უარით გული დაწყვიტა ფერგიუსონს, ან იქნებ სტივენი ვეღარ განვითარდა როგორც ფეხბურთელი?
სტივენს რომ არაფერი მოეგო ამ წლების განმავლობაში და ყოფილიყო ერთი ჩვეულებრივი გუნდის ლიდერი, რომელიც ატარებს უმაღლესი დონის მატჩებს, მაგრამ არ აქვს მოგების ალღო, მაშინ შესაძლოა ყოფილიყო რაღაც ლოგიკა შოტლანდიელის სიტყვებში, მაგრამ სტივენი განვითარდა, გაიზრადა და დადგა ისეთი პროფესიონალი - როგორსაც ალექს ფერგიუსონი ეძებდა !
"ლივერპული ჩემთვის ყველაფერია. მე შემეძლო წავსულიყავი "იუნაიტედში", მაგრამ ამის გაკეთებას ვერ შევძლებდი..."
შესაძლოა (ამაში მე ეჭვი არ მეპარება), როცა ჯერარდის კარიერის დასასრული დადგება, მისი კაბინეტი არ იქნება იმ ტიტულებით სავსე, რომელსაც იმსახურებს, მაგრამ ფაქტია არც ცარიელი იქნება. რამდენი ფეხბურთელი გაცვლიდა თავის სიმდიდრეს ჩემპიონთა ლიგის, უეფას თასის, ორჯერ Fa Cup-ის, სამი ლიგის თასისა და 107-ჯერ ინგლისის კაპიტნობის ბედნიერებაში?
წარმოუდგენელია, რომ სერ ალექს ფერგიუსონს მართლა არ მიაჩნდეს ჯერარდი ტოპ კლასის ფეხბურთელად, მაგრამ ეს თუ მართლა ასეა, მაშინ როგორ ახსნის ამ ფაქტს? მისი მთავარი არგუმენტი ალბათ ის იქნება, რომ სტივს არასდროს მოუგია პრემიერ ლიგა და 2009 წლის შემდეგ არ უთამაშია ჩემპიონთა ლიგაზე...
თუ მას ეს არგუმენტი აქვს, მაშინ....
გავიხსენოთ 2010 წელი, როცა ესპანურმა გაზეთმა "მარკამ" დაბეჭდა სტივენის ფოტო, რომელშიც მას მადრიდის "რეალის" მაისური ეპყრო. ამ ფოტოს სათაურად ეწერა : Caliente! Caliente! Caliente! (არის ! არის ! არის ! ) ის იყო მთავარი სამიზნე ჟოზე მაურინიოსი, როდესაც ის "რეალ" მადრიდის მწვრთნელი გახდა.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" შესთავაზა სტივენს გერმანიაში გადაბარგება. თითქმის ყველა უდიდესი კლუბი ცდილობდა ინგლისელი ნახევარცმველის გადაბირებას - განსაკუთრებით კი "იუნაიტედი".
სტივენმა ერთ-ერთ ინტერვიუში შემდეგი სიტყვები თქვა : "მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში თამაში შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის. დიახ, ალექს ფერგიუსონს უნდოდა ჩემი გადმობირება, მაგრამ მე ამ გუნდში არასოდეს ვითამაშებდი და არც მომავალში ვიზამ ამას."
შესაძლოა სწორედ ამ სიტყვებმა გაანაწყენა სერ ალექს ფერგიუსონი და სწორედ ამიტომ აღარ მიიჩნევს მას ტოპ კლასის ფეხბურთელად.
პირადად ჩემი აზრით, სერ ალექს არ სურდა სტივენ ჯერარდის სახელის შეურაცხყოფა, მას მხოლოდ უნდოდა ეთქვა, რომ სტივენი არ არის ისეთივე დონის, როგორიც პოლ სქოულზი და რაიან გიგზი არიან.
სტატისტიკა შთამბეჭდავია და ის ამტკიცებს, რომ სტივენ ჯერარდი მართლაც ტოპ კლასის ფეხბურთელია..
სტატისტიკა არ იტყუება : ჯერარდი მოწინავე რიგებშია. მან უკვე გაუსწრო პოლ სქოულზს ასისტებში, მითუმეთეს მას აქვს ნაკლები ჩატარებული მატჩი და უკან ჩამოიტოვა როი კინი.
ჯერარდის გოლების სტატისტიკა პრემიერ ლიგაში.
სტატისტიკა პრემიერ ლიგის საუკეთესო მეპასეების.
ამ თემაზე კამათი, როგორც ჩანს , აქ არ სრულდება, რადგან წინ გველის სტივენ ჯერარდის ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც დარწმუნებული ვარ ეს უკანასკნელი აუცილებლად იტყვის ერთი-ორ სიტყვას სერ ალექს ფერგიუსონის შესახებ.