თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2014, 15:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3076,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის" შესაძლო სამი სამიზნე
გამომდინარე იქიდან, რომ "მანჩესტერ იუნატედის" სამიზნეები - პოგბა და ვიდალი ახალ კონტრაქტს აფორმებენ "იუვენტუსთან", "წითელი ეშმაკები" ალბათ გერმანიაზე გადაერთვებიან.
გამომდინარე იქიდან, რომ "მანჩესტერ იუნატედის" სამიზნეები - პოგბა და ვიდალი ახალ კონტრაქტს აფორმებენ "იუვენტუსთან", "წითელი ეშმაკები" ალბათ გერმანიაზე გადაერთვებიან.

ლონდონის "ჩელსიდან" მატას გადმოყვანა მოიესის პირველი ნაბიჯი იყო. ახლა კი დანარჩენის გამოსწორებასაც უნდა შეუდგეს.

მას შემდეგ რაც "იუნატედმა" იაპონელი პლეიმეიკერი, შინჯი კაგავა შეიძინა "ბორუსიადან", ინგლისელები კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან ვესტფალიურ გუნდს და ამჯერად უფრო სერიოზულ გაზლიერებას შეეცდებიან. თანაც მოსალოდნელია, რომ ამჯერად "იუნაიტედი" უკანვე დაუბრუნებს შინჯი კაგავას "ბორუსიას".

მოთამაშეები, რომლებიც მოიესის ინტერესის სფეროში შედიან, შემდეგი ფეხბურთელები არიან: ილკაი გიუნდოგანი და მარკო როისი. ამავდროულად შესაძლოა, რომ როისი ყოველგვარი მოქმედი შეთანხმების ხელყოფისგან დაცული იქნეს, რასაც ვერ ვიტყვით გიუდოგანზე.

"იუნაიტედის" სამი შესაძლოა სამიზნე

გერმანიის ნაკრების მოთამაშე 6 თვის განმავლობაში წელთან დაკავშირებული პრობლემების გამო უქმობდა. გიუნდოგანის კონტრაქტის დასრულებამდე უკანასკნელი წელი რჩება, ილკაის მამამ და აგენტმა, ირფანმა კი განაცხადეს, რომ გიუნდოგანი მზადაა შემოთავაზებებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ მოთამაშის კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაცია "იუნაიტედს" ნებისმიერი შემთხვევაში აწყობს, არ ღირს ზედმეტი ოპტიმიზმის გამოვლინება. როცა მსგავსი სიტუაცია რობერტ ლევანდოვსკის შემთხვევაშიც იყო, გერმანულმა კლუბმა უარი განაცხადა უმნიშვნელო საფინანსო შემოთავაზებაზე და გადაწყვიტეს მისი შენარჩუნება. გარდა ამისა, კაგავას ჩართვა მოლაპარაკებებში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს "იუნაიტედს". თუკი კლუბი გიუნდოგანის შესყიდვას მოახერხებს, ეს მატასთვის არაჩვეულებრივი პერსპექტივა იქნება.

"იუნაიტედის" სამი შესაძლოა სამიზნე


გარდა ამისა "იუნაიტედი" ტონი კროოსის თამაშსაც აკვირდება. 24 წლის გერმანელიც იმ მოთამასეებში შედის, სადაც "იუნაიტედს" ყველა მეტად აკლია გამოცდილი და ნიჭიერი ფეხბურთელები. კროოსის ტრანსფერის შანსები გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტონი კროოსი მხოლოდ მე-15 ადგილს იკავებს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის.

"იუნაიტედის" სამი შესაძლოა სამიზნე


სატრანსფერო ბაზარზე გასვლის წინ დევიდ მოიესი აღჭურვილი იქნება იმით, რასაც "იუნაიტედის" ისტორიში ყველაზე დიდი სატრანსფერო ხარჯები" უწოდეს. "შესაძლოა ეს თავისებურ თერაპიას ნიშნავდეს. მან კი რამდენიმე გერმანელს დაადგა თვალი.

manutd8.com
სიახლეები, ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
11 კომენტარი
№11
ავტორი: sLipa ;x
21 თებერვალი 2014 22:01
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 213
იდეალური იქნება კროოსი, როისი, და ფელიპე ლუისი ატლეტიკოდან .. ცენტრალური მცველებიდან არავინაა ისეთი რომელსაც კონტრაქტი უმთავრდება ან გუნდიდან წასვლა უნდა ან რაღაც ამიტომ არ ვიცი ისე კი კლოპი და ჰუმელსი ვაბშე კანფეტი იქნება ..
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top