თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2014, 20:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2660,
კომენტარები: 11
მანჩესტერი კავანისთვის ბრძოლაში ლიდერობს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ლიდერობს ურუგვაელი ფორვარდის, ედინსონ კავანის შეძენისთვის ბრძოლაში.
მანჩესტერი კავანისთვის ბრძოლაში ლიდერობს
Daily Maily ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ლიდერობს ედინსონ კავანისთვის ბრძოლაში. ბრძოლას კი მეორე ბრიტანული გრანდი, ლონდონის "ჩელსი" უმართავს.

როგორც ვიცით, ურუგვაელი ფორვარდი სულაც არაა კმაყოფილი ლიგა 1-ში. იგი ფლანგზე თამაშობს, ხოლო ნომინალურად კი იგი ცენტრალური თავდამსხმელია, სადაც მას დიდ კონკურენციას უწევს შვედი ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც ბლანი მეტად ენდობა.

26 წლის მოთამაშე "იუნაიტედს" ჯერ კიდევ იანვარში დაუკავშირეს. ამასთან დაკავშირებით "წითელი ეშმაკების" ყოფილი დამრიგებელი, სერ ალექს ფერგისუონი დაუკავშირდა "პსჟ"-ს მთავარ მწვრთნელს, ლორან ბლანს.

თუმცა მანჩესტერელებს უთხრეს, რომ კავანი მხოლოდ ზაფხულში იქნება ხელმისაწვდომი და მას 54 მლნ. ფუნტზე ნაკლებად არ შეელევიან.

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიოც დაინტერესებულია ურუგვაელის გადმობირებით, რადგან ეს გააძლიერებდა შეტევის ხაზს, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ძლიერია.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერი ცუდ ფორმაში იმყოფება და არსებობს საფრთხე, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც კი ვერ მოხდეს, "არისტოკრატები" მაინც აგებენ კავანისთვის ბრძოლას.


http://www.manutd8.com/
სიახლეები, ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
16 თებერვალი 2014 10:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
red devil,
dghes gavrcelda informacia, rom persis wasvla surso da albat amitomac gadawyvites
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top