თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2014, 12:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2412,
კომენტარები: 14
ჯონსი: არავის თამაშს არ ვბაძავ
ფილ ჯონსი გამოტყდა, რომ არ ჰყავს რომელიმე კერპი, რომელსაც იგი ბაძავს და რომლის მსგავსადაც სურს ითამაშოს.
ჯონსი: არავის თამაშს არ ვბაძავ
ფილ ჯონსი გამოტყდა, რომ არ ჰყავს რომელიმე კერპი, რომელსაც იგი ბაძავს და რომლის მსგავსადაც სურს ითამაშოს.

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 21 წლის ინგლისელი, რომელიც დევიდ მოიესისა და სერ ალექსის დროს დაცვის ცენტრსა და ნახევარდაცვაში გამოიყენებოდა, თავის თავს მომავალში ცენტრალური მცველის პოზიციაზე ხედავს.

თუმცა ჯონსი არ ცდილობს ვინმეს მიბაძოს. იგი მხოლოდ იმ მოთამაშეთა გამოცდილებას ეყრდნობა, რომელთა ხილვის საშუალებაც აქვს.

"მე ჩემი თამაში პრემიერ-ლიგის მცველების მაგალითზე ჩამოვაყალიბე, მაგრამ ერთი რომელიმე მოთამაშე არ არსებობს, ვის თამაშსაც ვბაძავ."

"მე ვცდილობდი რაც შეიძლება მეტ მოთამაშეზე მედევნებინა თვალი, შემესწავლა მათი ხასიათი, სანამ მათი თამაშის საუკეთესო თვისებებს საკუთარ თამაშში გამოვიყენებდი. არ არსებობს ერთი რომელიმე კონკრეტული მოთამაშე, რომელსაც ჩემზე გავლენა ექნებოდა. ხშირად მეკითხებიან ამას, მაგრამ მე არასდროს ვბაძავდი ერთ პიროვნებას."

"მნიშვნელოვანია უყურებდე და სწავლობდე რამდენიმე მოთამაშისგან, რათა საკუთარი თავი სრულფასოვან მოთამაშედ აქციო"
- განაცხადა ჯონსმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

წყარო:http://fapl.ru
სიახლეები, სტატიები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Rosso Diavolo
15 თებერვალი 2014 20:05
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Gio Ghonghadze,

კეთილი იყოს შენი მობრძანება))


ეს რა მაგარი გვყავს უმაგრესი მცველიარა
0
№12
ავტორი: RojoDiablo
15 თებერვალი 2014 20:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Gio Ghonghadze,
welcome...gaixare
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: Manchester_M
15 თებერვალი 2014 20:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
Gio Ghonghadze,
გაუმარჯოს :)

ჯონს ცოტა ასაკი და ოდნავ მეტი გამოცდილება რომ ქონდეს კაპიტნობაც მემეტება მაგისთვის :)
0
№14
ავტორი: red devil
16 თებერვალი 2014 07:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Cxovelia
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top